ხვალის (21 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის » statusebi | საუკეთესო სტატუსები

statusebi » horoskopi » ხვალის (21 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (21 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 20-01-2012, 19:40, ნანახია: 320

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (21 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს გარემოება თქვენგან მოითხოვს დამატებით სერიოზულობას და პასუხისმგებლობას. წინასწარ შეადგინეთ ქცევის მკაცრი წესები, რათა მოულოდნელ მომენტში არ შეგხვდეთ შეზღუდვა, სწორად გაანაწილეთ არსებული ფინანსური სახსრები. სასიყვარულო საქმეებში ინტინქტებს და ილუზიებზე აყოლის ნაცვლად, სიტუაცია რეალისტურად შეაფასეთ.

კურო - საკუთარი ცხოვრების განახლების სურვილი წინააღმდეგობაში მოვა თქვენ თანდაყოლილ პრაქტიკულობას, თანმიმდევრულობასთან. მეორე ტენდენცია გადააჭარბებს პირველს და შეძლებთ თავი შეიკავოთ საზიანო გადაწყვეტილების მიღებისგან. დღეს შეძლებთ სწორი ტაქტიკის არჩევას სიყვარულში, მეგობრობაში, ამიტომ სწრაფად დაინახავთ საკუთარი საქციელის შედეგებს.

ტყუპები - დღეს პირველ პლანზე გადმოდის პრაქტიკულობის, ეკონომიურობის და უსაფრთხოების საკითხები, გარშემომყოფებთან ურთიერთობისას იმოქმედეთ ზუსტად განსაზღვრული სცენარით, რაც შეგმატებთ თავდაჯერებულობას. მოერიდეთ ინტიმურ ურთიერთობას, თუ პარტნიორის საიმედობაში არ ხართ დარწმუნებული. ამ შემთხვევაში თავშეკავებულობა და დროებითი ასკეტიზმი უმჯობესი იქნება, ვიდრე მაცდუნებელი თავგადასავალი უცნობი შედეგით.

კირჩხიბი - დღეს გააკონტროლეთ საკუთარი ემოციები და რეაქციები. მომავალი უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად დაიცავით გონივრული დისტანცია უსიამოვნო ადამიანებთან. სიმპატიურ ადამიანებთან კი დაამყარეთ სანდო ურთიერთობა, თუმცა უმჯობესია ინიციატივა მათგან მოდიოდეს. ცოლ-ქმრული ურთიერთობის გაძლიერებაში დაგეხმარებათ სექსუალური ლტოლვა.

ლომი - წინააღმდეგობრივი გარემოება ერთდროულად გიბიძგებთ ავანტიურისკენ და გააცივებთ თქვენ სიფიცხეს. სიფრთხილე და გაუბედაობა დაგიცავთ საზიანო ნაბიჯისგან, წინასწარ კარგად შეათვალიერებთ გარემოს. გადადეთ სასურველი კარდინალური ცვლილებების რეალიზება. ჯანმრთელობის გაკაჟებისთვის გამოიყენეთ დამზოგველი ზომები და დროში გამოცდილი საშუალებები.

ქალწული - დღეს საყვარელი ადამიანი სიამოვნებით გაატარებს თქვენთან დროს. დღეს აქტუალური იქნება თავაზიანობა კლასიკური გაგებით, ყველა სტანდარტული მიღებული რიტუალების დაცვით. თამამად გაეცით საჩუქრები და გამოტყდით სიყვარულში, თუმცა წინასწარ გათვალეთ საკუთარი მოქმედება. თქვენი თავშეკავებულობა კარგ შთაბეჭდილებას მოახდენს.

სასწორი - დღეს თქვენ თავისუფლებას შეზღუდავს ყოფითი პირობები ან რაიმე ოჯახური მოვლენა, შესაძლოა დაბალი ტონუსი და სწრაფი დაღლილობა. არ გამოეკიდოთ ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში არსებულ პრობლემებს და მოძებნეთ მასში დადებითი მომენტები. კარგი დროა ბინის დალაგების, ახალი დიზაინის არჩევისთვის.

ღრიანკალი - დღეს ან აქტიურად იცხოვრებთ ან მოიძიებთ ინფორმაციის ახალ საიმედო წყაროს სახლიდან გაუსვლელად. თუმცა ყველა თქვენ კავშირს და გადაადგილებას ექნება მიზანმიმართული ხასიათი. სასიყვარულო საქმეებში წარმატება განპირობებული იქნება ერთდროულად გულწრფელი გრძნობებით და პრაქტიკული გათვლებით. მიიღებთ საჩუქარს ნათესავებისგან, მოწვევას შეხვედრაზე ან წვეულებაზე.

მშვილდოსანი - საკუთარ თავს და ახლობლებს ცხოვრების სიამოვნებას ნუ წაართმევთ. თუმცა საკუთარი და სხვების ახირება აანაზღაურეთ ძირითადი კაპიტალის დაუზიანებლად. შეიძინეთ პროდუქტები და ნივთები სოლიდურ მაღაზიაში, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფასის და ხარისხის შესაბამისობას. თუ პრაქტიკული ხართ და აფასებთ საკუთარი შრომის შედეგებს, ადვილად მოძებნით სწორ გადაწყვეტილებას.

თხის რქა - ხელსაყრელი პერიოდი იქნება დილა. საღამოს კარგი პირობების მიუხედავად გამოიჩინეთ დაკვირვებულობა. კარგი დღეა მოკლე მოგზაურობის და გასეირნებისთვის, ახალი შენაძენისთვის, სტუმრად ვიზიტისთვის. ნუ შეუშინდებით დაჟინებულ სურვილებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აკვიატებულ იდეაში გადაიზრდება და გახდება პრობლემების ფარული წყარო.

მერწყული - საკუთარი თავის წარმოჩენის და გარშემომყოფებში ავტორიტეტის განმტკიცების სურვილს მუდმივად ხელს შეუშლის თავდაუჯერებლობა. ახალი გეგმების განხორციელება შეუძლებელი იქნება ცუდი განწყობის გამო. შესაძლოა გაგიჩნდეთ მნიშვნელოვანი საიდუმლო, რომლის გაზიარებაც არ გსურთ სხვა ადამიანებისთვის. გამოიჩინეთ დაკვირვებულობა და პრაქტიკულობა, მოერიდეთ ზედმეტ გულწრფელობას.

თევზები - დღეს არ შეგხვდებათ დაუძლეველი ბარიერი სურვილების შესრულებისას. ბევრ შემთხვევაში საკმარისი იქნება მხოლოდ ღიმილი ან რამდენიმე სიტყვა სხვების სულის გასალღობად. თუმცა სიტუაციისგან შეუძლებელს ნუ მოითხოვთ. გაითვალისწინეთ გარშემომყოფების გეგმები, პოტენციურად სახიფათო ადამიანებთან კი დაიკავეთ ფსიქოლოგიური დისტანცია.


ხვალის (21 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews