horoskopi | ყოველდღიური ჰოროსკოპი

statusebi » horoskopi

Loading
 
სიახლეების სორტირება: თარიღის მიხედვით | პოპულარობა | ხილვადობის მიხედვით | კომენტარებით | ანბანის მიხედვით

15 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan დღე გუშინ, 21:17, ნანახია: 567

15 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 0
ვერძი - დრო დადგა თქვენი ნაცნობ-მეგობრების წრე, ახალი ადამიანებით გააფართოვოთ. მით უმეტეს, რომ დღეს ვარსკვლავები, ერთობ პერსპექტიული და მომგებიანი ნაცნობობის დაწყებას გპირდებიან. ამას გარდა შესაძლოა, საღამოს განწყობა ძველი, დიდი ხნის უნახავი მეგობრის ნახვამ ან მოულოდნელად მიღებულმა საჩუქარმაც გაგიუმჯობესოთ. კარგი დღეა მნიშვნელოვანი ფინანსური ოპერაციების საწარმოებლად და სპორტული აქტივობისათვის.

კურო - პლანეტების განლაგება, დღეს ერთობ წარმატებულ დღეს გიქადით. ეჭვი ნუ შეგეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში, პროფესიონალიზმსა და მომხიბვლელობაში. დღეს შეგიძლიათ თამამდ შეუდგეთ საქმიან სფეროში, ახალი წინადადებების განხილვას, გავლენიანი ბიზნეს-პარტნიორების მოძიებას ან ძველი, აქამდე გადადებული საქმეების დასრულებას. ყველაფერი იოლად და ერთნაირი წარმატებით გამოგივათ. ამას გარდა, დღევანდელი დღე იმის შესაძლებლობასაც გაძლევთ, საზოგადოების თვალში სტატუსი აიმაღლოთ და საყვარელ ადამიანთან დაათბოთ ან უფრო გაამყაროთ ურთიერთობა.

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 

13 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan დღე 12-05-2012, 21:05, ნანახია: 1386

13 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 0
ვერძი - დღეს ის დღეა, როცა მნიშვნელოვანი სამომავლო პროექტების განსახორციელებლად, საკუთარი ძალების მაქსიმალური მობილიზება გმართებთ. რაც შეიძლება ზუსტად უნდა განსაზღვროთ, მიზნის მისაღწევად სამოქმედო ტაქტიკა და ამაში შესაძლოა ძველი, გავლენიანი ნაცნობების ან დიდი ხნის უნახავი მეგობრების დახმარებაც დაგჭირდეთ. თუმცა მზად იყავით საიმისოდაც, რომ დღევანდელ დღეს, თავადაც მოგიხდებათ ვინმესთვის ფინანსური ან უბრალოდ, ადამიანური კუთხით თანადგომის აღმოჩენა.

კურო - კარგი იქნება თუ ცოტა ხნით მაინც დაისვენებთ სამსახურეობრივი საქმეებისაგან, რომელთა გადაჭრასაც, ბოლო პერიოდში მთელი თქვენი თავისუფალი დრო და ენერგია მიაქვს. ვარსკვლავები უახლოეს მომავალში, პროფესიული კუთხით, ისედაც საკმაოდ პოზიტიურ ძვრებს გპირდებიან. ამიტომ უმჯობესია, თავს ცოტა ხნით ამოსუნთქვის საშუალება მისცეთ, ძალები მოიკრიბოთ და დრო საყვარელ ადამიანს დაუთმოთ, რომელიც უკვე საკმარისზე მეტადაც კი ღიზიანდება, თქვენი გამუდმებული მოუცლელობითა და უყურადღებობით.

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 

12 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan დღე 12-05-2012, 09:35, ნანახია: 814

12 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 1
ვერძი - თქვენს ხუმრობაზე დღეს არავინ გაიცინებს, მაგრამ ხვალ, ზეგ და მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება პირიქით მოხდეს.

კურო - მოსალოდნელია ყოფითი პრობლემები. ეცადეთ, მშვიდი ატმოსფერო შექმნათ. ჩაუკვირდით სირთულეებს და საკუთარ თავში ეძებეთ გამოსავლის პოვნის უნარი. მოიხსენით ზოგჯერ თქვენთვის დამახასიათებელი უიმედო განწყობილება. მოსალოდნელია კონფლიქტების შემცირება. პლანეტების გავლენა თქვენს საქმიან სფეროებზე სასიკეთოა.

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 

11 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan დღე 10-05-2012, 19:49, ნანახია: 1621

11 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 0
ვერძი - დღეს საბოლოოდ დასრულდება, პროფესიულ ასპარეზზე ბოლო პერიოდში წარმოქმნილი პრობლემები და გაუგებრობები. გამორიცხული არ არის, სრულიად ახალი, ძალზე პერსპექტიული პროექტის განხორციელების საშუალება მოგეცეთ, ან აქამდე ნაკლებად მომგებიანმა საქმემ მოგიტანოთ, მოულოდნელი წარმატება და სოლიდური ფულადი შემოსავალი. პირად ურთიერთობებში, შერიგებისა და სიმშვიდის პერიოდი დგება. თქვენი ოპტიმისტური განწყობა და ლიბერალური მიდგომა, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის კიდევ უფრო გამყარებაში შეგიწყობთ ხელს.

კურო - კარგი იქნება თუ ცოტა ხნით მაინც დაისვენებთ სამსახურეობრივი საქმეებისაგან, რომელთა გადაჭრასაც, ბოლო პერიოდში მთელი თქვენი თავისუფალი დრო და ენერგია მიაქვს. ვარსკვლავები უახლოეს მომავალში, პროფესიული კუთხით, ისედაც საკმაოდ პოზიტიურ ძვრებს გპირდებიან. ამიტომ უმჯობესია, თავს ცოტა ხნით ამოსუნთქვის საშუალება მისცეთ, ძალები მოიკრიბოთ და დრო საყვარელ ადამიანს დაუთმოთ, რომელიც უკვე საკმარისზე მეტადაც კი ღიზიანდება, თქვენი გამუდმებული მოუცლელობითა და უყურადღებობით.

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 

10 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan დღე 9-05-2012, 20:53, ნანახია: 1059

10 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 0
ვერძი - დღევანდელი დღე, არცთუ იოლი ამოცანების გადაჭრის აუცილებლობის წინაშე დაგაყენებთ. ამ მხრივ განსაკუთრებული სიძნელეების გადალახვა, პროფესიულ ასპარეზზე მოგიხდებათ. რადგან თქვენი უკომპრომისო საქციელიდან გამომდინარე, ჯიუტად არ გსურთ ჩვეული საქმიანობის კურსის, ახლებური ტაქტიკით ჩანაცვლება, რომელსაც გარშემომყოფნი დაჟინებით გირჩევენ. ამგვარი საქციელი კი სამომავლოდ შესაძლოა, რეპუტაციის შელახვადაც კი დაგიჯდეთ.

კურო - დღევანდელ დღეს უმჯობესია, როგორც საქმიანი ისე პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, საკუთარი ძალები ჯეროვნად შეაფასოთ და უკიდურესობებს მაქსიმალურად ერიდოთ. თქვენი სურვილი და შემართება, პროფესიულ ასპარეზზე მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემები, დაუყოვნებლივ მოაგვაროთ, ნამდვილად ქებას იმსახურებს, მაგრამ ვარსკვლავების გავლენა ამ მხრივ დღეს არც თუ სახარბიელოა. ამიტომ უმჯობესი იქნება, მნიშვნელოვანი საქმეების გადაჭრას ხვალინდელი დღე დაუთმოთ.

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 

9 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan დღე 8-05-2012, 20:26, ნანახია: 1083

9 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 0
ვერძი - საკუთარი ფინანსების განკარგვა, მხოლოდ თქვენი პრეროგატივაა და კარგი იქნება, თუ ამ საქმეში ჩარევის უფლებას ნაკლებად მისცემთ ვინმეს. მატერიალურ ნიადაგზე წარმოქმნილი გაღიზიანება, თქვენს შრომისუნარიანობაზეც უარყოფითად აისახება. ამასთან ერთად, დღეს თქვენში მოზღვავებულმა სიახლის სურვილმა, შესაძლოა წარმოუდგენელი ავანტიურისკენ გიბიძგოთ და პირველივე შემხვედრთან პაემაზე წასვლა გადაგაწყვეტინოთ. თუმცა ნამდვილად ღირს კი იმაზე დაფიქრება, ცეცხლს ხომ არ ეთამაშებით? უმჯობესია ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად, თავს სახიფათო ექპერიმენტების ჩატარების უფლება ნაკლებად მისცეთ.

კურო - დღეს დასვენებისა და ძალების მოკრიბის შესანიშნავი საშუალება მოგეცემათ. კარგი იქნება თუ პარალელურად, სპორტით ან ხანგრძლივი სეირნობითაც დაკავდებით. ამასთან ბრმად ნუ ენდობით ნურავის რჩევას, თუნდაც უახლოესმა მეგობარმა გადაწყვიტოს თქვენი დახმარება, ეცადეთ მხოლოდ საკუთარ გულისხმას უგდოთ ყური. მაქსიმალურად გააკონტროლეთ საკუთარი ქმედებები და მკვეთრი რეპლიკებისაგანაც შეიკავეთ თავი, თორემ შესაძლოა ამის გამო, საყვარელ ადამიანთან დაგეძაბოთ ურთიერთობა. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, აჯობებს პატივი სცეთ პარტნიორის აზრს, რაც არ უნდა მიუღებლად მოგეჩვენოთ იგი.

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 

8 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan დღე 7-05-2012, 21:16, ნანახია: 922

8 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 0
ვერძი - დღევანდელი დღე გაატარეთ ოჯახთან ერთად და დაკავდით სპორტით. მეგობრებმა შეიძლება თეატრში ან კინოში დაგპატიჟონ. კომერციული ოპერაციებისათვის შესანიშნავი დღეა.

კურო - ეს დღე პოზიტიური იქნება სასწორთა უმრავლესობისათვის მატერიალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. დღის დასაწყისი სამუშაოს მიუძღვენით, ხოლო მეორე ნახევარში თავი შეიკავეთ მგზავრობისაგან, ვინაიდან დიდია შეფერხებებისა და ტრავმების ალბათობა. ყურადღება მიაქციეთ პარტნიორულ ურთიერთობის მოწესრიგებას.

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 

7 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan დღე 6-05-2012, 17:39, ნანახია: 968

7 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 0
ვერძი - დღე საკმაოდ რთული იქნება, განსაკუთრებით საქმიანი კუთხით. შეეცადეთ ნებისმიერი პრობლემის გადაჭრისას, მხოლოდ ცივი გონებით იხელმძღვანელოთ და ემოციებს ნაკლებად აჰყვეთ. გახსოვდეთ, დღეს პროფესიულ ასპარეზზე წარმატების მიღწევას, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ამბიციურობის გაკონტროლების ხარჯზე თუ მოახერხებთ. დღევანდელი დღე, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების გარკვევის თვალსაზრისითაც არ მოგცემთ სასურველ შედეგს, რადგან თქვენს არგუმენტებს იგი, ძალზე არასერიოზულად მოეკიდება.

კურო - დღეს თქვენში სიახლისა და ნოვაციის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ შეგიძლიათ ნებიმიერ, ახალ საქმეს თამამად მოჰკიდოთ ხელი ან უბრალოდ რემონტი წამოიწყოთ სახლში. ყველაფერი იოლად და ერთნაირი წარმატებით გამოგივათ. მართალია დღის ბოლოს, შესაძლოა საკუთარ თავსაც ვერ აუხსნათ, სად ან რაში დახარჯეთ ამდენი ფული, მაგრამ ფინანსური საკითხები დღეს, თქვენთვის არც ისე მტკივნეული თემაა. მთავარია ზომიერების გრძნობამ არ გიღალატოთ და შეჩერება იქამდე მოასწროთ, სანამ მთელი თვის დანაზოგს გაატანდეთ ქარს.

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 

6 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan დღე 5-05-2012, 17:13, ნანახია: 905

6 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 0
ვერძი - დღევანდელ დღეს ნაკლებად უნდა იქონიოთ, ნაცნობ-მეგობრების ან თუნდაც ოჯახის წევრების დახმარების იმედი. მხოლოდ საკუთარი გონების კარნახით იმოქმედეთ და გააკეთეთ ის, რასაც თავად ჩათვლით საჭიროდ. შესაძლოა ბავშვებთან დაკავშირებულმა, მოულოდნელმა ფინანსურმა დანახარჯმა ან საქმეების გაჭიანურებამ გაგაღიზიანოთ. თუმცა თქვენი წარუმატებლობა, დროებითია და სულ მალე ყველაფერი პოზიტივით შეიცვლება. აქედან გამომდინარე, აჯობებს დღევანდელი ცუდი განწყობა, სპორტული აქტივობით ან ცეკვით დაამრცხოთ.

კურო -დღეს დასვენებისა და ძალების მოკრიბის შესანიშნავი საშუალება მოგეცემათ. კარგი იქნება თუ პარალელურად, სპორტით ან ხანგრძლივი სეირნობითაც დაკავდებით. ამასთან ბრმად ნუ ენდობით ნურავის რჩევას, თუნდაც უახლოესმა მეგობარმა გადაწყვიტოს თქვენი დახმარება, ეცადეთ მხოლოდ საკუთარ გულისხმას უგდოთ ყური. მაქსიმალურად გააკონტროლეთ საკუთარი ქმედებები და მკვეთრი რეპლიკებისაგანაც შეიკავეთ თავი, თორემ შესაძლოა ამის გამო, საყვარელ ადამიანთან დაგეძაბოთ ურთიერთობა. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, აჯობებს პატივი სცეთ პარტნიორის აზრს, რაც არ უნდა მიუღებლად მოგეჩვენოთ იგი.

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 

4 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: dano დღე 3-05-2012, 21:10, ნანახია: 1352

4 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 0
ვერძი - დღეს პროფესიულ ასპარეზზე, მოულოდნელად წარმოქმნილმა პრობლემებმა, შესაძლოა საღამოს გეგმების შეცვლაც კი გაიძულოთ და საყვარელ ადამიანთან დაგეგმილი, რომანტიკული ვახშმის ნაცვლად, სამუშაო მაგიდასთან მოგიწიოთ დროის გატარება. თუმცა თქვენს მიერ გაღებული დღევანდელი მსხვერპლი, სამომავლოდ აუცილებლად სოლიდურ, ფინანსურ ანაზღაურებას ან კარიერაში მნიშვნელოვან წინსვლას მოგიტანთ.

კურო - დღევანდელ დღეს უმჯობესია, როგორც საქმიანი ისე პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, საკუთარი ძალები ჯეროვნად შეაფასოთ და უკიდურესობებს მაქსიმალურად ერიდოთ. თქვენი სურვილი და შემართება, პროფესიულ ასპარეზზე მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემები, დაუყოვნებლივ მოაგვაროთ, ნამდვილად ქებას იმსახურებს, მაგრამ ვარსკვლავების გავლენა ამ მხრივ დღეს არც თუ სახარბიელოა. ამიტომ უმჯობესი იქნება, მნიშვნელოვანი საქმეების გადაჭრას ხვალინდელი დღე დაუთმოთ.

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 

2 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan დღე 1-05-2012, 19:43, ნანახია: 1534

2 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 0
ვერძი - დღე საკმაოდ რთული იქნება, განსაკუთრებით საქმიანი კუთხით. შეეცადეთ ნებისმიერი პრობლემის გადაჭრისას, მხოლოდ ცივი გონებით იხელმძღვანელოთ და ემოციებს ნაკლებად აჰყვეთ. გახსოვდეთ, დღეს პროფესიულ ასპარეზზე წარმატების მიღწევას, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ამბიციურობის გაკონტროლების ხარჯზე თუ მოახერხებთ. დღევანდელი დღე, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების გარკვევის თვალსაზრისითაც არ მოგცემთ სასურველ შედეგს, რადგან თქვენს არგუმენტებს იგი, ძალზე არასერიოზულად მოეკიდება.

კურო - დღევანდელ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მკვეთრად იკლებს, აქედან გამომდინარე მოსალოდნელია ჯანმრთელობის პრობლემებმა შეგაწუხოთ ან დღის ბოლოს, აპათიური განწყობა დაგეუფლოთ. ნუ დაღონდებით, ეს ყველაფერი დროებითია. განწყობის ასამაღლებლად კარგი იქნება, რომელიმე კულტურულ ღონისძიებას თუ დაესწრებით ან საგამოფენო დარბაზებს მოინახულებთ. საღამო მაქსიმალურად მშვიდ და კომფორტულ გარემოში გაატარეთ, ბავშვებთან ურთიერთობა ან უბრალოდ, კარგად გამოძინება შესამჩნევად აგიმაღლებთ სასიცოცხლო ტონუსს.

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 

30 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan დღე 29-04-2012, 18:50, ნანახია: 1640

30 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 1
ვერძი - დღეს თქვენთვის მაქსიმალური სიმშვიდე და დასვენებაა აუცილებელი. შესაძლოა უახლოეს ადამიანებთანაც კი გაგიჭირდეთ საერთო ენის გამონახვა და ამ მხრივ ყველაზე მეტად, თქვენი საყვარელი ადამიანი დაზარალდება. შეიძლება სწორედ დღეს მოგეჩვენოთ, რომ თქვენი შეხედულებები დიამეტრულად განსხვავდება ერთმანეთისგან. თუმცა კარგი იქნება, ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას თუ მოერიდებით. უმჯობესია ცოტა ხნით ტაიმ-აუტი აიღოთ, დღევანდელი დაძაბულობა მხოლოდ გადაღლის ბრალია და კარგი დასვენების შემდეგ, ყველანაირი პრობლემის უმტკივნეულოდ მოგვარებას შესძლებთ.

კურო - დღის პირველ ნახევარში შესაძლოა არასასიამოვნო ინფორმაცია მიიღოთ. არც ისაა გამორიცხული, საქმიანი პარტნიორების მხრიდან უპასუხისმგებლო საქციელმა ან ფინანსურმა მაქინაციამ გამოიწვიოს თქვენი გაღიზიანება, მაგრამ დღის მეორე ნახევარში, ყოველგვარი სახის გაუგებრობისა და პრობლემის წარმატებით მოგვარებას შესძლებთ. ისე რომ საღამოს თავისუფალი დროის, მეგობრების წრეში გასატარებლად ან ოჯახის წევრებთან ერთად, რომელიმე კულტურულ ღონისძიებაზე დასასწრებადაც კი გექნებათ შესანიშნავი განწყობა.

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 
უკან წინ
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews