სიახლეები 16.04.2012 » statusebi | საუკეთესო სტატუსები

statusebi » სიახლეები 16.04.2012

Loading
 
სიახლეების სორტირება: თარიღის მიხედვით | პოპულარობა | ხილვადობის მიხედვით | კომენტარებით | ანბანის მიხედვით

17 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan დღე 16-04-2012, 19:41, ნანახია: 1115

17 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 0
ვერძი - დღეს თქვენზე დაკისრებული საქმეები, ერთპიროვნულად თქვენვე, დამოუკიდებლად და მარტომ უნდა აკეთოთ. ამას გარდა, რამოდენიმე აბეზარი ადამიანის მისამართით, გადამწყვეტი ტონით უარის თქმაც მოგიწევთ, თანაც არა ერთხელ. გამომდინარე იქედან, რომ ბოლო პერიოდში, საკმარისზე მეტი საქმეები დაგიგროვდათ, შეეცადეთ საკუთარი თავი, ზედმეტი ვალდებულებებით არ გადაიტვირთოთ და უშუალოდ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობებს მიხედოთ. ამ პერიოდში უკეთესი იქნება თუ პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნაკლებად მიიღებთ და ოდნავ მაინც შეანელებთ ცხოვრების გიჟურ ტემპს.

კურო - მართალია დღეს თქვენში ენერგიული განწყობა და შრომისუნარიანობა ძალზე მაღალია, მაგრამ შესაძლოა ამგვარმა გადამეტებულმა აქტიურობამ, პროფესიულ ასპარეზზე, საკმაოდ არასახარბიელო შედეგებიც მოგიტანოთ. საკუთარი უპირატესობის ბრმა რწმენა და საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება, სავარაუდოდ მუშაობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემის, რეალური არსის დანახვაში შეგიშლით ხელს. ეს კი საბოლოო ჯამში, საკმაოდ სერიოზული შეცდომის დაშვების მიზეზიც შეიძლება გახდეს. შეეცადეთ ემოციები დაიოკოთ და საქმიანობაში მეტი სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ.

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews