ხვალის (30 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის » statusebi | საუკეთესო სტატუსები

statusebi » horoskopi » ხვალის (30 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (30 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 29-01-2012, 11:45, ნანახია: 359

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (30 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღის დასაწყისში მოსალოდნელია ცუდი განწყობა ან ჯანმრთელობის მდგომარეობა. აპრილის შუა რიცხვებში დაბადებულები უნდა მოერიდონ დეპრესიულ მდგომარეობას. დღის განმავლობაში საქმეები ნელ-ნელა მოგვარდება. გაგიჩნდებათ ახალი პერსპექტივა მატერიალურ სფეროში, შესაძლებელი გახდება წარმატებული შენაძენის გაკეთება. მოაწესრიგეთ ფინანსური დოკუმენტები და გამოიჩინეთ ყურადღება საგადახდო ოპერაციების შესრულებისას, რათა ფული უაზროდ არ გაგეფანტოთ.

კურო - დილით თქვენთვის ხელსაყრელი გარემოება შეიქმნება. ნუ იჩქარებთ საქმეში ჩართვას, დაელოდეთ შუადღეს. ამ დროს გაგიჩნდებათ ახალი პერსპექტივები. მოგიწევთ საკუთარი განათლების ან კომპიუტერული პროგრამის ცოდნის გამოვლენა. მოერიდეთ უხვსიტყვიანობას, ნერვიულობას, აუხსნელის ახსნას, რადგან დახარჯავთ საჭიროზე მეტ ენერგიას.

ტყუპები - დილით თავი შეიკავეთ გეგმების დასახვისგან. დღის მეორე ნახევარში ყურადღება დაუთმეთ ფინანსირების და სახსრების დაგროვების საკითხებს. თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება უმაღლესი განათლების მიღებას, შორეულ მოგზაურობას, უცხოური ენის ან ჩვევების შესწავლასთან დაკავშირებული საქმეები. მიიღებთ შეტყობინებას უცხოეთიდან. ბევრ ძალას წაგართმევთ თანამოაზრეებთან, უცხოელეთან, მოსწავლეებთან ან მასწავლებლებთან ურთიერთობა.

კირჩხიბი - დილის საათების განწყობა ნაკლებად ოპტიმისტური იქნება, დარჩით ჩრდილში. დღის მეორე ნახევარში გელოდებათ ახალი ნაცნობობა, საინტერესო ურთიერთობა, შემეცნებითი მოგზაურობა ან სიახლეების სიჭარბე. მეტად მნიშვნელოვანი იქნება კონტაქტი მეგობრებთან, შინაურებთან, სპონსორებთან, მასწავლებლებთან, ავტორიტეტულ ადამიანებთან. მეტად ინტენსიური იქნება ქსელური ურთიერთობა.

ლომი - კარიერის და პროფესიული რეალიზების საკითხები მეტად მნიშვნელოვანი გახდება. ასევე აქტუალური იქნება შემოსავალთან დაკავშირებული თემები. ხელფასის საკითხი უფროსობის აზრის პირდაპირ პროპორციული იქნება. თქვენი პიროვნული თვისებები ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე საქმიანი. შემოსავლიანი თანამდებობის მისაღებად დაგჭირდებათ არამარტო განათლება, არამედ განსაზღვრული შეხედულება და ურთიერთობის წრე.

ქალწული - შუადღისას ელოდეთ ჭკვიანურ აზრებს და საინტერესო წინადადებას. დღის მეორე ნახევარი დაუთმეთ სასარგებლო ინფორმაციის შესწავლას, შრომის ახალი ინსტრუმენტების ათვისებას, თანამოაზრეების ფართო წრესთან ურთიერთობას. თვალყური ადევნეთ სიახლეებს თქვენი საქმიანობის სფეროში. მოგიწევთ კურსებზე ჩაწერა ან სამეცნიერო კონფერენციაზე ვიზიტი. კარგი დროა კომპიუტერთან და ქსელში მუშაობისთვის.

სასწორი - დღის დასაწყისში არ აყვეთ პესიმისტურ განწყობას, რადგან ნაშუადღევს ის აუცილებლად გაქრება. დღის მეორე ნახევარში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ერთობლივი ფინანსური საქმიანობის ასპექტებს. ამ დროს დაგჭირდებათ წვდომა ვირტუალურ საბანკო ანგარიშებთან, პარტნიორულ ან ცოლ-ქმრულ ბიუჯეტთან. აქტუალური გახდება მსხვილ აქციონირებას და დაკრედიტებასთან დაკავშირებული საკითხები.

ღრიანკალი - მუდმივი პარტნიორი თქვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება, რადგან გაგიწევთ სპონსორობას, მფარველობას ან მასწავლებლობას. თუ თქვენ გეგმებში შედის მისგან რაიმე პრაქტიკული შედეგის მიღება, დაუყონებლივ მიიღეთ მისი თამაშის პირობები. ურთიერთობა გადაიზრდება დაინტერესებული დიალოგის ფორმაში.

მშვილდოსანი - თქვენი თანამდებობრივი უფლებამოსილების სიაში გაჩნდება ახალი პუნქტები, მოგიწევთ გარშემომყოფების ინფორმირება, კლიენტებთან მუშაობა, პრესასთან კონტაქტი. მუშაობის პროცესში აქტიურად ამოქმედდება თქვენი ორატორული და შუამავლის ნიჭი, საქმიანი და პირადული კავშირები, კომპიუტერული ჩვევები. მოერიდეთ დაბნეულობას და ლაყბობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღწევებს ჩაანაცვლებს შეცდომები.

თხის რქა - დღის დასაწყისში მოსალოდნელია ზოგადი ტონუსის შემცირება, რასაც ყურადღებას ნუ მიაქცევთ, რადგან ნაშუადღევს დაგავიწყდებათ უსიამოვნება. დღის მეორე ნახევარი შესანიშნავი დროა დასვენების დაგეგმვას, შემოქმედებით საქმიანობას, სასიყვარულო საქმეებთან დაკავშირებული წამოწყებებისთვის. მეტად ინერვიულებთ დაწყებული ღონისძიების მომგებიანობის გამო. აკურატულად გამოიყენეთ ელექტრონული გადახდის სისტემები.

მერწყული - პირადად მოგიწევთ მონაწილეობის მიღება ყოფის ორგანიზებას ან ოჯახური პრობლემების მოგვარებაში. ხელსაყრელი მომენტია საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის. სხვაგან გადასვლა კი დავიდარაბასთან იქნება დაკავშირებული, ოჯახის წევრებთან საუბრისას გამონახეთ კომპრომისი თქვენსა და მათ მოთხოვნილებას შორის. საკუთარი არგუმენტების სიჭარბის მიუხედავად, გაითვალისწინეთ ტრადიციები და მშობლის ავტორიტეტი.

თევზები - ხელსაყრელი დროა სწავლის, მიმოწერის, უცხოურ ენაში პრაქტიკის, მოთხოვნა-მიწოდების შესწავლისთვის. შესაძლოა მოულოდნელი გადაადგილება, შეხვედრა, ცნობა, დაუგეგმავი სასარგებლო შენაძენი. მდიდარი შესაძლებლობიდან აირჩიეთ ყველაზე საიმედო და მომგებიანი კავშირები. დროულად შეამოწმეთ ჩეკები და სხვა საგადახდო დოკუმენტები. გამოიჩინეთ ყურადღება ელექტრონულ ვალუტასთან მიმართებაში.


ხვალის (30 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews