ხვალის (19 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის » statusebi | საუკეთესო სტატუსები

statusebi » horoskopi » ხვალის (19 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (19 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 18-01-2012, 18:49, ნანახია: 344

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (19 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - გაძლიერდება ინტერესები უცხო ჩვევების და ტრადიციების, შორეული მოგზაურობის მიმართ, დროული იქნება ნებისმიერი მოქმედება, რომელიც მიმართულია შემეცნების გაფართოებას და უმაღლესი განათლების მიღებაზე. მეტ ყურადღებას მიაქცევთ რელიგიის, ფილოსოფიის, კულტურის საკითხებს, მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ ტენდენციებს. მოშორებით მიმდინარე მოვლენები უფრო მეტად დაგაინტერესებთ, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე.

კურო - დღეს თქვენი მდგომარეობა ნაკლებად სტაბილური იქნება. თქვენი ავტორიტეტს ან მატერიალურ მდგომარეობას ელოდება გამოცდა. წარმატების მისაღწევად მოგიწევთ გარისკვა. დღის წესრიგში დადგება მოგზაურობას, ტვირთების გადაზიდვას, გადასახადებს, დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხები. შეგიძლიათ დაკავდეთ ერთობლივ ქონებას, უცხოეთში არსებულ უძრავ ქონებას, მსხვილ კაპიტალთან დაკავშირებული პრობლემებით.

ტყუპები - დღეს გაგიჩნდებათ ეჭვი საკუთარ ან პარტნიორის გრძნობებში. სასიყვარულო განცდებით გამოწვეული უთანხმოება გაძლიერდება ჩვევებს, აღზრდას, განათლებას, მოსაზრებას, ესთეტიკურ გემოვნებაში არსებული სხვაობის გამო. ნაკლებად შესაფერისი მომენტია დაქორწინების, ფინანსური მანიპულაციებისთვის.

კირჩხიბი - მოერიდეთ კოლეგებისთვის ფულის სესხებას. რადგან ან ფულს ვეღარ ნახავთ, ან მოვალეებს. რაიმე საბაბითი თავიდან აიცილეთ სერიოზული საპასუხისმგებლო სამუშაო. დღეს გაგიჭირდებათ ყურადღების მოკრება და გარშემომყოფების ცდუნებისგან თავის დაღწევა. მოსალოდნელია ექიმთან ვიზიტით გამოწვეული ხარჯები.

ლომი - დღეს გაგაღიზიანებთ რუტინული საქმე. ბავშვთან ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა განწყობას აგიმაღლებთ და შეგახსენებთ, რომ ცხოვრებაში მხოლოდ დამღლელი შრომა არ არსებობს. ნუ გადაყვებით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, აიღეთ მცირე შესვენება. გაითვალისწინეთ, რომ სიამოვნება, გართობა, სასიყვარულო შეხვედრა დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან.

ქალწული - დღეს მეტად ცვალებადი იქნება ახლობლების გემოვნება. ოჯახში მოსალოდნელია უთანხმოება ესთეტიკური და ფინანსური მოტივების გამო. ნაკლებად ხელსაყრელი მომენტია მშობლებისთვის პოტენციური პარტნიორის წარსადგენად. მოგიწევთ თანხის გაღება ოჯახური სიმყუდროვის ან სტუმრების მიღებისთვის.

სასწორი - დღეს გაგიჩნდებათ სასიამოვნო მიზეზი მცირე გასეირნების ან მოგზაურობისთვის. გადაწყვეტთ რაიმე საჩუქრის შეძენას ან მომსახურების გაწევას, ტურისტული ფირმის ან საიუველირო მაღაზიის მონახულებას. სიამოვნების და კომფორტის სიყვარული ხშირად შეუშლის ხელს მოვალეობის შესრულებას. მოულოდნელი რომანტიკული ნაცნობობა გზაში გადამწყვეტი გახდება.

ღრიანკალი - თქვენი მატერიალური მდგომარეობა დამოკიდებული იქნება სიამოვნებისთვის გაწეულ ხარჯებზე. ეკონომიურობას ნაკლებად გამოიჩენთ. გაგიჩნდებათ სურვილი შეიძინოთ კოსმეტიკური ან პარფიუმერული ნაკრები, გაანებივროთ თავი უცხოური სამზარეულოს ნიმუშებით. ბავშვს ან საყვარელ ადამიანს გაუჩნდებათ ეგზოტიკური ახირებები, რომელთა გადახდა მოგიწევთ საკუთარი ჯიბიდან. ნაკლებად შესაფერისი მომენტია დიეტის დასაწყებად.

მშვილდოსანი - დღეს მეტად მტკივნეული რეაქცია გექნებათ ყურადღების ნაკლებობაზე. ზედმეტად რომანტიკული და სენტიმენტალური იქნებით. დაეჭვდებით საკუთარ მომხიბვლელობაში, თუმცა მოერიდეთ სილამაზის სალონში ვიზიტს და გარეგნობის კარდინალურად შეცვლას. რადგან გემოვნება მალე შეგეცვლებათ. გამოიჩინეთ სიფრთხილე ხარჯვისას, რადგან არსებობს ფულის ჰაერზე გადაყრის ალბათობა.

თხის რქა - დროა შეწყვიტოთ საშუამავლო საქმიანობა და ცოტათი განიტვირთოთ. თქვენ ნამდვილად დაიმსახურეთ წვრილმანი სიხარული, მაგ. ქარაფშუტული არააუცილებელი შენაძენი ან დამატებითი ეგზოტიკური სიამოვნება. შეიარეთ ძვირადღირებულ რესტორანში ან მოდურ მაღაზიაში, შეიცვალეთ გარემო ან გააბით ხანმოკლე რომანტიკული ნაცნობობა. ეს გამოიწვევს ზედმეტ ხარჯს, თუმცა განწყობა აგიმაღლდებათ.

მერწყული - კარგი დღეა მეგობრული შეხვედრისთვის, განსაკუთრებით თუ გსურთ მოვლენების კურსში ყოფნა.ზოგიერთი მეგობრის მიმართ გაგიჩნდებათ არამხოლოდ მეგობრული სიმპატია, თუმცა გრძნობა მყარი და უპასუხო იქნება. ხელსაყრელი დროა კულინალური და ესთეტიკური ექსპერიმენტისთვის. სხვების გავლენით შეიძენთ დაუგეგმავ საყიდლებს.

თევზები - დღეს სრულად გამორიცხეთ მძიმე და უხეში სამუშაო. საკუთარი შესაძლებლობა გამოიჩინეთ ხელოვნების ან ესთეტიკის სფეროში. აღმოჩნდებით კარგი შუამავალი და გამოიჩენთ დიპლომატიურობას ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან ურთიერთობისას. თქვენი მომხიბვლელობა დაიპყრობს ბევრს, თუმცა ყოველთვის არ დაგიცავთ ხარვეზებისგან. მოერიდეთ სტრატეგიული შეცდომების დაშვებას, რაც მნიშვნელოვანი კარიერისთვის.

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews