დიეტა და ჰორმონები statusebi.org

statusebi » dieta » დიეტა და ჰორმონები

Loading
 

დიეტა და ჰორმონები

ავტორი: levan თარიღი 27-04-2012, 20:23, ნანახია: 270

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

დიეტა და ჰორმონები

dieta da hormonebi | დიეტა და ჰორმონები


ზრდის ჰორმონი
ზრდის ჰორმონი ასტიმულირებს ცილების სინთეზს(კუნთოვანი ქსოვილის შენებას და მის შენარჩუნებას) ასევე მოქმედებს ძვლების სიმყარეზე, ასევე მყესებზე, იოგებზე და ხრტილებზე.
ეს სასარგებლო ჰორმონი ამცირებს გლუკოზის გამოყენების სურვილს და ვარჯიშის დროს საწვავად იყენებს ჩვენი ორგანიზმის ზედმეტ ცხიმს.
ეს გვეხმარება ცხიმოვანი ქსოვილის შემცირებაში და ინარჩუნებს გლუკოზის ნორმალურ დონეს სისხლში.
ზრდის ჰორმონის გამონთავისუფლება ჰიპოფიზიდან ძლიერდება აერობიკის დროს, განსაკუთრებით მაღალი ინტენსივობის ან ინტერვალური ვარჯიშების დროს.

ენდორფინები
ენდორფინებს შეუძლია დაბლოკოს ტკივილი, ქმნის ეიფორიულ განწყობას, ამცირებს მადას, შინაგან დაძაბულობას და შფოთვას.
ენდორბინების დონე დაახლოებით ხუთჯერ იზრდება კარდიოვარჯიშების ინტენსიური ტემპის დროს, ასევე ინტერვალური ვარჯიშების დროს.
აქტიური ვარჯიშიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ორგანიზმში ვითარდება განსაკუთრებული მგრძნობელობა ენდორფიენბის მიმართ, ეს ფორმონი სისხლში რჩება გაცილებით დიდხანს ვარჯიშის შემდეგ, ეს კი იმას ნიშნავს რომ , ამ ჰორმონის წყალობით, თქვენ შეძლებთ განაგრძნოთ ვარჯიში ჩვეულზე მეტ ხანს, ისე რომ არ იგრძნოთ არანაირი ტკივილი.

ტესტოსტერონი
ეს ჰორმონი უნარჩუნებს კუნთებს ტონუსს, ასწრაფებს მეტაბოლიზმს, ამცირებს ცხიმოვან ქსოვილებს, ასევე გვანიჭებს საკუთარი თავის რწმენას. ტესტოსტერონი ქალებს გაოუმუშავდებათ საკვერცხეებში, ხოლო მამაკაცებს სათესლე ჯირკვლებში.
ტესტოსტერონის დონე სისხლში იმატებს ვარჯიშის დაწყებიდან 20წუთის შემდეგ, და რჩება მაღალი ფიზიკური აქტივობის დასრულებიდან 1-3 საათის განმავლობაში.

დიეტა და ჰორმონები


ესტროგენი
ესტროგენი განაპირობებს: ცხიმების დაშლას ორგანიზმში, ასწრაფებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს განწყობას და ლიბიდოს.
იგი გამომუშავდება საკვერცხეებში ქალის ორგანიზმში, და მისი რაოდენობა იზრდება ვარჯიშის დროს. სისხლში ჰორმონი 17-ბეტა-ესტრადიოლი მაღალი რჩება ვარჯიშის დასრულებიდან 1-4 საათის განმავლობაში.

თიროქსინი
ეს ჰორმონი გამომუშავდება ფარისებრ ჯირკვალში, თიროქსინი ასწრაფებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედში. ეს საშუალებას მოგცებთ თავი იგრძნოთ ენერგიულად, ასევე გაიძულებთ დახარჯოთ მეტი კალორია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თიროქსინი დიდ როლს თამაშობს ჩვენს გახდომაში...
თიროქსინის დონე სისხლში მატულობს ვარჯიშის დროს და რჩება ასე ვარჯიშის დასრულებიდან კიდევ რამდენიმე საათის განმავლობაში. რეგულარული ვარჯიშის დროს, თიროქსინის დონე სისხლში მაშინაც კი აწეულია, როცა ადამიანი ისვენებს.

ადრენალინი
ადრენალინი გამომუშავდება თირკმელზედა ჯირკვალის ტვინოვან ნივთიერებაში, იგი აჩქარებს სისხლის მოძრაობას.
ადრენალინი ასტიმულირებს გლიკოგენის, ცხიმების (აქტიურ კუნთებში, ღვიძლში) დაშლას და მათ გამოყენებას საწვავად.
ადრენალინის დონე სისხლში პირდაპირპროპორციულია ვარჯიშის ინტენსივობისა და ხანგრძლივობის.

დიეტა და ჰორმონები


ინსულინი
ინსულინი არის მნიშვნელოვანი ჰორმნი წონაში დაკლების მსურველთათვის ის პასუხისმგებელია გლუკოზის ნორმალური დოზა შეინარჩუნოს სისხლში. ინსულინის გამომუშავება კუჭქვეშა ჯირკვალის მიერ იწყება სისხლში შაქრის დონის მატების დროს, რაც ხშირად ხდება საჭმლის მიღების შემდეგ. ინსულინის ჰორმონის ჭარბი რაოდენობა ნიშნავს იმას, რომ ენერგიის სახით ორგანიზმი იყენებს ნახშირწყლების მარაგს, და არა ცხიმოვან ქსოვილს.
ამიტომ, რაც მეტ საჭმელს ვჭამთ, მით მეტი რაოდენობის შაქრებს მოიხმართ და მით მეტი ინსულინი გამომუშავდება. ეს კი იმას ნიშნავს რომ ჯობია ჭამოთ ცოტა და ხშირად და ეცადოთ მოერიდოთ იმ პროდუქტებს, რომლებიც შაქრის დონეს ზრდის სისხლში.
ინსულინის დონე სისხლში შემცირებას იწყებს ვარჯიშის დაწყებიდან 10წუთის შემდეგ და აგრძელებს შემცირებას კიდევ ერთი საათის მანძილზე. რეგულარული ვარჯიში ზრდის უჯრედების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ, მაშინაც კი, როცა ორგანიზმი მოსვენებულ მდგომარეობაშია და ამით ამცირებს ინსულინის დონეს სისხლში.

გლუკაგონი
კიდევ ერთი სასარგებლო ჰორმონი, რომელიც ასევე გამომუშავდება კუჭქვეშა ჯირკვალში, თუმცა იგი ინსულინის საპირისპიროდ მოქმედებს.
გლუკაგონის მიზანია სისხლში გლუკოზის დონის აწევა, როცა შაქრის დონე ძალიან დაბალია, სეკრეტირდება გლუკაგონი და იწვევს ცხიმების დაგოვებას ღვიძლში, რომ გადაისროლოს ისინი სისხლის ნაკადში და ასე აწიოს შაქრის დონე სისხლში ნორმალურ დონემდე. ეს ასევე იწვევს ცხიმების დაშლას, რომ ამ შემთხვევაში ცხიმები გამოყენებულ იქნას როგორც საწვავი(ენერგია).
ჰორმონი გლუკაგონი როგორც წესი გამომუშავდება ვარჯიშის დაწყებიდან 30წუთში, როცა გლუკოზის დონე სისხლში იწყებს შემცირებას.
როგორც ხედავთ ვარჯიში ძალიან მოქმედებს ყველა იმ ჰორმონზე, რომელიც გვეხმარება ჩვენ კლებაში, რაც ჯამში იწვევს გახდომას და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გამოსწორებას.

კატეგორია: dieta

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews