ხვალის (18 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის » statusebi | საუკეთესო სტატუსები

statusebi » horoskopi » ხვალის (18 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (18 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 17-01-2012, 21:48, ნანახია: 454

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (18 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს არ ღირს უსაქმურობა, თუნდაც ცუდად გრძნობდეთ თავს. უარი არ თქვათ საქმეზე, რომელიც რთულად ან სახიფათოდ მიიჩნევა. ის უფრო მეტ კმაყოფილებას მოგანიჭებთ, ვიდრე წვრილმანებამდე გათვლილი რუტინა. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი წარმატება ქიმიის, მედიცინის, რაიმე რთული ტექნოლოგიის, დაზღვევის, მართვის სფეროში. ენერგიის დამატებითი წყარო გახდება სექსუალური ურთიერთობა.

კურო - დღეს მეტად აქტუალურია აქტიური თანამშრომლობის იდეა. ამასთან ლიდერის ფუნქციას საკუთარ თავზე აიღებს პარტნიორი. ნუ ეცდებით მისთვის ინიციატივის წართმევას. ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში მეტად მნიშვნელოვანია ინტიმური ცხოვრების გააქტიურება, რაც ორმხრივი სურვილი უნდა იყოს. ხოლო თუ საყვარელ ადამიანთან ერთობლივი საქმეც გაკავშირებთ, თქვენი კავშირი ურღვევი იქნება.

ტყუპები - დღეს წარმატება დამოკიდებულია თქვენ განწყობაზე. მოერიდეთ თვითმკურნალობას, რადგან ის საზიანო იქნება. დროა ეწვიოთ ქირურგს, გინეკოლოგს ან ენდოკრინოლოგს. თავს ნუ აარიდებთ ზომიერ დატვირთვას და ნუ შეუშინდებით კრიტიკულ სიტუაციას. ამგვარად შეინარჩუნეთ სამუშაო ფორმას, რაც თქვენთვის სასარგებლო იქნება. კარგი დროა მენეჯმენტის სფეროში უნარ-ჩვევების შეძენისთვის.

კირჩხიბი - დღეს თქვენი მოქმედების საფუძველი იქნება ძლიერი სურვილები-გრძნობითი გატაცება, მგზნებარე მისწრაფება საქმიანი წარმატებისკენ, ოცნება შემოქმედებით აღიარებაზე. საკუთარი ბიზნესის განვითარებისას ყურადღება მიაქციეთ მენეჯმენტის და რეკლამის საკითხებს. სასიყვარულო ურთიერთობაში პარტნიორს ჯანსაღად შეხედეთ, მასზე იმსჯელეთ არა საკუთარი შეხედულებით, არამედ მისი რეალური საქციელით.

ლომი - იმოქმედეთ თქვენთვის ნაცნობ რიტმში, მუშაობისას კი გამოიყენეთ გამოცდილი მეთოდები. ინსტრუმენტები და ტექნიკა, რომელსაც იყენებთ ყოველდღიურ საქმიანობაში, იდეალურ მდგომარეობაში იქონიეთ. თუ ხელმძღვანელობთ ხელქვეითების ჯგუფს ან შინაურების მოქმედებას, კოლექტივში შეინარჩუნეთ მკაცრი დისციპლინა და არ აყვეთ ემოციებს.

ქალწული - დღეს საკმაოდ დიდი პოტენციალი გექნება, თუმცა მათი რეალიზება დამოკიდებული იქნება თქვენ მდგომარეობას და გარემოებაზე. შესაძლოა ვერ მოახერხოთ სასარგებლო საქმის გაკეთება, სანამ შემართება არ გაგიჩნდებათ. ფარულად გამოძრავებთ სექსუალური ინსტინქტი. თქვენი წარმატება თვალსაჩინო იქნება ბიზნესის, ტექნიკური მომსახურების, მედიცინის, შუამავლობის სფეროში.

სასწორი - კეთილდღეობა და საქმიანი წარმატება შეუძლებელი იქნება აქტიურობის გარეშე. ცხარე ცხელი კერძები და ალკოჰოლის ზომიერი დოზა სიმხნევეს შეგმატებთ. თუმცა აუცილებელი არ არის ყველა საქმეში მიიღოთ მონაწილეობა, ზოგიერთ სფეროში საკმარისი იქნება საქმის სწორად ორგანიზება. თუ შეგიძლიათ სხვა ადამიანებს უბიძგოთ სასარგებლო შრომისკენ და დროულად გამოიყენოთ მართვის საჭირო ინსტრუმენტები, ძალების დახარჯვა ამაოდ არ მოგიწევთ.

ღრიანკალი - დღეს გააკონტროლეთ რამდენიმე საქმე ერთად და გამოიყენეთ თანდაყოლილი შესაძლებლობა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით. ასევე ადვილად გამონახავთ საქმიან დამხმარეებს და თანამოაზრეებს, რომლებიც მზად იქნებიან თქვენი სურვილების დასაკმაყოფილებლად. თუმცა თქვენი შეხედულება სიტუაციას და საკუთარ პერსპექტივაზე ყოველთვის ადეკვატური არ იქნება, გრძნობები და ინსტინქტები ხელს შეგიშლით მოვლენების ობიექტურად შეფასებაში.

მშვილდოსანი - დღეს ემოციურად სუსტი იქნებით და გაგიჩნდებათ შიში არარსებული საფრთხის წინაშე. შესაძლოა ინტრიგაშიც ჩაერთოთ. ნუ აყვებით წყენას, შურს ან ეჭვიანობას, რადგან მსგავსი განცდები დაგთრგუნავთ, შინაგან წონასწორობას დაგაკარგინებთ. ბუნდოვანი ეჭვის გაფანტვაში დაგეხმარებათ აქტიური საქმიანობა, რომელიც მიმართულია კონკრეტული შედეგის მისაღებად. ნუ შეუშინდებით ძალაუფლების ფარული სადავეების გამოყენებას.

თხის რქა - წინდახედულობა და ანგარიშიანობა დაგეხმარებათ მცირე ეჭვების დაძლევაში და უშეცდომოდ მოქმედებაში. ხელსაყრელი დროა შორეულ მომავალთან დაკავშირებული გეგმების განხორციელებისთვის. თამამად იქონიეთ მეგობრების თანაგრძნობის და აქტიური მხარდაჭერის იმედი. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ისინი თავად, თქვენი თხოვნის გარეშე არ დაგეხმარებიან.

მერწყული - სურვილების შესრულება თქვენგან მოითხოვს ფიზიკურ და სულიერ ძალებს. თუმცა მიღებული შედეგი ნამდვილად ღირს დახარჯულ ძალისხმევად, შეძენილი გამოცდილება დაგამახსოვრდებათ მძაფრი ემოციური განცდების მეშვეობით. თებერვლის შუა რიცხვებში დაბადებულები უნდა მოერიდონ ჩიხურ მიმართულებას, რადგან არ არსებული მიზნისკენ სწრაფვა ილუზორული იქნება.

თევზები - გააკეთეთ ის, რაც თავისთავად გამოგდით, ეს წარმატებისკენ მიმავალი საუკეთესო გზაა. ნუ ჩაუღრმავდებით დეტალებს, რომელიც თვალთახედვის არედან გისხლტებათ. თანამშრომლების და პარტნიორების პოტენციალი შეაფასეთ მათი საქციელის კონკრეტული ეფექტის მიხედვით, ჭორებს კი ნაკლები ყურადღება მიაქციეთ. კარგი დროა უცხოეთში ბიზნესის დაწყებისთვის, თუ მოიშორებთ ძველ ილუზიებს.

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews