სიახლეები 01.03.2012 » statusebi | საუკეთესო სტატუსები

statusebi » სიახლეები 01.03.2012

Loading
 
სიახლეების სორტირება: თარიღის მიხედვით | პოპულარობა | ხილვადობის მიხედვით | კომენტარებით | ანბანის მიხედვით

leqsi dedaze / ლექსი დედაზე

ავტორი: levan დღე 1-03-2012, 14:26, ნანახია: 1758

leqsi dedaze / ლექსი დედაზე 3


შენით თენდება, შენით ღამდება,
ჩემო ძვირფასო დედა!
გთხოვ ,მაპატიე შენი სიცოცხლე
მე თუ ვაქციე ცრემლად

დედა შვილისთვის ყველაფერია,
შვილი დედისთვის-სევდა,
ფიქრთ და დარდით გაჭაღარავდი,
განა ვერ ვამჩნევ? ვხედავ.

გკოცნი, გეხვევი, გეალერსები,
თვალ-სევდიანი რომ ხარ,
შეცდომებს აღარ გავიმეორებ
თუკი მეორედ მოვალ.

უცებ ბავშვივით გადავიქცევი
როცა მომაპყრობ მზერას,
წარსულს ,დღევანდელს და მომავალსაც
ბავშვის თვალებით ვხედავ.

იმედიანი დღე ხვალინდელი
ვინ გამითენოს ნეტავ?
ქვეყნად ორია ჩემი მშველელი
მაღლა-ღმერთი, აქ-დედა

კატეგორია leqsebi

 

leqsebi dedaze / ლექსები დედაზე

ავტორი: levan დღე 1-03-2012, 14:21, ნანახია: 2177

leqsebi dedaze / ლექსები დედაზე 0


როს „არას“ ნაცვლად – ამბობდი „ალას“,
როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;
ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ -
ვინ გიმღეროდა?!
- მშობელი დედა.

ეზოში როცა იტკენდი რამეს, -
ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!
შენი გულისთვის უძილო ღამეს
ვინ ათენებდა?!
- მშობელი დედა.

ახლა, – ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -
შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?!
შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით
ვინ ვერ ისვენებს?!
- მშობელი დედა.

ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე
ვის უხარია ყველაზე მეტად?!
ყველაზე უფრო, – თუკი ივარგებ, -
ვინ იამაყებს?!
- მშობელი დედა.

კატეგორია leqsebi

 

ხვალის (2 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan დღე 1-03-2012, 12:22, ნანახია: 378

ხვალის (2 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 0
ვერძი - დღეს მოერიდეთ დაბნეულობა. მოგზაურობა და გადაადგილება ზუსტი განრიგით განახორციელეთ. კარგი დროა პარტნიორული ურთიერთობის სტაბილიზების და გაუგებრობის გარკვევისთვის. დღის ბოლოს გელოდებათ მნიშვნელოვანი საუბარი ოჯახის წევრებთან ან მიიღებთ საიმედო ცნობას სახლიდან. გაგიჩნდებათ ახალი იდეა ყოფის განახლებას ან საცხოვრებლის შეძენასთან დაკავშირებით.

კურო - დღეს ხელსაყრელად ივაჭრებთ, დილით გონივრული ანგარიშიანობა ხელს შეგიშლით პირადული ბიუჯეტის გადახარჯვაში, დაგეხმარებათ ხარისხიანი ნივთების ან პროდუქტების არჩევაში. დღის ბოლოს მოსალოდნელია სასიამოვნო მოვლენები, რომელიც გაზრდის თქვენ მატერიალურ ან სხვა სახის შესაძლებლობა. საღამოს შეიტყობთ სენსაციურ სიახლეს, მიიღებთ სტუმრად მიწვევას ან ყურადღების ნიშანს ნათესავისგან.

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 

2 მარტის ვალუტის კურსი / 2 martis valutis kursi

ავტორი: levan დღე 1-03-2012, 12:18, ნანახია: 201

2 მარტის ვალუტის კურსი / 2 martis valutis kursi 0
სახელწოდება: 2 მარტის ვალუტის კურსი / 2 martis valutis kursi

სრულადში ნახავთ ხვალის, 2012 წლის 2 მარტის ვალუტის კურსს.

კატეგორია valutis kursi

 
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews