ხვალის (23 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის » statusebi | საუკეთესო სტატუსები

statusebi » horoskopi » ხვალის (23 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (23 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 23-01-2012, 19:59, ნანახია: 225

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (23 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - გარემოება გიბიძგებთ მომავალ პერსპექტივაზე ფიქრისკენ. გაგიჩნდებათ სწრაფვა მეგობრების ძიების და არაფორმალურ საზოგადოებაში შესვლისკენ. გაძლიერდება ინტერესი უახლოესი სოციალური, სამეცნიერო ან პოლიტიკური ტენდენციების მიმართ. გაითვალისწინეთ, რომ ორიგინალური ჩანაფიქრების რეალიზებისთვის დაგჭირდებათ არამარტო შემართება, არამედ სოლიდური დაფინანსება.

კურო - დღეს შესაძლოა კარდინალური ცვლილებები თქვენ კარიერას ან ოჯახურ ცხოვრებაში. გაგიჩნდებათ ახალი გეგმები, რომელთა რეალიზებას დასჭირდება მეგობრული მხარდაჭერა. მოერიდეთ ზედმეტ თავდაჯერებულობას, საკუთარი ნიჭის და ღირსების გადაჭარბებულად შეფასებას. ხელსაყრელი მომენტია ძველი სტერეოტიპებისგან გათავისუფლების და მუშაობის ახალი პროგრესული მეთოდების ათვისებისთვის.

ტყუპები - დღეს გჭირდებათ თანამოაზრეები, რომლებიც იზიარებენ თქვენ ცხოვრებისეულ პოზიციას. თუმცა ახალი მეგობრები ან ორიგინალური მოსაზრებები არ მოეწონება თქვენ მუდმივ პარტნიორს. შესანიშნავი მომენტია ახალი ჩანაფიქრებისთვის, მათ უმრავლესობა წარმატებული იქნება. არ მოისურვებთ გატკეპნილი გზით სიარულს და დაისახავთ ზეამოცანას, რომლის შესრულება დაკავშირებული იქნება ფარულ სირთულეებთან.

კირჩხიბი - დღევანდელი მოვლენები ფიზიკურ საფრთხეს არ შეიცავს, თუმცა ზოგიერთი ურთიერთობა კრიტიკული აღმოჩნდება. სწორედ დღეს იტყვით უარს ძველ გეგმებზე და კარდინალურად შეცვლით საკუთარ ჩანაფიქრს. მოგიწევთ დაფიქრება ახალ მრჩეველს, ინვესტორს ან მფარველზე, ამასთან მეგობრობას, ფულს და მორალთან დაკავშირებული ნიუანსები მჭიდროდ იქნება ერთმანეთში გადახლართული.

ლომი - დღეს მოულოდნელი და შეუქცევადი ცვლილებები მოხდება ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ან მეგობრულ კოლექტივში. მოსალოდნელია კარიერული წინსვლა, თუმცა ის დაკავშირებული იქნება კონკურენციასთან. მზად იქნებით ექსტრავაგანტული ავანტიურისთვის პირადული პოპულარობის ან ბრწყინვალე კარიერის გამო. წარმატების გამყარებისთვის საკუთარ თავს სხვა ადამიანების თვალებით შეხედეთ და გაუფრთხილდით საკუთარ რეპუტაციას.

ქალწული - დღეს არსებობს ცვლილების ალბათობა დღის ჩვეულ განრიგში ან მოქმედების ძველ მეთოდებში. თუ ოცნებობთ თანამდებობრივ წინსვლას ან მუშაობის უფრო ფართო ფრონტზე, ხელიდან არ გაუშვათ შანსი. მზად იყავით დამატებითი განათლების მისაღებად ან შორეულ მივლინებაში წასასვლელად. ნუ იჩქარებთ მკურნალობის ახალი სქემის დაწყებას, რადგან ექსპერიმენტი ძვირადღირებული იქნება.

სასწორი - დღეს გაგიჩნდებათ შემართების ორიგინალური წყარო. მოსალოდნელია საიმედო ცვლილებები მეგობრულ ურთიერთობაში, სასიყვარულო საქმეებში, დასვენების გეგმებში. თამამად დაიწყეთ არატრივიალური და პერსპექტიული საქმიანობა. შესანიშნავი დროა სარეკლამო კამპანიის დაწყებისთვის.

ღრიანკალი - შინაურების საქციელი მოულოდნელი იქნება თქვენთვის. ოჯახის წევრები თქვენ გარეშე იმოქმედებენ და თქვენ ფაქტის წინაშე დაგაყენებენ. საცხოვრებლის კარდინალური ცვლილების დაწყებამდე საკუთარი მოთხოვნილება შეუთანხმეთ მატერიალურ შესაძლებლობას. მოგიწევთ ფინანსური დახმარების თხოვნა მეუღლისთვის.

მშვილდოსანი - დაფიქრდით უფრო პრესტიჟულ თანამდებობას ან პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ამასთან დაკავშირებით გაგიჩნდებათ დამატებითი დატვირთვა, მაგ. მოგიწევთ მეტი მუშაობა კომპიუტერთან ან ხშირი შეხვედრა ადამიანებთან, რომლებიც დაკავებული არიან სარეკლამო ან საშუამავლო საქმიანობით. დაუგეგმავი ცვლილებები მოხდება ნათესაურ გარემოში ან მეგობრულ კომპანიაში.

თხის რქა - ნუ შეუშინდებით ექსპერიმენტებს ფინანსურ საქმეებში და გამოიჩინეთ დაკვირვებულობა შემოსავლის ახალი წყაროს ძიებისას. შესანიშნავი მომენტია პერსპექტიული მიმართულებით საქმიანობისთვის. თანდაყოლილი ჯანსაღი აზრი გიკარნახებთ სწორ გადაწყვეტილებას და დაშვებული საზღვრის გადალახვის შესაძლებლობას არ მოგცემთ. მოერიდეთ კრედიტის აღებას და ბანკში ანგარიშის გახსნას.

მერწყული - დღევანდელი მოვლენები დაგეხმარებათ გამოუყენებლი პირადული პოტენციალის გაცნობიერებას და იმის მიხვედრაში, რომ უფრო მეტს იმსახურებთ. მნიშვნელოვანი განახლება მოსალოდნელია პირადულ საქმეებში, ყოფაში, სამომავლო გეგმებში, მეგობრულ ან ნათესაურ გარემოში. აღმოჩნდებით საყოველთაო ყურადღების ცენტრში. მოერიდეთ თვითკმაყოფილებას, ზედმეტ ამბიციურობას, სიხარბეს და სიუხვეს.

თევზები - თქვენი ბუნებრივი სურვილი განაახლოთ თანამოაზრეების წრე შეუმჩნევლად გადაიზრდება კეთილ ჯადოქართან ნაცნობობაში, რომელიც მზად იქნება თქვენი ნებისმიერი ახირების ასრულებისთვის. მიგიზიდავთ უცნობ კომპანიაში ყოფნა ან მსხვილ ავანტიურაში მონაწილეობა. გაავლეთ ხაზი ფანტაზიას და რეალობას შორის, ნუ გამოეკიდებით პრესტიჟს, წინააღმდეგ შემთხვევაში გახდებით შარლატანების და მატყუარების მსხვერპლი.


ხვალის (23 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews