horoskopi 16 ianvari

statusebi » horoskopi » ხვალის (16 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (16 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 15-01-2012, 20:36, ნანახია: 667

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (16 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - ეცადეთ იმედი არ გაუცრუოთ სხვა ადამიანებს. რადგან ამაზე იქნება დამოკიდებული თქვენი კარიერა, ოჯახური სტაბილურობა ან საქმიანი რეპუტაცია. ხელსაყრელი მომენტია გრძელვადიანი ხელშეკრულების დადების ან დამტკიცებისთვის, მათ შორის საქორწილოსიც. საღამოს გაგიჩნდებათ ფინანსირების დამატებითი წყარო, თუმცა პირველ პლანზე გადმოვა არა საქმეები, არამედ გრძნობები.

კურო - დღის დასაწყისში თქვენ საქციელს განაპირობებს თანამდებობრივი მოვალეობა. ვალდებულების გრძნობა თქვენთვის მეტად მნიშვნელოვანი იქნება. საღამოს ისარგებლებთ დიდი პოპულარობით, გარშემომყოფები თქვენგან მეტად ბევრს მოელიან. შესანიშნავი დროა რომანტიკული შეხვედრისთვის. მუდმივ პარტნიორს ინტიმურ სიახლოვეზე უარს ნუ ეტყვით.

ტყუპები - დღეს მოგეჩვენებათ, რომ საბოლოოდ გაერკვიეთ სასიყვარულო საქმეებში და ყველაფერი გაანაწილეთ. ნუ იჩქარებთ სიმშვიდით ტკბობას, რადგან საღამოს ის ხელახლა დაირღვევა. საღამოს გაგიჩნდებათ ახალი მაცდუნებელი გეგმები და სასიამოვნო მოვალეობა, რომელშიც ფინანსური და საქმიანი მომენტები მჭიდროდ იქნება გადაჯაჭვული ინტრიგას და რომანტიკასთან.

კირჩხიბი - დილით და დღისით ცხოვრების ზომიერი წესით იცხოვრეთ, ამგვარად დაზოგავთ ძალებს. არ დაუშვათ გეგმისგან გადახვევა, კეთილსინდისიერად შეასრულეთ საკუთარი ვალდებულება. საღამოს შეძლებთ გრძნობების და შემოქმედებითი შემართებისთვის გასაქანის მიცემას. შესანიშნავი დროა სასიყვარულო ურთიერთობის განვითარებისთვის. ამასთან რომანტიკული ურთიერთობა სწრაფად გადავა ინტიმურ სტადიაზე.

ლომი - გვიანობამდე ნუ გადადებთ პროფესიული პრობლემების და სხვა სერიოზული საკითხების განხილვას. დღის ბოლოს გარემოება მკვეთრად შეიცვლება, განწყობა ნაკლებად საქმიანი იქნება. დაუთმეთ დრო შინაურებს, რადგან მათ სჭირდებათ ზრუნვა, მატერიალური ან მორალური მხარდაჭერა. ყოფითი პირობების გაუმჯობესება მოითხოვს დამატებით სახსრებს. სასიყვარულო და ცოლ-ქმრული ურთიერთობა არასრულყოფილი იქნება ინტიმური კავშირის გარეშე.

ქალწული - დღისით გამოიჩინეთ სიმტკიცე და გაწონასწორებულობა, რაც უზრუნველყოფს მიმდინარე საქმეების წარმატება. შესანიშნავად განკარგავთ ბიუჯეტს და სწორად გამოიყენებთ სასარგებლო ნაცნობობას. საღამოს თქვენი შრომისმოყვარეობა გაქრება, დაიწყებთ ფულის ფლანგვას ან თავგადასავლის ძიება. თქვენი თვალთახედვის არეში მოხვდება მეტად მიმზიდველი ადამიანი, ამიტომ გელოდებათ სასიყვარულო ცდუნება.

სასწორი - საღამომდე თქვენთვის დამახასიათებელი იქნება მომატებული პრინციპულობა. რომანტიკულ ურთიერთობაში და შემოქმედებით საქმიანობაშიც ფანატიკურად მიყვებით წესებს. დღის ბოლოს მოერიდეთ ზედმეტ მფლანგველობას, რათა არ შემოგეხარჯოთ სახსრების დიდი ნაწილი. სასიყვარულო ურთიერთობებში თავს ნუ დაკარგავთ, ბობოქარი ვნებები არასასურველ შედეგებს გამოიწვევს.

ღრიანკალი - დილით სასურველი იქნება თვითდისციპლინა, თავშეკავებულობა კვებას და ყოფაში. საღამოს საათებში კი გული გაგიწევთ ყოველგვარი ფუფუნებისკენ. შესანიშნავი დროა შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენისთვის, განსაკუთრებით ფინანსების, ხელოვნების, კულინარიის სფეროში. დღის ბოლოს საბოლოოდ დაიპყრობთ პარტნიორს სიყვარულით და მგრძნობიარობით და შედეგად მისგან ნებისმიერ დათმობას მიიღებთ.

მშვილდოსანი - დღის დასაწყისი უღრუბლო იქნება. საღამოს კი გელოდებათ სიურპრიზი, რომლისთვისაც წინასწარ მოემზადეთ. მოულოდნელად გაგიჩნდებათ ბობოქარი ემოციები, რომელიც გამოწვეული იქნება სასიყვარულო გრძნობებით და რომანტიკული ინტრიგებით. საქმიან სფეროში მოერიდეთ ავანტიურას და უკანონო გარიგებას. მოსალოდნელია ყოფითი პირობების გაუმჯობესება და ოჯახური პრობლემების მოგვარება.

თხის რქა - საღამომდე შეასრულეთ პროფესიული ვალდებულება, დაკავდით კარიერით და პირადული სტატუსის გამყარებით. საღამოსკენ თამამად გადაერთეთ პირადული მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე. უარი არ თქვათ საღამოს გატარებაზე კარგ კომპანიაში, ასევე ახალ სასიყვარულო თავგადასავალზე. მიიღებთ საჩუქარს, გაგიჩნდებათ გავლენიანი მფარველი ან თაყვანისმცემელი.

მერწყული - საღამომდე მოვლენები თქვენი გეგმის მიხედვის განვითარდება და სანერვიულო ნაკლებად გექნებათ. დღის მეორე ნახევარში სიფრთხილით მიიღეთ ახალი წინადადება და დაფიქრდით, სანამ აყვებით ვერაგულ ცდუნებას. პროფესიული, სასიყვარულო ან ფინანსური ავანტიურა გაჩუქებთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებას, თუმცა პერსპექტივაში შეიძლება დარჩეთ ქონების და საარსებო სახსრების გარეშე.

თევზები - დღისით მოერიდეთ აქტიურობის გამოჩენას. თქვენი ვარსკვლავური საათი დადგება საღამოს. ამ დროს შეძლებთ ერთდროულად რამდენიმე მიზნის მიყოლას ერთნაირი შთამბეჭდავი შედეგებით. ხაზი გაუსვით ბუნებრივ ღირსებას, ამგვარად უფრო მომხიბვლელი იქნებით. განსაკუთრებული წარმატება გელოდებათ სიყვარულის, ხელოვნების, შუამავლოს, უცხოური კონტაქტების სფეროში.

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews