ხვალის (22 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის » statusebi | საუკეთესო სტატუსები

statusebi » horoskopi » ხვალის (22 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (22 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 21-01-2012, 23:13, ნანახია: 508

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (22 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს ამაო ურთიერთობის სიჭარბე ნეგატიურად აისახება თქვენ ფსიქიკაზე. მოერიდეთ დაბნეულობას და ქარაფშუტობას. კონცენტრირება გააკეთეთ ისეთ ურთიერთობაზე, რომელთაც მოაქვთ სიამოვნება და სარგებელი ერთდროულად. საკუთარი აზრები და ჩანაფიქრები ჩამოაყალიბეთ ზუსტად, არასწორი სიტყვები მნიშვნელოვნად შეამცირებს წარმატების შანსს.

კურო - დღეს გაგიჭირდებათ სასარგებლო ინფორმაციის გარეშე ყოფნა. ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაში დაგეხმარებათ მოგზაურობა ან ექსკურსია. საინტერესო წიგნის კითხვა გააფართოვებს თქვენ თვალსაწიერს და შეგიქმნით უფრო რეალურ წარმოდგენას სამყაროზე. კარგად დაგეგმილ მოქმედებასაც შესაძლოა ქონდეს გვერდითი შედეგები. მაგ. ჩაფიქრებული ურთიერთობის პროცესში შეიტყობთ უსიამოვნო სიახლეებს, რაც განწყობას გაგიფუჭებთ.

ტყუპები - ნაკლებად შესაფერისი დღეა ქარაფშუტული გართობისთვის. მოსალოდნელია პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. გადადეთ სასიყვარულო შეხვედრა, წვეულება, სტუმრად ვიზიტი. ვალდებულების გრძნობა და ასკეტიზმისკენ სწრაფვა უფრო ძლიერი იქნება ვიდრე თავისუფლების სიყვარული და დამოუკიდებლობა. კონცენტრირებას ნუ გააკეთებთ ცხოვრების სამწუხარო მხარეებზე, ნუ ეცდებით ყველაფრის და ყველას გაკონტროლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში დასვენება ტანჯვად გადაგექცევათ.

კირჩხიბი - გამოიჩინეთ მაქსიმალური დაკვირვებულობა, გააკონტროლეთ საკუთარი სიტყვები და არ დაუშვათ გრძნობების სპონტანური გამოხატვა. თქვენი უშუალობა ან სიმართლის თქმის მცდელობა არაადეკვატურად იქნება აღქმული. მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას ახლობლებთან, რადგან საქმე გრძნობების გაცივებით და განშორებითაც დასრულდება. მოკლე მოგზაურობა ან სხვა ერთობლივი საქმიანობა კი გაამყარებს კავშირს.

ლომი - თუ გსურთ კვირა დღე კარგად გაატაროთ, მოერიდეთ საქმიან დავიდარაბას. გამოიჩინეთ შრომისმოყვარეობა მხოლოდ აუცილებელ საკითხებში. მაგ. აღნიშნული თვისება გამოგადგებათ ხარჯების დაგეგმვის და საყიდლების არჩევისას. ჯანმრთელობის არასახარბიელო მდგომარეობისას ეკონომიას ნუ გააკეთებთ წამლებზე, თუმცა სუფთა ჰაერზე გასეირნებასაც ნუ დაივიწყებთ.

ქალწული - ხელსაყრელი მომენტია შემოქმედებითი პოტენციალის გახსნისთვის. ამ დროს მეტად აქტიური და კონტაქტური იქნებით, უფრო თავისუფლად წარმოაჩენთ საკუთარ განათლებას და გათვიცნობიერებულობას, ასევე ტექნიკურ და ლიტერატურულ შესაძლებლობას. სწორედ თქვენ მოგიწევთ წვეულების ან გასართობი ღონისძიების ჩატარების ორგანიზება, ამასთან ენერგიულობა დაგეხმარებათ ორგანიზაციული პრობლემების მოგვარებაში.

სასწორი - დღეს თქვენი ასკეტიზმი და თავშეკავებულობა იქნება როგორც ნებაყოფლობითი, ასევე იძულებითი. შესაძლოა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, შიშის და კომპლექსების გაჩენა. იხელმძღვანელებთ მოვალეობის, პასუხისმგებლობის გრძნობით. მოგიწევთ ოჯახის წევრების ნაკლთან ან ყოფით უხერხულობასთან შეგუება. შეინარჩუნეთ კავშირი სახლთან, რათა თავიდან აიცილოთ მარტოობის გრძნობა.

ღრიანკალი - დღეს კარგ შედეგებს მოიტანს შეუპოვრობა და მიზანსწრაფვა. მიიღებთ თქვენი მომავლისთვის მნიშვნელოვან შეტყობინებას. ხელსაყრელი დროა რეალურ თანამოაზრეებთან გაგების გაძლიერების და უწესრიგო ადამიანებთან ურთიერთობაზე უარის თქმისთვის. იაზროვნეთ კონსტრუქციულად, მიღებული ცოდნა გამოიყენეთ პრაქტიკაში. გზაში მოსალოდნელია შეფერხებები.

მშვილდოსანი - ფულის ხარჯვისას გაითვალისწინეთ რეალური შესაძლებლობა, რათა სახსრები სწორად გაანაწილოთ. ხელსაყრელი დროა ქონების გადახედვის და ძველი, არამოდური ნივთებისგან გათავისუფლებისთვის, გადადეთ გარდერობის განახლება, საჩუქრების და ფუფუნების საგნების შეძენა. დღეს სასურველია განტვირთვის დიეტა.

თხის რქა - დღეს თქვენთვის დამახასიათებელი იქნება დაძაბული აზროვნება და ინტენსიური ურთიერთობა. ამასთან დაინტერესდებით მხოლოდ ისეთი საკითხებით, რომელიც მიესადაგება თქვენ ჩვევებს და მოთხოვნილებას, ამიტომ ხშირად არ გაითვალისწინებთ სხვების მოსაზრებას. მიიღებთ შეტყობინებას ან საინტერესო წინადადებას შორს მყოფი ადამიანისგან. ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იქნება ზომიერი ფიზიკური დატვირთვა.

მერწყული - დღეს საჭიროა ბალანსის დამყარება საიდუმლოს და გულწრფელობას შორის. თანამოსაუბრის არასწორად არჩევით მოახდენთ საკუთარი თავის და მოსაზრებების დისკრეტირებას. მოგიწევთ მონაწილეობის მიღება სხვების პრობლემების მოგვარებაში, საიდუმლო ცნობების ან პრაქტიკული რჩევების გაზიარება. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოერიდეთ ხანგრძლივად ყოფნას დახურულ დაწესებულებას და უცნობ ადგილებში.

თევზები - დღეს ნებისმიერი საუბარი ჩაივლის პერსპექტივის, სამომავლო მიზნის გათვალისწინებით. წინასწარ გათვალეთ რა ეფექტს მოიტანს თქვენი სიტყვები. მიმოწერის ან შეხვედრის დანიშვნისას ნუ დახარჯავთ საკუთარ და სხვების დროს ამაოდ, რადგან დრო არასაკმარისი იქნება. თუ მეუღლე აგრესიულად არის განწყობილი და თავს არიდებს პირდაპირ კონტაქტს, დახმარებისთვის მიმართეთ საერთო მეგობარს.


ხვალის (22 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews