10 მითი წონის დაკლების შესახებ

statusebi » dieta » 10 მითი წონის დაკლების შესახებ

Loading
 

10 მითი წონის დაკლების შესახებ

ავტორი: smart_maka თარიღი 31-01-2012, 02:54, ნანახია: 3552

გაზიარება
4 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

10 მითი წონის დაკლების შესახებ

ზაფხულში, დასვენების პერიოდში, ყოველთვის ვიმატებ წონას, ამიტომ ვცდილობ, როგორმე დავიკლო აკრეფილი კილოგრამები: არ ვჭამო 6 საათის შემდეგ, უარი ვთქვა პურსა და მარილზე… წონის დაკლების მსურველთათვის ეს აქსიომაა. მაგრამ სწორია თუ არა სამედიცინო თვალსაზრისით?
საყოველთაოდ ცნობილი წარმოდგენები ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ მართლაც შეიძლება მითები აღმოჩნდეს. აი რამდენიმე მათგანი:

10 მითი წონის დაკლების შესახებ


1. ნახშირწყლები ასუქებს
ნახშირწყლები იზიდავს წყალს, ამიტომ თუ უარს იტყვით ნახშირწყლებით მდიდარ პროდუქტებზე, ნამდვილად შეიძლება წონა დაიკლოთ. მაგრამ კვების სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ორგანიზმს ნახშირწყლების შეზღუდვით მოაკლდება ენერგიის წყარო.

2. ვახშამი აკრძალულია
დიეტოლოგები გვარწმუნებენ, რომ გვიანი ვახშამი წონასა და ფიგურაზე არ აისახება, თუ დავიცავთ ზომიერებას და არ გადავაჭარბებთ კალორიების სადღეღამისო ნორმას და, რაც მთავარია, თუ ეს დღის განმავლობაში ერთადერთი ტრაპეზი არ არის.

3. შოკოლადი მავნებელია
დიეტოლოგები არ გვირჩევენ შოკოლადზე უარის თქმას. კაკაო მდიდარია განსაკუთრებული ნივთიერებებით, რომლებიც აუმჯობესებს გულისა და სისხლძარღვების ფუნქციობას. განსაკუთრებით სასარგებლოა მწარე შოკოლადი.

4. პური უნდა გამოირიცხოს
პურზე უარის თქმა არ ღირს. უბრალოდ, ზომიერებაა საჭირო. 1-2 ნაჭერი ჭვავის პური ან ცეხვილი, ქატონარევი პური ნამდვილად არ გავნებთ.

5. საჭიროა მეტი ცილა
ეს უმთავრესად იმ კომპანიების მოწოდებაა, რომლებიც ცილოვან დანამატებს აწარმოებენ. სინამდვილეში ძალისმიერი ვარჯიშების გარეშე ცილოვანი დანამატები მუსკულატურაზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს. ცილის საჭირო რაოდენობას ჩვენ საკვებიდან ვიღებთ, დანამატები კი ორგანიზმისთვის ზედმეტი დატვირთვაა.

6. ბალი და ალუბალი ძალიან კალორიულია
100 გრამი ეს ხილი მხოლოდ 52 კკალ-ს შეიცავს. ამასთან, ააქტიურებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, კლავს წყურვილს, აუმჯობესებს მადას, თავიდან გვაცილებს ყაბზობას.

7. წვენებს მთელ-მთელი ხილი სჯობს
წვენები, ისევე როგორც ხილი, უზრუნველყოფს ორგანიზმს მნიშვნელოვანი ვიტამინებით, რომლებიც სწრაფად შეიწოვება სისხლში.

10 მითი წონის დაკლების შესახებ

მიირთვით ბევრი ვაშლი, რადგან ძალიან სასარგებლოა.

8. გაყინულ ზღვის პროდუქტებს არანაირი სარგებლობა არ მოაქვთ
ფაქტი: ცივად შენახული და გაყინული პროდუქტები დიდხანს ინარჩუნებენ კვებით ღირებულებას. გაყინვა საშუალებას გვაძლევს, ზღვის პროდუქტებს დიდხანს შევუნარჩუნოთ სასარგებლო ნივთიერებები.

9. ყველაზე სასარგებლო ზეთი ზეითუნის ზეთია
ბიოლოგიური ფასეულობის მიხედვით პირველ ადგილზეა არა ზეითუნის, არამედ სელის ზეთი.

10. ცოცხალი ბოსტნეული სჯობია გაყინულს
ფაქტი: თუ ბოსტნეულს სწორად შევინახავთ, ის არ დაკარგავს თავის სასარგებლო თვისებებს. გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი, იკვებეთ სწორად, დაიცავით ზომიერება, იაქტიურეთ ფიზიკურად, ერიდეთ უარყოფით ემოციებს, თავს მეტისმეტად ბევს ნუ აუკრძალავთ – ორგანიზმისთვის ესეც სტრესია – და სასურველი შედეგიც არ დააყოვნებს.

10 მითი წონის დაკლების შესახებ


ყველაზე კარგი არის ხილი, თუმა არა ისეთი, რომელიც შაქარს შეიცავს. როდესაც შიმშილის გრძნობა გექნებათ, მიირთვით ხილი და გადაგივლით. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი.

10 მითი წონის დაკლების შესახებ

10 მითი წონის დაკლების შესახებ

კატეგორია: dieta

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
<
  • სიახლეები: 493
  • კომენტარები: 7
  • სკაიპი: --
31 იანვარი 2012 13:49

levan

  • ჯგუფი: მფლობელი
  • რეგისტრაცია: 8.12.2011
 
მადლობა, შესაბამის კატეგორიას აკლდა ნამდვილად...

<
  • სიახლეები: 53
  • კომენტარები: 23
  • სკაიპი: --
1 თებერვალი 2012 02:08

smart_maka

  • ჯგუფი: მფლობელი
  • რეგისტრაცია: 26.12.2011
 
არაფერს ლევან : )

<
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
  • სკაიპი: --
10 თებერვალი 2012 09:18

makuna

  • ჯგუფი: წევრი
  • რეგისტრაცია: 8.02.2012
 
wink wink winked

<
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
  • სკაიპი: sofo542
27 თებერვალი 2012 07:15

sopsho

  • ჯგუფი: წევრი
  • რეგისტრაცია: 27.02.2012
 
thankyou

ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews