ხვალის (24 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის » statusebi | საუკეთესო სტატუსები

statusebi » horoskopi » ხვალის (24 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (24 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 23-01-2012, 20:04, ნანახია: 414

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (24 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - მეგობრებთან ურთიერთობა ნამდვილი განტვირთვა იქნება. ძველ მეგობარს შეგიძლიათ ანდოთ სანუკვარი ჩანაფიქრების, ის შესანიშნავად გაგიგებთ, ახალი თანამოაზრეებისთვის არ ღირს მიმდინარე პრობლემების გაზიარება, განსაკუთრებით დეტალებში, ასევე მათთვის დახმარების თხოვნა. გააცანით მათ სამომავლო გეგმები და მოლოდინი, რაც გაადვილებს საერთო ენის გამონახვას.

კურო - თქვენი მიზანსწრაფულობა კარგ შედეგს მოიტანს, თუ დამატებით აირჩევთ ქცევის სწორ მანერას. მოიქეცით გახსნილად და უშუალოდ, რაც ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი გზაა სასურველის მისაღწევად. შეინარჩუნეთ კავშირი ძველ მეგობრებთან, თუმცა განავითარეთ ურთიერთობა ხელახლა შეძენილ თანამოაზრეებთანაც. უარი არ თქვათ კოლექტიურ ექსპერიმენტში მონაწილეობაზე.

ტყუპები - დღეს ადვილად გამოგივათ ექსპერიმენტები. ხელსაყრელი დროა ახალი პროექტის დაწყებისთვის, განსაკუთრებით თანამოაზრეების გუნდთან ერთად. თუ ენდობით მეგობრებს, ლიდერობა მათ გადაულოცეთ. მოცემულ მომენტში მზად არ ხართ აქტიურად ჩაერთოთ საერთო საქმეში. წარმატებული იქნება წამოწყებები, რომელიც დაკავშირებულია უმაღლეს განათლებას, მოგზაურობას, პროგრამირებას, მეცნიერებას, ასტროლოგიასთან.

კირჩხიბი - დღეს თქვენთვის საინტერესო იქნება ჯგუფური ფსიქოლოგია ან კოლექტივის დაუწერელი წესები. ბევრ გადაწყვეტილებას უფრო ადვილად მიიღება სხვა ადამიანებთან ერთად და არა მარტო. შეუფერებელი მომენტია ახალი ინდივიდუალური წამოწყებისთვის, რადგან ეს შესაძლოა პრობლემების წყარო გახდეს. ხელსაყრელი დროა ჩვევების შეცვლისთვის, მათ შორის ყოფით და ინტიმურ სფეროში.

ლომი - მნიშვნელოვნად გაიზრდება აღიარების და პოპულარობის თქვენი მოთხოვნილება, ის სრულად განსაზღვრავს თქვენ საქციელს. თუ არ შეეწინააღმდეგებით სხვა ადამიანებს, უფრო მეტიც იცხოვრებთ საერთო გეგმებით და ჩანაფიქრებით, ადვილად მიაღწევთ დასახულ მიზნებს. ცოლ-ქმრულ ცხოვრებაში დამატებითი გამაერთიანებელი ფაქტორი იქნება ერთობლივი არატრივიალური გართობის ან საერთო მეგობრების არსებობა.

ქალწული - ნუ იჩქარებთ წარსულის კარის გამოხურვას. კონცენტრირება გააკეთეთ დაწყებულ ან შესრულებულ საქმეებში დაშვებულ შეცდომებზე, გაერკვიეთ, რა გიშლით ხელს თავისუფლად წინსვლაში. მოულოდნელად დაუბრუნდებით ძველი ინსტრუმენტების, კომპიუტერული პროგრამის ან მუშაობის მეთოდების გამოყენებას. მოსალოდნელია ძველი დაავადების გამწვავება, თავს შეგახსენებთ ძველი ტრავმის შედეგები.

სასწორი - შესანიშნავი პირობები იქმნება არაფორმალურ სტილში მუშაობისთვის. დამოუკიდებელი თავისუფალი საქმიანობის მართვას შეძლებთ თუ ჩვეულ განრიგში შეიტანეთ ორიგინალურობას. ხელსაყრელი დროა მეგობრების წრეში დასვენებისთვის, კოლექტიურ ექსპერიმენტში ან კორპორატიულ წვეულებაში მონაწილეობისთვის.

ღრიანკალი - გარემოება ხელს შეუწყობს თავდაპირველ წყაროსთან დაბრუნებას და მოვლენების რეალური მიზეზების ძიებას. ცხოვრების მოძველებული სტილის ან მობეზრებული ურთიერთობის განახლება მოგიწევთ ძველი საქმეების დასრულების და ძველი გეგმების გადაფასების შემდეგ. ნუ იჩქარებთ რეალობაში ორიგინალური ჩანაფიქრების, მათ შორის კოლექტიურის განხორციელებას. რადგან მათ დასჭირდებათ კორექტირება, განსაკუთრებით დეტალებში.

მშვილდოსანი - თქვენი შეფი ან კოლეგა მოულოდნელად შეცვლის გადაწყვეტილებას. დასრულებული საქმე კვლავ დადგება დღის წესრიგში. გაურკვეველი დროით მოგიწევთ შემოქმედებითი გეგმების რეალიზების გადადება. მარცხის მიზეზი ეძებეთ წვრილმანებში და დეტალებში, მაგ.: მცდარ საქმიან სტრატეგიაში. მეგობართან ან ნათესავთან ურთიერთობა დაგეხმარებათ ოპტიმიზმის და სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში.

თხის რქა - მოერიდეთ რუტინაში ჩაფლობას, გამოიყენეთ ნებისმიერი შესაძლებლობა რათა გამოცადოთ არასტანდარტული შეგრძნებები. მაგ. გაამრავალფეროვნეთ მენიუ, შეხვდით ორიგინალურ პიროვნებებს, შეიძინეთ ახალი ტანსაცმელი, აუცილებელი ცნობები მოიძიეთ საძიებო სისტემის მეშვეობით. ოჯახური პრობლემების სწრაფად მოგვარების და უცხოური კონტაქტების დაჩქარების იმედი ნუ გექნებათ.

მერწყული - დღეს ნაკლებად გაგიკვირდებათ მოვლენების მოულოდნელი ცვლილება, რადგან წინასწარ იგრძნობთ ბევრ ტენდენციას საკუთარ და სხვების ცხოვრებაში. თქვენი მანერები, ჩანაფიქრი და შეხედულება დამოკიდებული იქნება ოჯახურ საქმეებს და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. კარიერას, სამსახურს, მკურნალობას, გადასახადების გადახდას, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმეებში მოსალოდნელია იძულებითი პაუზა.

თევზები - მოერიდეთ წინა პლანზე აქტიურად სწრაფვას. საკუთარი განცდები და ფიქრები გაუზიარეთ მხოლოდ ახლობლებს, თქვენი შინაგან სამყაროს ცნობისმოყვარე პუბლიკის კუთვნილებად ნუ გახდით. ხელსაყრელი დროა ინტენსიური სატელეფონო კავშირის და ელექტრონული მიმოწერისთვის, პარტნიორულ კონტაქტებში, მაგ. ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში, მზად იყავით ძველი პრობლემების დაბრუნებისთვის, რომელიც სრულად ამოწურული გეგონათ.


ხვალის (24 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews