ხვალის (26 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის » statusebi | საუკეთესო სტატუსები

statusebi » horoskopi » ხვალის (26 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (26 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 25-01-2012, 23:32, ნანახია: 334

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (26 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - ნებისმიერი ურთიერთობა სავსე იქნება უხილავი ბარიერებით, რომელთა გვერდის ავლა დიდი ხელოვნება იქნება. რომანტიკული განცდები თქვენ პირადულ საქმედ უნდა დარჩეს და მას სამსახურებრივ საქმეებში ნუ აურევთ. მოერიდეთ სხვების საიდუმლოს გახსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოიხვეჭთ სკანდალური და არაპატიოსანი ადამიანის სახელს, რომელთანაც საქმის დაჭერა სახიფათო იქნება.

კურო - მოულოდნელობა და ზედმეტობა მხოლოდ მცირე დოზებით არის მისაღები, ზომიერების მიღმა ისინი პრობლემებს შეგიქმნით. ყველა საქმეში შეინარჩუნეთ ოქროს შუალედი და დროულად შეჩერდით. შესაძლოა მეგობრებმა ან საყვარელმა ადამიანმა ჩაგითრიონ თავგადასავალში. რომანტიკული ან ინტიმური ურთიერთობის სტილის ცვლილება ჩათვალეთ ექსპერიმენტად, რომლის შედეგი ჯერჯერობით უცნობია.

ტყუპები - საქმიანი მიღწევები და პირადული წარმატება დამოკიდებულია გრძნობების მართვის უნარზე. თუ სასიყვარულო განცდები ან ყოფითი პრობლემები ხელს გიშლიან მოვალეობის შესრულებაში, ეცადეთ დროულად გაავლოთ ხაზი ვალდებულებას და პირადულ ცხოვრებას შორის. კარიერული წინსვლის შესაძლებლობის გამო მოგიწევთ გადახდა, როგორც გადატანითი, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით.

კირჩხიბი - დღეს წარმატება გელოდებათ სახლიდან მოშორებით ან ჰარმონიული საქმიანობისას. თქვენი მომხიბვლელობა ხელს შეუწყობს მსუბუქ წარმატებას. შესანიშნავი დროა მუსიკით, ფსიქოლოგიით, მხატვრობით დაკავებისთვის. დაესწარით საეკლესიო მსახურებას, მოიხიბლებით რელიგიური რიტუალების სილამაზით.

ლომი - თავი შეიკავეთ ავანტიურისგან, თუ დარწმუნებული არ ხართ საბოლოო შედეგში. თუ არ შეგიძლიათ მძაფრი შეგრძნების გარეშე, ფსონზე ყველაფერს ნუ ჩამოხვალთ. მოსალოდნელია მტკივნეული იმედგაცრუება, რომელიც დაკავშირებულია ერთობლივი რესურსების და საერთო ბიზნესის მართვასთან, ასევე სასიყვარულო და სექსუალური ურთიერთობის ნიუანსებთან. მოერიდეთ გეგმების დასახვას, რადგან ისინი ნაკარნახევი იქნება ემოციებით.

ქალწული - სხვა ადამიანებთან მშვიდი ურთიერთობის დამყარება დამოკიდებულია თქვენზე. ცოლ-ქმრულ და სასიყვარულო ურთიერთობისას გამოიჩინეთ დელიკატურობა და სიმართლე მხოლოდ გარდაუვალ შემთხვევაში განაცხადეთ. გაიხსენეთ შეცდომები თქვენთვის და არა შეახსენოთ ის მეორე ნახევარს, რადგან სასიყვარულო კავშირში გაჩნდება ბზარი, რომლის შევსება გაგიჭირდებათ. მოერიდეთ შურს და ეჭვიანობა, რაც ურთიერთობისთვის დამანგრეველი იქნება.

სასწორი - კოლეგებთან შეინარჩუნეთ მშვიდი ურთიერთობა. სხვა ადამიანების მოთხოვნილების გაგებაში დაგეხმარებათ ინტუიცია და მეტოქეობის უნარი. არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენ მიერ გაწეული დახმარება გაუგებრობას და კრიტიკას შეხვდება. შესაძლოა რომ საწყენ სიტყვებში სიმართლის მარცვალიც ერიოს. ნაკლებად ხელსაყრელი მომენტია საქმიანი ინტრიგების, ახალი წამოწყების, ქირურგიული მკურნალობის, შემოსავლის ძიებისთვის.

ღრიანკალი - დღეს კარგად გაერკვევით გარემოში და მოძებნით გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან. მაგ. სურვილის შემთხვევაში შეძლებთ საქმის და გრძნობების ერთმანეთთან შეთავსებას. შესანიშნავი დროა რომანტიკული და სექსუალური ურთიერთობის განვითარების, ასევე შემოქმედებითი შესაძლებლობის თავისუფლად გამოვლენისთვის. ბობოქარი სასიყვარულო თავგადასავლის წყურვილი გახდება საქმიანი შეცდომის მიზეზი, თუმცა საკუთარ საქციელს არ ინანებთ.

მშვილდოსანი - ყოფის კეთილმოწყობის ან ოჯახში სიმშვიდის დამყარების მცდელობა იდეალურ შედეგებს არ მოიტანს და ბევრ ძალას წაგართმევთ. წინასწარ განსაზღვრეთ რა უფრო მნიშვნელოვანია კარიერა თუ ოჯახური სიტუაცია, და ტაქტიკაც განაწილებული პრიორიტეტის მიხედვით აირჩიეთ. თუ გსურთ ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე მუშაობა, გააკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ გაღიზიანებას, ეჭვიანობას, აკურატულად წარმართეთ ფინანსური საქმეები.

თხის რქა - წარმატებული დღე იქნება, თუ კონცენტრირებას არ გააკეთებთ ნეგატიურ განცდებზე. გზაში გარანტირებული გექნებათ კარგი კომპანია. ლირიკული ან რომანტიკული საგზაო შთაბეჭდილება ხანგრძლივად დაგრჩებათ გონებაში რაიმე სამახსოვრო დეტალების გამო. თამამად მიიღეთ მიწვევა პაემანზე ან სტუმრად. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ გარშემომყოფები მგრძნობიარე, აგრესიული და ემოციურები იქნებიან.

მერწყული - ოფლით გამომუშავებული ფულის ხარჯვისას ყურადღება მიაქციეთ მის გარეგნულ სახეს და ფარულ დეფექტებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ გსურთ საჩუქრის პოვნა და ძვირფასს ადამიანზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენა. გამოიჩინეთ დამატებითი სიფრთხილე წამლების მიღების ან შეძენისას. მოერიდეთ ფულის გასესხებას, ფინანსური პროექტების დაწყებას, შემოსავლის გაზრდის მიზნის ახალი სამუშაოს ძიებას.

თევზები - თამამად განავითარეთ მუსიკალური, მხატვრული, დიზაინერული ნიჭი. ნუ განიცდით, თუ ყველა წვრილმანზე გაკრიტიკებენ. ეს შურის ან ეჭვიანობის ნიშანი იქნება, რაც ამტკიცებს თქვენ უპირატესობას, თქვენი მომხიბვლელობა და სილამაზე საპირისპირო სქესის წარმომადგენლების თვალში გამოიწვევს რიგ პრობლემებს. ჰორიზონტზე გამოჩნდება ყოფილი სიმპატია.


ხვალის (26 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews