ხვალის (31 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის » statusebi | საუკეთესო სტატუსები

statusebi » horoskopi » ხვალის (31 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (31 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 30-01-2012, 13:04, ნანახია: 283

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (31 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს მეტად მნიშვნელოვანია მატერიალური მდგომარეობის სტაბილიზებას და ოპტიმიზებასთან დაკავშირებული საკითხები. შეიქმნება კარგი წინაპირობა მოულოდნელი შენაძენისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს პირადული გეგმების შესრულებას. ყოველდღიურ კვებაზე ზრუნვისას გაითვალისწინეთ, რომ ის სრულფასოვანი უნდა იყოს. დაფიქრდით ჩვეული მენიუს განახლებაზე სტანდარტული წესების და გემოვნების გათვალისწინებით.

კურო -დღეს მშვიდად დაკავდით დაწყებული საქმეებით და ჩაფიქრებული გეგმების თანმიმდევრული შესრულებით. ამასთან რაც უფრო ორიგინალური იქნება თქვენი გეგმები, მით უფრო აუცილებელი გახდება ქცევის ზოგიერთი მოდელის დაძლევა, რომელსაც შეუგნებლად მისდევდით. ზემდგომ პირებთან კონფლიქტი დამატებით ხელს შეუწყობს პროგრესულ ცვლილებებს.

ტყუპები - მნიშვნელოვანია მოვლენების არამარტო იდეოლოგიური ან სამართლებრივი მხარე, არამედ მათი უხილავი მატერიალური შემადგენელი. მოიმატებს არაოფიციალური ფინანსური წყაროს და ნებისმიერი წამოწყების მნიშვნელობა, რომელიც ხელს უწყობს მათ ეფექტურ გამოყენებას. აქტუალური გახდება სწავლის გადასახადთან, საგზურის შეძენასთან დაკავშირებული საკითხები.

კირჩხიბი - თანამოაზრეებთან ურთიერთობას განაპირობებს არამარტო ემოციური მოთხოვნილება, არამედ მატერიალური მდგომარეობის გამყარების აუცილებლობა. მეგობრებთან გულითადი საუბრის შემდეგ ისაუბრებთ ფინანსურ საქმეებზე. თუ მეგობრული შეხვედრა ან კოლექტიური ღონისძიება მოიცავს კარგად სერვირებულ სუფრას, დაწინაურებაზე ფიქრი ადგილს დაუთმობს მარტივ ცხოვრებისეულ სიხარულს.

ლომი - ძირითადი ყურადღება მიაქციეთ არა ახალი სიმაღლეების დაპყრობას, არამედ მიღწეულის გამყარებას და განვითარებას. გააკონტროლეთ, რომ თქვენი თავდაჯერებულობა არ გადაიზარდოს პატივმოყვარეობაში, ხოლო მიზნისკენ შეუპოვარი სწრაფვა კი უაზრო სიჯიუტეში. საქმის მატერიალური მხარით დაინტერესება ხელს შეუშლის პიროვნულ თავისუფლებას ან პარტნიორთან სანდო ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

ქალწული - ხელსაყრელი ატმოსფერო იქმნება პოზიტიური განწყობისთვის, დროულად ამოქმედდება თანდაყოლილი ნიჭი და შესაძლებლობა. სრულ და საბოლოო წარმატებას ხელს შეუშლის ცუდი განწყობა ან სამუშაოს ზედმეტად მასშტაბური ფრონტი, ასევე პირადული პრაქტიკული გამოცდილების ნაკლებობა პროგრამას, საინფორმაციო წყაროს, ინსტრუმენტების გამოყენებასთან დაკავშირებით.

სასწორი - პრაქტიკული მოსაზრებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იდეალური წარმოსახვა, ამიტომ აუცილებლად მოგიწევთ მისი გათვალისწინება. მაგ. საკმაო ხარჯებს მოითხოვს შემოქმედებითი ჩანაფიქრის რეალიზება, ტურსაგზურის გადახდა, ძვირფასი ნივთის შეძენა, წვეულების ორგანიზება. საქმიან სფეროში მეტად მნიშვნელოვანი იქნება ახალი პროექტების ინვესტიციასთან, ერთობლივი რესურსების შეერთებას ან გაყოფასთან დაკავშირებული საკითხები.

ღრიანკალი - სახლში კარდინალური ცვლილებების დაწყებამდე გაითვალისწინეთ მეუღლის მოსაზრებები. საკუთარი ბიზნესის განვითარებისას გაამყარეთ კონტაქტი მომგებიან კლიენტებთან, შეძლებულ დამკვეთებთან, გავლენიან მფარველებთან. ავტორიტეტულ და პატივცემულ ადამიანებთან დიალოგის სწორად წარმართვის უნარი გახდება დადებითი რეპუტაციის საწინდარი. ამგვარი მოქმედებით აღმოჩნდებით რჩეულთა წრეში.

მშვილდოსანი - დღეს იმუშავეთ კომფორტში. უარს ნუ იტყვით დამატებით საშუალებებზე, რომლების რუტინის შესრულებას უფრო სასიამოვნოს გახდის. თანმიმდევრულობა და შეუპოვრობა დაგეხმარებათ დიდი მოცულობის ამოცანების შესრულებაში. განტვირთვისთვის თამამად გამოიყენეთ შინაურ ცხოველებთან კონტაქტი. ხელი გადაუსვით კატას ან ძაღლს და დაძაბულობა მოგეხსნებათ.

თხის რქა - დღეს კმაყოფილი დარჩებით საკუთარი მოქმედების შედეგებით. სხვა ადამიანები სიამოვნებით დაგეხმარებიან, რადგან თქვენი ინტერესები ხშირად გადაიკვეთება. მოსალოდნელია წარმატებული მოვლენები ბავშვების ცხოვრებაში, სასიყვარულო ურთიერთობაში, შემოქმედებით სფეროში. სამუშაო დღის შემდეგ განიტვირთეთ მშვიდ გარემოში. ეკონომიის სურვილის მიუხედავად ფულის ნაწილი დახარჯეთ საკუთარ ახირებებზე.

მერწყული - მიმდინარე საქმეებში საიმედო წარმატების მისაღწევად დაგჭირდებათ შეუპოვრობა, საფუძვლიანობა და თანმიმდევრულობა. ასევე სასარგებლო იქნება მაღალი მატერიალური დაინტერესება დადებით შედეგში. ოჯახურ საქმეებში არ დაიკავოთ პასიური პოზიცია. დაეხმარეთ მშობლებს ან მიიღეთ მონაწილეობა ბინის რემონტში. ნუ დაიზარებთ სახლში მსუბუქი საქმის შესრულებას. საკუთარი ხელებით შექმნილი სიმყუდროვე სიხარულს მოგანიჭებთ.

თევზები - დღეს ყველა უთანხმოებას მშვიდობიანად მოაგვარებთ. გამგზავრებამდე წინასწარ შეიარაღდით აუცილებელი ნივთებით, ამგვარად მოგზაურობა ან გასეირნება სასიამოვნო იქნება. ძველ მოწინააღმდეგესთან ან მეუღლესთან კამათისას მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ფინანსური არგუმენტები. თუმცა გაიხსენეთ საკუთარი ხიბლის მაგიაც. პროდუქტების, ტანსაცმლის და კოსმეტიკის არჩევისას თამამად დაეყრდენით საკუთარ გემოვნებას.


ხვალის (31 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews