dieta | დიეტა

statusebi » dieta

Loading
 
სიახლეების სორტირება: თარიღის მიხედვით | პოპულარობა | ხილვადობის მიხედვით | კომენტარებით | ანბანის მიხედვით

როგორ ვაქციოთ ჩვენი სხეული "ცხიმების გამანადგურებელ მანქანად"

ავტორი: levan დღე გუშინ, 19:36, ნანახია: 16

როგორ ვაქციოთ ჩვენი სხეული 0
აქციეთ თქვენი სხეული „ცხიმების გამანადგურებელ მანქანად“
ავტომობილებში საწვავი გამოიყენება იმისთვის, რომ აამოძრაოს იგი, ადამიანის სხეულიც ავტომობილივითაა, ოღონდ ჩვენ ენერგიას ვიღებთ საჭმლისგან, თუმცა ჩვენი სხეული იყენებს მიღებული ენერგიის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს, ხოლო დანარჩენს ინახავს „მარაგის“ ანუ ცხიმების სახით.

ეს თვისება ჩენმა ორგანიზმმა შორეულ წარსულში „შეიძინა“ როცა ადამიანი ხშირად რამდენიმე დღე საჭმლის მოსაპოვებლად იბრძვოდა, ორგანიზმს ჭირდებოდა სასიცოცხლო ენერგია, სწორედ ესაა იმის საფუძველი რომ ჩვენი ორგანიზმი ცდილობს შეიქმნას „მარაგი“ გაჭირვებისთვის. მაშინ მეტი ენერგია იხარჯებოდა საჭმლის მოპოვებაში, ორგანიზმის გათბობის, საჭმლის გადამუშავების დროს.

ახლა კი არის მილიონობით გემრიელი და მაღალკალორიული საჭმელი, როგორებიცაა ჰამბურგერები, კარტოფილი ფრი, ტორტები, მაიონეზი, ზეთი და ა.შ მათ „მოსაპოვებლად“ კი მხოლოდ უახლოეს მაღაზიაში წასვლაა საჭირო. თანამედროვე ადამიანი ნაკლებს მოძრაობს, იღებს იმაზე მეტ კალორიებს, ვიდრე ხარჯავს, კარგავს კუნთოვან მასას და ემატება ცხიმოვანი ქსოვილი.

კატეგორია dieta

 

ქატოს დიეტა

ავტორი: levan დღე 11-05-2012, 17:56, ნანახია: 944

ქატოს დიეტა 0
qatos dieta | ქატოს დიეტა


ქატო ყოველთვის ითვლებოდა სასოფლო-სამეურნეო წარმოების ნარჩენებად და არა გასტრონომიულ პროდუქტად. თუმცა უკანასკნელ პერიოდში დიეტოლოგების მიერ რეკომენდირებულმა ქატოს სასარგებლო თვისებებმა ის საკმაოდ პოპულარულ პროდუქტად აქცია.

ქატო – საკვები უჯრედისია, რომელიც ძირითადად გადამუშავებული მარცვლეულის ნარჩენის გარსისგან შედგება. ის ასევე შეიცავს მარცვლეულის ჩანასახებს. ერთი სიტყვით, ქატო დაუმუშავებელი მარცვლოვანი მასაა, რომელშიც მთლიანი მარცვლის აქტიური კომპონენტების 90%-ია თავმოყრილი. ქატოს საშუალებით პრაქტიკულად ყველა სასარგებლო ნივთიერებების მიღებაა შესაძლებელი, რომელსაც მარცვლეული შეიცავს და რომელიც არ გააჩნია, ან მიზერული რაოდენობით შეიცავს გადამუშავებული თეთრი ფქვილი.

კატეგორია dieta

 

365 კილოიანი საპატარძლო

ავტორი: levan დღე 9-05-2012, 20:56, ნანახია: 605

365 კილოიანი საპატარძლო 1
პატარძლები, როგორც წესი გათხოვების წინ იკლებენ… მაგრამ არა სიუზან ემანი, რომელიც ცდილობს მსოფლიოს ყველაზე მსუქანი ქალის რეკორდი მოხსნას (რეკორდი 726 კგ — ია და მისი მფლობელი გარდაცვლილია) და ამიტომ დღეში 300 000 ზე მეტ კალორიას იღებს.

მაგრამ რა არის მიზანი, თუ მას ვერავის გაუზიარებ? ამიტომ მან რჩეულიც მონახა — პარკერ კლეკი, რომელიც რაც არ უნდა სახალისო იყოს — მზარეულია და სატრფოსთვის არ იშურებს კერძებს.

ახლა პატარძალი, მსოფლიოს ყველაზე დიდ საქორწინო კაბაში ჩაკვეხებასაც აპირებს და ჭამას არ უკლებს.

კატეგორია dieta, საინტერესო

 

დიეტა და მკერდი

ავტორი: levan დღე 5-05-2012, 17:05, ნანახია: 578

დიეტა და მკერდი 1
dieta da mkerdi | დიეტა და მკერდი


როცა ვიწყებთ დიეტას, კვირიდან კვირამდე ერთი სული გვაქვს ავიწონოთ და შედეგი ვნახოთ, სიხარულით ვიღებთ დიდი ხნის გადანახულ ტანსაცმელს, რომელშიც აღარც გვეგონა რომ ჩავეტეოდით და ჰოი საოცრებავ, დიდი გვაქვს! ჩვენ გვიპყრობს სიხარულის და ბედნიერების განცდა, გვაშინებს მხოლოდ ერთი რამ - მკერდი.
წელის, მკლავების და ფეხების გარშემოწერილობასთან ერთად იკლებს მკერდის გარშემოწერილობაც, ხოლო მოცულობის შემცირებასთან ერთად კანზე ჩნდება პატარა ნაოჭები, სტრიები და კანი ხდება : „დაკიდული“

როგორ შევინარჩუნოთ მკერდის ფორმა წონაში დაკლების დროს? დიდი იმედი მაქვს ეს სტატია დაგეხმარებათ.

კატეგორია dieta

 

რა რაოდენობის წყალი ჭირდება ჩვენს ორგანიზმს?

ავტორი: levan დღე 1-05-2012, 19:50, ნანახია: 187

რა რაოდენობის წყალი ჭირდება ჩვენს ორგანიზმს? 0
ra raodenobis wyali chirdeba chvens organizms | რა რაოდენობის წყალი ჭირდება ჩვენს ორგანიზმს?


ორგანიზმი ყოველდღიურად უნდა იღებდეს არანაკლებ 2,5 ლ წყლისა და ცოტა მარილს, რათა დააკომპენსიროს წყლის დანაკარგი (შარდი, სუნთქვა, ოფლი).
2,5 ლ-ზე ნაკლები რაოდენობით წყლის მიღება იწვევს თირკმელებზე დამატებით დატვირთვას, რადგან წყლის მინიმაურ რაოდენობაში (რასაც დასაკარგად გაიმეტებს ორგანიზმი) უნდა გააზავოს დიდი რაოდენობით მეტაბოლიტები და ტოქსინები.
საერთო ჯამში ადამიანის ორგანიზმს სჭირდება 4,5 ლ წყალი, რომლიდანაც 2,5 ლ მიიღებს წყლის სახით, დანარჩენი კი მიიღება ნივთიერებათა ცვლის შედეგად დღის განმავლობაში მიღებული საკვებიდან.
ეს 4,5 ლ წყალი სჭირდება ორგანიზმს 2,5 ლ შარდის გამოსამუშავებლად, ეს რაოდებობა აუცილებელია, რათა თირკმელები არ დაიტვირთოს ძალიან შარდის კონცენტრირების დროს (აქედან დასკვნა, იმ ადამიანებში, რომლეიც იღებენ დიდი რაოდენობით წყალს, შარდი ყოველთვის შედარებით ღია ფერისაა).
1ლ-ზე მეტ წყალს დღის განმავლობაში ხარჯავს ფილტვები - სუნთქვის დროს იკარგება წყალი ამონასუნთქ ჰაერთან ერთად.

კატეგორია dieta, საინტერესო

 

დიეტა და კანი

ავტორი: levan დღე 29-04-2012, 18:56, ნანახია: 522

დიეტა და კანი 3
dieta da kani | დიეტა და კანი


ჭარბი წონისგან განთავისუფლება ყველა ჩვენთაგანის სიხარულია, ის მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობასა და თვითშეფასებაზე. თუმცა არსებობს ნიუანსები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ წონაში კლების დროს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ კანი არ დარბილდეს და არ გახდეს მომჩვარული.
არსებობს რამდენიმე გზა, სახლის პირობებში კანის ტონუსის მოსამატებლად.

კატეგორია dieta

 

დიეტა და ჰორმონები

ავტორი: levan დღე 27-04-2012, 20:23, ნანახია: 192

დიეტა და ჰორმონები 0
dieta da hormonebi | დიეტა და ჰორმონები


ზრდის ჰორმონი
ზრდის ჰორმონი ასტიმულირებს ცილების სინთეზს(კუნთოვანი ქსოვილის შენებას და მის შენარჩუნებას) ასევე მოქმედებს ძვლების სიმყარეზე, ასევე მყესებზე, იოგებზე და ხრტილებზე.
ეს სასარგებლო ჰორმონი ამცირებს გლუკოზის გამოყენების სურვილს და ვარჯიშის დროს საწვავად იყენებს ჩვენი ორგანიზმის ზედმეტ ცხიმს.
ეს გვეხმარება ცხიმოვანი ქსოვილის შემცირებაში და ინარჩუნებს გლუკოზის ნორმალურ დონეს სისხლში.
ზრდის ჰორმონის გამონთავისუფლება ჰიპოფიზიდან ძლიერდება აერობიკის დროს, განსაკუთრებით მაღალი ინტენსივობის ან ინტერვალური ვარჯიშების დროს.

კატეგორია dieta

 

ადვოკატის დიეტა

ავტორი: levan დღე 26-04-2012, 17:35, ნანახია: 575

ადვოკატის დიეტა 0
advokatis dieta | ადვოკატის დიეტა


პირველი 10 დღე
1. 5 ცალი მოხარშული კარტოფილი, 250გრ.ბოსტნეული, 1 ბოთლი ბორჯომი
2. 2 ქილა მაწონი, 250 გრ ბოსტნეული, 1 ბორჯომი
3. 500გრ ხაჭო, 250 გრ ბოსტნეული, 1 ბორჯომი
4. 4 მოხარშული კვერცხი, 250 გრ ბოსტნეული, 1 ბორჯომი
5. 4 ჭიქა რძე, 250 გრ. ბოსტნეული, 1 ბორჯომი
6. 1 ცალი მოხარშული ქათამი, 250 გრ ბოსტნეული, 1 ბორჯომი
7. 1,5 კგ ვაშლი, 250 გრ ბოსტნეული, 1 ბორჯომი
8. 500 გრ მაწონი, 250 გრ ბოსტნეული, 1 ბორჯომი
9. 500 გრ გრეჩიხა, 250 გრ ბოსტნეული, 1 ბორჯომი
10. 5 ცალი მოხარშული კარტოფილი, 250 გრ ბოსტნეული, 1 ბორჯომი

კატეგორია dieta

 

დაიკლო 90 კილო 18 თვეში

ავტორი: smart_maka დღე 25-03-2012, 14:17, ნანახია: 1802

დაიკლო 90 კილო 18 თვეში 5
არ შემეძლო, რომ ეს პოსტი "დიეტის" კატეგორიაში არ დამემატებინა. სურათზე ხედავთ ადამიანს, რომელიც 18 თვის უკან 165 კილო იყო. ხოლო ახლა მისი წონა 90 კილოთი ნაკლებია...

კატეგორია dieta

 

10 მითი წონის დაკლების შესახებ

ავტორი: smart_maka დღე 31-01-2012, 02:54, ნანახია: 3339

10 მითი წონის დაკლების შესახებ 4
თუ გადაწყვიტეთ წონაში დაკლება, მაშინ ეს რჩევები გამოგადგებათ.

კატეგორია dieta

 

კიტრის დიეტა

ავტორი: levan დღე 1-01-2012, 13:37, ნანახია: 3210

კიტრის დიეტა 4
კიტრის მკაცრი დიეტა კვირაში 5-7 კილოგრამს დაგაკლებინებთ. დიეტა გამოგადგებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძლიერი ნებისყოფა გაგაჩნიათ, ან ძალიან გიყვართ კიტრი. წონის დაკლებასთან ერთად, კიტრის დიეტით გაიუმჯობესებთ საჭმლის მონელებას დაწყალ-მარილოვან ბალანსს.

კატეგორია dieta

 

როგორ დავძლიოთ დიეტის პირველი სირთულეები

ავტორი: levan დღე 10-12-2011, 22:12, ნანახია: 2849

როგორ დავძლიოთ დიეტის პირველი სირთულეები 4
სრულადში თქვენ მიიღებთ რჩევას თუ როგორ დავძლიოთ დიეტის პირველი სირთულეები, რა ფსიქოლოგიური განწყობა უნდა გქონდეთ, რათა არ გაგიჭირდეთ დიეტის დაცვა.

კატეგორია dieta

 
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews