ხვალის (25 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის » statusebi | საუკეთესო სტატუსები

statusebi » horoskopi » ხვალის (25 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (25 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 24-01-2012, 23:32, ნანახია: 537

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (25 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - სხვა ადამიანებთან მჭიდრო ურთიერთობა მეტად პროდუქტიული იქნება შუადღისას. ამ პერიოდში თანამოაზრეები უსიტყვოდ გაგიგებენ, მუდმივი პარტნიორთან კი დაგაკავშირებთ საერთო გრძელვადიანი მიზნები. დღის მეორე ნახევარში გაზრდილი ემოციურობა ხელს შეგიშლით სიტუაციის ზუსტად შეფასებაში. საღამო გაატარეთ მშვიდ და მყუდრო გარემოში.

კურო - დღის პირველ ნახევარში გააკონტროლეთ ემოციები, რათა უფრო მეტად არ დაიბნეთ. ამ დროს უნდა გააკეთოთ დასკვნები და დაკავდეთ ანალიტიკური საქმიანობით. საღამოს საათებში უპირატესობა მიანიჭეთ რომანტიკულ ურთიერთობას ან თავისუფალ საქმიანობას. დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ მეგობრული ვიზიტი. მოსალოდნელია თავშესაქცევი თანხვედრა, რომელიც ხელს შეუწყობს უჩვეულო სურვილების ასრულებას.

ტყუპები - დღის დასაწყისში თქვენთვის მაშველი რგოლი იქნება თანამოაზრეების საზოგადოება, პროფესიული გამოცდილება ან შეხედულებების სისტემა. დღის მეორე ნახევარში გაგიჩნდებათ მომხიბვლელი გეგმა, თუმცა მისი რეალიზება გაურკვევლობასთან იქნება დაკავშირებული. აღმოაჩენთ, რომ გამოძებნეთ პრობლემების მოგვარების მახვილგონივრული მეთოდი. მოერიდეთ ილუზიების აყოლას.

კირჩხიბი - დილით არ დაარღვიოთ წესები და იმოქმედეთ გარშემომყოფების მოთხოვნილების შესაბამისად. მოკრძალებულობა და მორჩილება ანაზღაურდება სერიოზული პრობლემების უქონლობით და დაზოგილი ენერგიით. დღის მეორე ნახევარში შეიქმნება თქვენთვის ხელსაყრელი გარემოება, ხელიდან არ გაუშვათ მომგებიანი შანსი. გაგეხსნებათ მეორე სუნთქვა ან გაგიჩნდებათ სასიამოვნო ალტერნატიული შესაძლებლობა, მიიღებთ საჩუქარს.

ლომი - დილით სხვა ადამიანებთან ურთიერთობას მხოლოდ ნდობაზე ნუ ააგებთ. ეცადეთ გაამყაროთ მიღწეული მდგომარეობა და სიცხადე შეიტანოთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებაში. ნაშუადღევს თქვენ საქციელს წარმართავს რომანტიკული გრძნობა ან გაზრდილი ფინანსური მოთხოვნილებები. ინტიმური ცხოვრება კმაყოფილებას არ მოგიტანთ ემოციური სიახლოვის და სრული ურთიერთგაგების გარეშე.

ქალწული - საპასუხისმგებლო საქმე დილით დაგეგმეთ. ამასთან ახალი კვლევის ან უნიკალური ექსპერიმენტის ჩატარებისას არ გადაუხვიოთ მოქმედების სტანდარტულ პროგრამას. დღის ბოლოს პირადული ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანი გახდება, ვიდრე სამსახურებრივი და პროფესიული პრობლემები. მეორე ნახევრის ერთგულებაში ეჭვს ნუ შეიტანთ, რადგან მისი უცნაურობის უკან იმალება რაიმე სულელური განზრახვა.

სასწორი - საკუთარი დროის დამოუკიდებლად მართვის და დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის, ადრიანად ადექით და მნიშვნელოვანი საქმე დაასრულეთ დღის პირველ ნახევარში. სწორედ ამ დროს იმოქმედებთ მოხერხებულ რიტმსა და სტილში. დღის მეორე ნახევარში გახდებით მდგომარეობაზე დამოკიდებული. შესაძლოა ამით გარკვეული სარგებელიც ნახოთ.

ღრიანკალი - დღის პირველ ნახევარში მუდმივად გახსოვდეთ სხვა ადამიანების წინაშე არსებული მოვალეობა, ორიგინალურობისკენ და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა შეუთავსეთ პასუხისმგებლობას და წესრიგიანობას. ნუ წახვალთ ოჯახური ან ეროვნული ტრადიციების წინააღმდეგს. საღამოს მიიღებთ თავისუფლებას დათმობის გამო. შესანიშნავი დროა პაემნის, კონცერტზე წასვლის, სტუმრად ვიზიტისთვის.

მშვილდოსანი - პროფესიული თვისებები და პროგრესული შეხედულება წარმოაჩინეთ დღის პირველ ნახევარში. საკუთარი საქმის ღრმა რწმენა ხელსაყრელად შეუთავსდება საქმიანი ან ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვებას. საღამოს საათები გაატარეთ ოჯახურ გარემოში. ხელსაყრელი დროა მშობლებთან ურთიერთობის, ოჯახური ვახშმის, ასევე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ღონისძიებისთვის.

თხის რქა - საქმეები, რომელიც მოითხოვს მობილიზებას და პასუხისმგებლობას, ასევე მიუკერძოებლობას, დაგეგმეთ დილით. ხელსაყრელი მომენტია ფაქტების სისტემატიზირების, ანალიტიკური მუშაობის, დაგეგმვის ან დასკვნების გაკეთებისთვის. გამოიჩინეთ ეკონომიურობა ხარჯებში და თავშეკავებულობა კვებაში. დღის მეორე ნახევარში დროა განიტვირთოთ, სასიამოვნო ურთიერთობის დაკავდით.

მერწყული - დილა ხელსაყრელია სურვილების შესრულებისთვის. შესაძლოა სანუკვარი ოცნების ასრულება. საღამოს გაგიჩნდებათ გურმანის და დეგუსტატორის უნარები, ასევე ინტერესი უცხოური სამზარეულოს კერძების მიმართ. თუმცა უფრო მოსალოდნელია, რომ ნებისმიერ დელიკატესს ამჯობინებთ ტრადიციულ ოჯახურ კერძს.

თევზები - დილა ხელსაყრელი პერიოდია პრივატული შეხვედრის, მობილიზებული მუშაობისთვის. მომხიბვლელად მოგეჩვენებათ მედიტაციის, ფოტოგრაფიით დაკავებით, ინტერნეტ-სივრცეში გასეირნების იდეა. დღის მეორე ნახევარი თამამად დაუთმეთ საკუთარი პრობლემების მოგვარებას, მათ შორის სასიყვარულო და ფინანსური სახის. მოსალოდნელია საჩუქრის ან ბონუსის მიღება.


ხვალის (25 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews