დიეტა და კანი statusebi.org

statusebi » dieta » დიეტა და კანი

Loading
 

დიეტა და კანი

ავტორი: levan თარიღი 29-04-2012, 18:56, ნანახია: 611

გაზიარება
3 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

დიეტა და კანი

dieta da kani | დიეტა და კანი


ჭარბი წონისგან განთავისუფლება ყველა ჩვენთაგანის სიხარულია, ის მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობასა და თვითშეფასებაზე. თუმცა არსებობს ნიუანსები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ წონაში კლების დროს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ კანი არ დარბილდეს და არ გახდეს მომჩვარული.
არსებობს რამდენიმე გზა, სახლის პირობებში კანის ტონუსის მოსამატებლად.
1. ყოველ დღე შხაპის მიღების დროს ეცადეთ გააგრილოთ წყალი, წინა დღესთან შედარებით.
დაიმასაჟეთ პრობლემური ზონები კრემით, ან კოსმეტიკური ზეთით, თუმცა უკეთესია სპეც პროდუქციის შეძენა. უარი თქვით რბილ, სინთეტიკურ ღრუბელზე, უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალურ და უხეშ მატერიალებს.


2. ყოველდღიურად იხმარეთ სპეციალური კრემები და ტანის ლოსიონები.

3.რეგულარულად ჩაიტარეთ სხეულის ლიფტინგი.იხმარეთ სპეციალური სკრაბები ნატურალური დამარბილებელი ეფექტით.
არ არის აუცილებელი შეიძინოთ ძალიან ძვირიანი პროდუქცია, არსებობს ერთი „ჯადოსნური რეცეპტი“ რომელიც დაგეხმარებათ ნებისმიერი კრემი აქციოთ ძალიან ეფექტურად, დაუმატეთ კრემს მუმიო ფარდობით ¼. ეს პროდუქტი ძალიან მდიდარია ვიტამინებით და სხვადასხვა მკვებავი ელემენტებით, რის საშუალებითაც თქვენი კრემი გაცილებით ეფექტური გახდება.

4.მატონიზირებელი ეფექტი აქვს მასაჟს ტანის „მალაჩკოთი“.

5.სპორტი ძალიან კარგი საშუალებაა მკვრივი კანის „შესანარჩუნებლად“, კანისთვის ძალიან კარგია -ფიტნესი, აერობიკა, სირბილი, ცურვა. აირჩიეთ რომელიც გინდათ, მთავარია ივარჯიშოთ კვირაში რამდენჯერმე და შეინარჩუნოთ მკვრივი კანი. კარდიოვარჯიშები აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლას და სისხლის ცირკულირებას, ასევე ჟანგბადით მომარაგებას.

6.ნუ აუკრძალავთ თავს ისეთ „ცხიმებს“ როგორიცაა, მცენარეული ზეთის, თევზის და რძის პროდუქტების შემადგენლობაში, ამ პროდუქტების გარეშე შეუძლებელია ქალის სილამაზის და ახალგაზრდობის შენარჩუნება. რადგან მოშვებული კანი გვიჩნდება ხოლმე არა მხოლოდ მუცელზე და ხელებზე, არამედ სახეზეც.

ასევე აუცილებელია დღეში მინიმუმ 2ლიტრი წყალი.
ეცადეთ დააბალანსოთ თქვენი რაციონი საჭირო რაოდენობის ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით და წყლით.
გაითვალისწინეთ ეს რჩევები და ყველაფერი კარგად იქნება!

კატეგორია: dieta

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
<
  • სიახლეები: 53
  • კომენტარები: 23
  • სკაიპი: --
29 აპრილი 2012 20:36

smart_maka

  • ჯგუფი: მფლობელი
  • რეგისტრაცია: 26.12.2011
 
"დაუმატეთ კრემს მუმიო ფარდობით ¼"__levan mumio ra aris?

<
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
  • სკაიპი: --
30 აპრილი 2012 13:35

cancara

  • ჯგუფი: წევრი
  • რეგისტრაცია: 29.04.2012
 
?


\ smile

<
  • სიახლეები: 492
  • კომენტარები: 7
  • სკაიპი: --
30 აპრილი 2012 16:39

levan

  • ჯგუფი: მფლობელი
  • რეგისტრაცია: 8.12.2011
 
ციტატა: smart_maka
მუმიო

ყავისფერი ან შავი ფერის მასა რომელიც მოიპოვე ტიბეტში ყაზახეთში და აზიის სხვადასხვა ქვეყნებში შეიცავს 40 მეტს მიკროელემნტს და მას იყენებენ მრავალი დაავადების გასაკურნებლად

ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews