ხვალის (17 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის » statusebi | საუკეთესო სტატუსები

statusebi » horoskopi » ხვალის (17 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (17 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 16-01-2012, 18:30, ნანახია: 494

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (17 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს შეინარჩუნეთ კავშირი საჭირო ადამიანებთან, მათგან დროულად მიღებული ინფორმაცია დაგიცავთ ბევრი უსიამოვნებისგან. რთული დავალების შესრულება საკმაოდ გაგიჭირდებათ. მოგიწევთ ანგარიშის წარდგენა გაწეული საქმის შესახებ.

კურო - დღეს უარს ნუ იტყვით მეუღლესთან დალაპარაკების შანსზე, მაგ. ერთობლივი გეგმების განხილვაზე. ასევე მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება შორეულ ნათესავებთან, უცხოელ კოლეგებთან, სასამართლოს ან საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან ურთიერთობა. ხელსაყრელი დროა საჯარო ლექციის წაკითხვისთვის, კლიენტებთან, დამკვეთებთან, შუამავლებთან, მოსწავლეებთან შეხვედრისთვის.

ტყუპები - დღეს არ გამოგეპარებათ მნიშვნელოვანი წვრილმანი. სიფრთხილე და ყურადღება განსაკუთრებით გამოგადგებათ რთულ, თითქმის კრიტიკულ სიტუაციაში. ადვილად გაართმევთ თავს მდივნის, დეტექტივის, ასისტენტის, სადაზღვევო აგენტის ან ფსიქოლოგის ფუნქციას. გელოდებათ ბევრი საკანცელარიო საქმე, რომელიც დაკავშირებული იქნება დოკუმენტების გაფორმებასთან. ხელსაყრელი მომენტია პოლიკლინიკას ან აფთიაქში ვიზიტისთვის.

კირჩხიბი - დღეს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ბავშვთან ურთიერთობას. აუცილებლად გაესაუბრეთ მას წარმატებას და პრობლემებზე, ასევე მნიშვნელოვანია გულითადი ურთიერთობა მუდმივ პარტნიორთან. სასიყვარულო საქმეებში საფიქრებელი იქნება ინტიმური ურთიერთობის დეტალები. თუ ენდობით საყვარელ ადამიანს და მზად ხართ მასთან რომანის გასაგრძელებლად, ნუ დაუმალავთ მას საკუთარ ფიქრებს.

ლომი - ჩვეული საზრუნავი ხელს არ შეგიშლით ოჯახური ურთიერთობის განცდაში. დაფიქრდებით სხვაგან გადასვლის, მემკვიდრეობის გაფორმების, უძრავი ქონების დაზღვევის საკითხებზე. მორიგ ჩიხში აღმოჩენისას თამამად ჰკითხეთ რჩევა მშობლებს. მათი გამოცდილება სამეურნეო საქმიანობაში, თქვენ გამოგადგებათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

ქალწული - თქვენი ინტუიცია უშეცდომოდ იმუშავებს, ადვილად ამოხსნით ნებისმიერ ამოცანას. სწრაფად გაარკვევთ თანამოსაუბრის საიდუმლოს ან უცნობი გარემოს სპეციფიკურ თავისებურებას. თქვენი მოტყუება შეუძლებელი იქნება. შესანიშნავი დროა სწავლის, მიმოსვლის, დახურული ინფორმაციის ძიების, დოკუმენტების გაფორმებისთვის. მოსალოდნელია შეტყობინების მიღება ან საინტერესო ნაცნობობა.

სასწორი - ხელსაყრელი დღეა მცირე შენაძენისთვის, ასევე მცირე ვალების გასტუმრებისთვის. მიიღებთ მატერიალურ ან საინფორმაციო მხარდაჭერას მშობლებისგან, თუმცა ეცადეთ თავად მიიღოთ გადაწყვეტილება. ყურადღება მიაქციეთ გადასახადებთან და ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დოკუმენტების სწორად გაფორმებას.

ღრიანკალი - დღეს გჭირდებათ ინფორმაციი ნაკადი, ნებისმიერი ოფიციალური კონტაქტი უფრო სანდო ურთიერთობაში გადაიყვანეთ, კარგი დღეა მოლაპარაკების, ახალი ნაცნობობის, ნათესავებთან ვიზიტის, კითხვის, სწავლის, წერილების გაგზავნის, დოკუმენტების გაფორმებისთვის. მოგიწევთ გამგზავრება სამსახურებრივ ან პირადულ საქმეზე. უცნობ ადგილას ადვილად გაიკვლევთ გზას, გზაში კი არ მოიწყენთ.

მშვილდოსანი - დღეს ნაკლებად შეხვდებით პირდაპირ წინააღმდეგობას, თუმცა ბევრი რამ გაართულებს თქვენი სურვილების რეალიზებას. ენას კბილი დააჭირეთ, რათა ზიანი არ მიაყენოთ საკუთარ თავს ან ძვირფას ადამიანებს, მოერიდეთ სხვების საქმეებში მონაწილეობას. ხელსაყრელი დროა საიდუმლოს ან სანუკვარი გრძნობების განხილვისთვის, საიდუმლო მიმოწერისთვის, ფარულ ინფორმაციასთან წვდომისთვის.

თხის რქა - დღეს თქვენი ლოგიკა უზადოდ მუშაობს, თუმცა დაგჭირდებათ მცირე რჩევაც. მეტად სასარგებლო ცნობებს მიიღებთ მეგობრის ან მეუღლისგან. კლიენტი, დამხმარე ან საქმიანი პარტნიორი გახდება თქვენი თანამოაზრე, თუ თქვენ შორის გაჩნდება არამარტო ინტელექტუალური, არამედ სულიერი კავშირიც. შესაძლოა მოულოდნელი გამგზავრება ან საინტერესო ახალი წინადადება.

მერწყული - მომავალ კარიერაზე ფიქრს და წარმატების მიღწევის რეალურ შესაძლებლობას შორის საკმაო ნაპრალია. თქვენი სურვილების შესრულებას ხელს შეუშლის კოლეგის ან შეფის რთული ხასიათი. ასევე თქვენი სისუსტეები. მეტი თავდაჯერებულობის და დაცულობის მისაღწევად გამოიყენეთ თქვენ ხელთ არსებული ცოდნა, კავშირები, დაკვირვება, ინფორმაციის წყარო.

თევზები - დღეს ურთიერთობის საქმიანი სტილი ჰარმონიულად შეუთავსდება თქვენთვის დამახასიათებელ ემოციურობას და მგრძნობიარობას, ხელს არ შეუშლის თქვენ ყოფით დაკვირვებას და ფილოსოფიურ აზროვნებას. ახალ ცოდნას ადვილად და მარტივად აითვისებთ, თუ მას თან სდევს კაშკაშა და ღრმა შთაბეჭდილება. ხელსაყრელი დროა მეგობრებთან, შორეულ ნათესავებთან, უცხოელებთან, კოლეგებთა ურთიერთობის და სიახლეების გაცვლისთვის.

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews