სიახლეები მარტი 2012 წელი » გვერდი 7 » statusebi | საუკეთესო სტატუსები

statusebi » სიახლეები მარტი 2012 წელი

Loading
 
სიახლეების სორტირება: თარიღის მიხედვით | პოპულარობა | ხილვადობის მიხედვით | კომენტარებით | ანბანის მიხედვით

intonaciuri leqsebi / მიშა ანდღულაძის ინტონაციური ლექსები

ავტორი: levan დღე 3-03-2012, 06:30, ნანახია: 1610

intonaciuri leqsebi / მიშა ანდღულაძის ინტონაციური ლექსები 3


ეს წუთია გავიღვიძე
მომივიდა მე მუზა,
ზღვაში თევზი გაწყვიტეს და
აწი ვჭამო მედუზა???
***
საღამომდე შემიძლია
აქ ლესები წერა,
სახლში საჭმელი არ მაქვს და
თითი ვწუწნო ცერა?!

***
სულ ლავაშს ნუ გაიძახი
ჭამე ცოტა მაწონი
სამას კილოს თუ აარტყავ
შენ გაგიძლებს საწოლი??!

კატეგორია leqsebi

 

misha andguladzis intonaciuri poezia / მიშა ანდღულაძის ინტონაციური პოეზია

ავტორი: levan დღე 3-03-2012, 06:25, ნანახია: 1492

misha andguladzis intonaciuri poezia / მიშა ანდღულაძის ინტონაციური პოეზია 1


ბაჟეს ჭამა მინდოდა
და შემხვდა ქათმის ფეხი
ცოტა მეტი ვერ იყიდეთ თქვენ დაგეცათ მეხი?!

რომ დარბიხარ ამ ყინვაში
ტიტველი და შიშველი
შენ თავს შენ თუ არ მიხედე
კეტანოლი გიშველიის? :))))

შაქარს კარგად არ გვიყრიან
ჩაიში და ფლავში
და ამისთვის ვიდექით ჩვენ
წვიმაში და ქარშიი?!

კატეგორია leqsebi, prikolebi

 

3 martis leqsi / 3 მარტის ლექსი

ავტორი: levan დღე 2-03-2012, 14:09, ნანახია: 747

3 martis leqsi / 3 მარტის ლექსი 1


ახლა გამახსენდა პატარაობა
როცა გავიგე დედის რაობა
ისიც გამახსენდა როგორ იტირე
როცა ცხოვრებაში პირველად გიყვირე
რამდენჯერ მაპატიე, რამდენჯერ შემინდე
ჩემგან დაფასებას ვერასდროს ეღირსე
ბევრჯერ აგატირე, ბევრჯერ გაგაბრაზე
და როგორც დედა არასდროს შეგაფასე
მესმოდა შენი გულის ჩუმი სინანული
მასზე ჩემი ფეხით უტიფრად სიარული
შენ დარიგებას მე ყურს ვარიდებდი
ჩემს თავს ტყუილზე დედას ვაფიცებდი
დედა მომიკვდესთქო ასე ვამტკიცებდი
შენზე ცუდის თქმასაც ბევრჯერ ვაპირებდი

კატეგორია leqsebi

 

3 martis leqsebi / 3 მარტის ლექსები

ავტორი: levan დღე 2-03-2012, 14:06, ნანახია: 619

3 martis leqsebi / 3 მარტის ლექსები 1


შენ გაუძელი ამდენ ტკივილებს,
დახარე თავი ყველა ცოდვაზე.
მინდა ბოდიში რომ მოგიხადო.
ბოდიში, მე ჩემს ყველა ბოდვაზე.

იტანდი ყველა შესამჩნევ ტყუილს,
იტანდი ზიზღით აღსავსე სიტყვებს.
როგორ არ მინდა ვიფიქრო ასე
ვერ გავექეცი შემზარავ ფიქრებს.

შენ მე მასწავლე ის სიყვარული
რომლითაც ახლა სხვა უნდა ვათბო
ვიცოცხლო მისთვის, ვისუნთქო მისებრ
და თუნდაც მისთვის სიცოცხლე დავთმო.

კატეგორია leqsebi

 

საუკეთესო სტატუსები / sauketeso statusebi

ავტორი: levan დღე 2-03-2012, 07:30, ნანახია: 6267

საუკეთესო სტატუსები / sauketeso statusebi 2


1. ხალხმა ისწავლა ცურვა, როგორც თევზი; ფრენა, როგორც ფრინველი, მაგრამ მათ არ იციან ცხოვრება, როგორც ადამიანი;

2. ამ ქვეყნად მხოლოდ 2 ტიპის ადამიანია საინტერესო: ერთი - რომელმაც, ცხოვრების შესახებ იცის ყველაფერი და მეორე, რომელმაც არაფერი იცის;

3. მეგობარი არის ადამიანი, რომელმაც შენს შესახებ ყველაფერი იცის, თუმცა მაინც უყვარხარ.


დანარჩენები სრულადში.

კატეგორია სტატუსები

 

ოდნოების ახალი სტატუსები / odnoebis axali statusebi

ავტორი: levan დღე 2-03-2012, 06:53, ნანახია: 5653

ოდნოების ახალი სტატუსები / odnoebis axali statusebi 2



1. - დღეს ავტობუსმა არ გამიჩერა, გამოვეკიდე და 50 თეთრი დავზოგე.
- ტაქსის გამოკიდებულიყავი, 5 ლარს დაზოგავდი;

2. საუკეთესო მეგობარი ისაა, ვისაც შეუძლია დაივიწყოს თავისი მხიარული განწყობა და გაიზიაროს შენი ტკივილი;

3. "თუ მინდა, რომ ხალხმა პატივი მცეს, უნდა ვილაპარაკო მათ შესახებ ისეთი რამ, რაც მათ სურთ მოისმინონ, მაგრამ ამ დროს მე ჩემს თავს ვერ ვცემ პატივს"

4. იცხოვრე ისე, თითქოს ხვალ შენ უნდა მოკვდე.


დანარჩენები სრულადში.

კატეგორია სტატუსები, prikolebi, anegdotebi, gamonatqvamebi

 

ძალიან მაგრები / dzalian magrebi

ავტორი: levan დღე 2-03-2012, 05:52, ნანახია: 3129

ძალიან მაგრები / dzalian magrebi 2


1. სიდედრი სიძეს:
- შე სასიკვდილევ, ერთი ვიცოდე რა მოწონს ჩემს შვილს შენნაირ ხეპრეში!
- განახო?
........

2. მასწავლებელი ეუბნება მოსწავლეებს:
- ვინც თავს დებილად თვლის, ფეხზე ადგეს!
უკანა მერხიდან დგება ერთი.
- შენ თვლი თავს დებილად შე საცოდაო?
- არა მასწ, უბრალოდ მარტო თქვენ რო იდექით მომერიდა...

3. - ბიჯო კევი არ გაქვს?
- კი, აგერ აიღე.
- რეკლამაში რო ორია?
- რეკლამაში რო გადაგვიღებენ მაშინ მოგცემ 2 ცალს.


დანარჩენები სრულადში.

კატეგორია სტატუსები, prikolebi, anegdotebi

 

ხვალის (3 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan დღე 2-03-2012, 05:20, ნანახია: 449

ხვალის (3 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 0
ვერძი - კარგი დროა სადილის ან ვახშმისთვის ვიწრო ოჯახურ წრეში. ხელსაყრელი დღეა ოჯახური ღონისძიების და წვეულების ორგანიზებისთვის, განსაკუთრებით მუსიკის თანხლებით. სუფრასთან ურთიერთობა შეუმჩნევლად გადაიზრდება მოგონებების საღამოში, მიმდინარე პრობლემების განხილვაში ან ოჯახის ძველი ფოტოქრონიკის დათვალიერებაში. უარს ნუ იტყვით მშობლებისგან დახმარების მიღებაზე.

კურო - დღეს შეგიძლიათ გაემგზავროთ მოკლე მოგზაურობაში ოჯახურ საქმეებზე ან გამოიჩინოთ ინტერესი შინაურების პრობლემების მიმართ. თუ გსურთ ოჯახურ სფეროში საკუთარი ავტორიტეტის გამყარება, ჩაფიქრებულის განხორციელებას ადრიანად შეუდექით. ხელსაყრელი დროა ახლობლებთან ურთიერთობისთვის.

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 

leqsi dedaze / ლექსი დედაზე

ავტორი: levan დღე 1-03-2012, 14:26, ნანახია: 1758

leqsi dedaze / ლექსი დედაზე 3


შენით თენდება, შენით ღამდება,
ჩემო ძვირფასო დედა!
გთხოვ ,მაპატიე შენი სიცოცხლე
მე თუ ვაქციე ცრემლად

დედა შვილისთვის ყველაფერია,
შვილი დედისთვის-სევდა,
ფიქრთ და დარდით გაჭაღარავდი,
განა ვერ ვამჩნევ? ვხედავ.

გკოცნი, გეხვევი, გეალერსები,
თვალ-სევდიანი რომ ხარ,
შეცდომებს აღარ გავიმეორებ
თუკი მეორედ მოვალ.

უცებ ბავშვივით გადავიქცევი
როცა მომაპყრობ მზერას,
წარსულს ,დღევანდელს და მომავალსაც
ბავშვის თვალებით ვხედავ.

იმედიანი დღე ხვალინდელი
ვინ გამითენოს ნეტავ?
ქვეყნად ორია ჩემი მშველელი
მაღლა-ღმერთი, აქ-დედა

კატეგორია leqsebi

 

leqsebi dedaze / ლექსები დედაზე

ავტორი: levan დღე 1-03-2012, 14:21, ნანახია: 2177

leqsebi dedaze / ლექსები დედაზე 0


როს „არას“ ნაცვლად – ამბობდი „ალას“,
როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;
ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ -
ვინ გიმღეროდა?!
- მშობელი დედა.

ეზოში როცა იტკენდი რამეს, -
ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!
შენი გულისთვის უძილო ღამეს
ვინ ათენებდა?!
- მშობელი დედა.

ახლა, – ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -
შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?!
შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით
ვინ ვერ ისვენებს?!
- მშობელი დედა.

ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე
ვის უხარია ყველაზე მეტად?!
ყველაზე უფრო, – თუკი ივარგებ, -
ვინ იამაყებს?!
- მშობელი დედა.

კატეგორია leqsebi

 

ხვალის (2 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan დღე 1-03-2012, 12:22, ნანახია: 378

ხვალის (2 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 0
ვერძი - დღეს მოერიდეთ დაბნეულობა. მოგზაურობა და გადაადგილება ზუსტი განრიგით განახორციელეთ. კარგი დროა პარტნიორული ურთიერთობის სტაბილიზების და გაუგებრობის გარკვევისთვის. დღის ბოლოს გელოდებათ მნიშვნელოვანი საუბარი ოჯახის წევრებთან ან მიიღებთ საიმედო ცნობას სახლიდან. გაგიჩნდებათ ახალი იდეა ყოფის განახლებას ან საცხოვრებლის შეძენასთან დაკავშირებით.

კურო - დღეს ხელსაყრელად ივაჭრებთ, დილით გონივრული ანგარიშიანობა ხელს შეგიშლით პირადული ბიუჯეტის გადახარჯვაში, დაგეხმარებათ ხარისხიანი ნივთების ან პროდუქტების არჩევაში. დღის ბოლოს მოსალოდნელია სასიამოვნო მოვლენები, რომელიც გაზრდის თქვენ მატერიალურ ან სხვა სახის შესაძლებლობა. საღამოს შეიტყობთ სენსაციურ სიახლეს, მიიღებთ სტუმრად მიწვევას ან ყურადღების ნიშანს ნათესავისგან.

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 

2 მარტის ვალუტის კურსი / 2 martis valutis kursi

ავტორი: levan დღე 1-03-2012, 12:18, ნანახია: 201

2 მარტის ვალუტის კურსი / 2 martis valutis kursi 0
სახელწოდება: 2 მარტის ვალუტის კურსი / 2 martis valutis kursi

სრულადში ნახავთ ხვალის, 2012 წლის 2 მარტის ვალუტის კურსს.

კატეგორია valutis kursi

 
უკან წინ
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews