დიეტა და მკერდი statusebi.org

statusebi » dieta » დიეტა და მკერდი

Loading
 

დიეტა და მკერდი

ავტორი: levan თარიღი 5-05-2012, 17:05, ნანახია: 793

გაზიარება
1 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

დიეტა და მკერდი

dieta da mkerdi | დიეტა და მკერდი


როცა ვიწყებთ დიეტას, კვირიდან კვირამდე ერთი სული გვაქვს ავიწონოთ და შედეგი ვნახოთ, სიხარულით ვიღებთ დიდი ხნის გადანახულ ტანსაცმელს, რომელშიც აღარც გვეგონა რომ ჩავეტეოდით და ჰოი საოცრებავ, დიდი გვაქვს! ჩვენ გვიპყრობს სიხარულის და ბედნიერების განცდა, გვაშინებს მხოლოდ ერთი რამ - მკერდი.
წელის, მკლავების და ფეხების გარშემოწერილობასთან ერთად იკლებს მკერდის გარშემოწერილობაც, ხოლო მოცულობის შემცირებასთან ერთად კანზე ჩნდება პატარა ნაოჭები, სტრიები და კანი ხდება : „დაკიდული“

როგორ შევინარჩუნოთ მკერდის ფორმა წონაში დაკლების დროს? დიდი იმედი მაქვს ეს სტატია დაგეხმარებათ.

იმისთვის რომ შევინარჩუნოთ მკერდის ფორმა უნდა დავიკლოთ ნელა.
ყველას ვისაც ჭარბი წონა აქვს უნდა დაიკლოს სწრაფად, თუმცა სპეციალისტები გვირჩევენ არ დავიკლოთ სწრაფად, რადგანაც ამ დროს ჩვენ ვკარგავთ არა მხოლოდ ცხიმს, არამედ სითხესაც და კუნთოვან ქსოვილსაც.

ხოლო ასეთი შიმშილობის დროს ორგანიზმი დაიკლოს რაც შეიძლება ნელა, ხოლო დიეტის დასრულების მერე ორმაგად აინაზღაურებს დაკარგულ პერიოდს, ამიტომ იმატებენ ხოლმე ექსპრეს დიეტების შემდეგ ძალიან. არ ღირს საკუთარ თავთან ბრძოლა.
თუ გინდათ დაიკლოთ ჯანმრთელად და ლამაზად, არ დაკარგოთ მკერდის ფორმა და არ მოიმატოთ დიეტის დასრულებისთანავე, დაითვალეთ კალორიები.

სპეციალური აზღუდი
როგორც კი „ყინული დაიძვრება“ და წონაში კლებას დაიწყებთ პირველ რიგში უნდა შეცვალოთ ლიფი, რადგან მკერდი მაშინვე დაკარგავს ფორმას თუ კარგად არ იქნება „დამაგრებული“.
ვარჯიშის დროს აუცილებელია სპეციალური სპორტული ბიუსჰალტერი, რათა კარგად დაიჭიროს მკერდი.


როცა მკერდი იკლებს ზომაში, როგორ დავეხმაროთ მას?
ფიზიკური აქტივობის და კოსმეტიკის მეშვეობით შესაძლებელია მისი დახმარება.
თითქმის ყველა ფირმას აქვს სპეც. კრემები მკერდისთვის. კრემის წასმის დროს გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი რომ კარგათ შეიწოვოს.
მკერდის კანზე ასევე კარგათ მოქმედებს ცივი წყლის პროცედურები, წყალმცენარეების ნიღბები, ასევე არომათერაპია და საუნა.

მკერდის ვარჯიშები
გააკეთეთ მკერდის ვარჯიშები, ისინი დაგეხმარებიან მკერდის ფორმის შენარჩუნებაში. ასევე არ დაივიწყოთ მსუბუქი მასაჟი.
ამ ვარჯიშების გაკეთება შეიძლება როცა გინდათ და სადაც გინდათ, რაც ხშირად გააკეთებთ, მით უკეთესია, თუმცა დღეში 5-7 წუთი აუცილებელია.
1. ხელებზე მიზიდვები. დაიწყეთ თუნდაც 3-ით და ადით 20-მდე;
2. ხელები გამოწიეთ წინ, ხელის გულები მოუჭირეთ ერთმანეთს ძლიერად, ისე რომ მკერდის კუნთები დაიჭიმოს. ამ ვარჯიშის გაკეთება შეიძლება კომპიუტერთან ჯდომის დროსაც კი.
მთავარია არ ვიზარმაცოთ
აირჩიეთ საჭირო აზღუდი
აზღუდი- საიმედო და ერთგული დამხმარეა, რათა არ მოეშვას მკერდი და არ გაჩნდეს სტრიები. ოღონდ უნდა აარჩიოთ ხარისხიანი და “push-up” ეფექტის მქონე ლიფი. ზომისდა მიუხედავად ასეთი ლიფი მკერდს მისცემს მრგვალ ფორმას და მიანიჭებს მიმზიდველობას.

ყლის პროცედურები
ალბათ გეცოდინებათ რომ გახდომის დროს კანი რომ არ გახდეს „მომჩვარული“ საუკეთესო გზაა ცურვა. დაეხმარეთ თქვენს დიეტას საცურაო აუზზე სიარულით და მიიღებთ გასაოცარ შედეგს!
თუმცა სახლშიც ნუ დაივიწყებთ წყლის პროცედურების საოცარ ძალას.
მკერდის მასაჟი ცივი წყლით 1-3 წუთის განმავლობაში, ასევე შესაძლებელია ყინულის ან გაყინული ბალახის ჩაის კუბიკებით)
ასევე დაგემხარებათ:
წყლის კონტრასტული აბაზანები და დამამშვიდებელი აბაზანა ზღვის მარილით.

კატეგორია: dieta

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
<
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
  • სკაიპი: --
11 მაი 2012 18:11

tuxa2

  • ჯგუფი: წევრი
  • რეგისტრაცია: 11.05.2012
 
momewona isi

ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews