ხვალის (1 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის » statusebi | საუკეთესო სტატუსები

statusebi » horoskopi » ხვალის (1 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (1 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 31-01-2012, 13:56, ნანახია: 330

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (1 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს ცხოვრების ტკბობის სურვილი არასტანდარტულ სახეს მიიღებს. მოსალოდნელია უცნაური გასტრონომიული ახირებების გაჩენა. ფინანსურ საქმეებში გამოიჩინეთ ორმაგი სიფრთხილე, მოერიდეთ მფლანგველობას, გააკონტროლეთ ფულადი სახსრების ნაკადი და დროულად აარიდეთ თავი გამდიდრების უკანონო გზებს. ნუ ენდობით მოჩვენებით მეგობრებს.

კურო - დღეს ადრიანად ადექით და შეასრულეთ მიმდინარე გეგმები. საღამოსკენ გაძლიერდება განმარტოების და საკუთარ ფანტაზიებში ნებივრობის სურვილი. მოერიდეთ გრძელვადიან დაგეგმვას და მნიშვნელოვანი პროექტების ნულიდან დაწყებას, ასევე მეგობრების ან უფროსების ზედმეტად ნდობას.

ტყუპები - დღეს ინტუიცია ერთგული, მაგრამ ვერაგი დამხმარე იქნება. რიგ სფეროში გელოდებათ გენიალური აღმაფრენა, რიგში კი ადვილად გახდებით ტყუილის ან გაუგებრობის მსხვერპლი. ნაკლებად შესაფერისი მომენტია ფინანსური ოპერაციებისთვის, ასევე მეგობრებისთვის ფულის გაგზავნის, უცხოური ტურის ან სასწავლო კურსის ანაზღაურებისთვის. მოერიდეთ ელექტრონული გადახდის სისტემის გამოყენებას, რადგან მათზე სრული და ზუსტი ინფორმაცია არ გაგაჩნიათ.

კირჩხიბი - გადაუდებელი რუტინა დილით დაგეგმეთ. დღისით გაგიჩნდებათ სწრაფვა შემოქმედებითი, თავისუფალი, არაფორმალური საქმიანობისკენ. საღამო დაუთმეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობას რომლებიც იზიარებენ თქვენ იდეალებს, მზად იქნებიან თქვენი მფარველობის ან მატერიალური მხარდაჭერისთვის. პირადული ან კოლექტიური ფინანსური პერსპექტივის შეფასება მეტად ოპტიმისტური იქნება.

ლომი - დღეს გამოირჩევით მიზანსწრაფულობით, თუმცა ილუზიების და შეცდომისგან დაცული არ იქნებით. მოქმედების სფეროს ან მიბაძვის ობიექტის არასწორად შერჩევისას თქვენი ენერგი ამაოდ დაიხარჯება. თქვენთვის პრობლემატური იქნება მობილიზებულობის და ზუსტი აზროვნების გამოვლენა. მოსალოდნელია იმედგაცრუება ძველ იდეალებში. შეფი ან პარტნიორი თქვენ მიმართ პატიოსნად არ მოიქცევა.

ქალწული - დღეს კარგად იქნებით დაცული ბედის დარტყმისგან, ამიტომ საკუთარ კეთილდღეობაზე ნუ იდარდებთ. თუმცა კარგი განწყობისთვის დამატებით საჭირო იქნება ლამაზი ოცნება ან რაიმეს ღრმა რწმენა. შთაგონებას მოგიტანთ სასიამოვნო მოგონება ან მოვლენების ხელსაყრელი მსვლელობა. რუტინის შესრულებას ხელს შეუშლის დაბნეულობა. იმედი გაგიცრუვდებათ სულიერ იდეალებში.

სასწორი - შეძლებთ სხვა ადამიანების სიკეთის გამოყენებას ან დამატებითი სახსრების მიღებას უცნობი წყაროდან. მატერიალური მდგომარეობის სტაბილიზების მცდელობისას მოერიდეთ გამდიდრების საეჭვო ან უცნობ მეთოდებს. ლატარეაში მოგებული თანხა დახარჯეთ და ნუ შეინახავთ. შეუფერებელი მომენტია მსხვილ კაპიტალთან, ქველმოქმედებასთან, ვალებთან დაკავშირებული ინიციატივებისთვის.

ღრიანკალი - დღეს არც ერთი დიალოგი არ იქნება ბოლომდე პატიოსანი და გულწრფელი. ცოლ-ქმრულ და საქმიან ურთიერთობაში მოსალოდნელია საიდუმლო, ეჭვის, დუმილი, ასევე შესაძლოა ფინანსური ინტრიგები. შეიტყობთ საქმიანი პარტნიორის არაპატიოსნების შესახებ. ნაკლებად შესაფერისი დროა ურთიერთობის ოფიციალური გაფორმების, ასევე განშორების ან ქონების გაყოფისთვის.

მშვილდოსანი - დღეს თქვენი ხელქვეითები გამოირჩევიან უყურადღებობით, ზოგჯერ უპასუხისმგებლობითაც. ჩვეულ გრაფიკს მკაცრად ნუ მიყვებით, რადგან არაფერი გამოგივათ. არსებობს დღის განრიგის, კვების რეჟიმის, მკურნალობის სქემის დარღვევის დიდი ალბათობა. მოერიდეთ ფასიანი მომსახურების გაწევას, ჰორმონალური პრეპარატების და საკვების დანამატების მიღებას.

თხის რქა - სამუშაო საათების რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანეთ. მოერიდეთ შრომატევადი ამოცანების დაწყებას და ყოველდღიურ ჩარჩოების გაცდენას. აირჩიეთ საქმეები, რომელშიც შეუთავსებთ გონივრულ მიდგომას და შემოქმედებით წარმოსახვას. ამავე დროს გაარჩიეთ ფანტაზია და რეალობა, რათა არ აღმოჩნდეთ სასიყვარულო ილუზიების ტყვეობაში ან არ აირჩიოთ მცდარი გზა ფინანსური პრობლემების მოგვარებისთვის.

მერწყული - გარემოება ხელს შეუწყობს რეალობის დამახინჯებულად აღქმას. თებერვლის შუა რიცხვებში დაბადებულები არასწორად შეაფასებენ საკუთარ პოტენციალს, ახლობლების საქციელის მოტივებს. გაგიჩნდებათ ფიზიკური და სულიერი კომფორტის დიდი მოთხოვნილება, თუმცა სურვილების სრულად დაკმაყოფილებას ხელს შეუშლის მათი გაურკვევლობა.

თევზები - განხორციელებული მოქმედებისგან სასარგებლო შედეგებს მიიღებთ დილით. დღისით გაჩნდება გაზრდილი მოთხოვნა ან უცნაური სურვილი, რომელიც ხელს უშლის საქმის დასრულებას, ასევე გაგიჩნდებათ მფლანგველობის, არათანმიმდევრულობის, რაიმე შეპყრობილობის გრძნობა. გზაში, ახალ ადგილას ან უცნობ კომპანიაში, გააკონტროლეთ საფულე. მოერიდეთ ფინანსური ანგარიშების წარმოებას ნაკლებად ნაცნობ და არასაიმედო ადამიანებთან.


ხვალის (1 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews