ხვალის (2 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის » statusebi | საუკეთესო სტატუსები

statusebi » horoskopi » ხვალის (2 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (2 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 1-02-2012, 14:22, ნანახია: 387

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (2 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს გაძლიერდება სწრაფვა ურთიერთობისკენ, მოიმატებს აქტიურობა და საზრიანობა. გელოდებათ შეხვედრების ან მოლაპარაკების სრული სერია. დაგირეკავთ ყოფილი კოლეგა. კარგი დროა ადამიანების და ცნობების ძიებისთვის, სხვადასხვა საინფორმაციო წყაროსთან მუშაობის, სიახლეების გაცვლისთვის. ხელიდან არ გაუშვათ ახლის გაგების ან საკუთარი შემეცნების გაფართოების შანსი.

კურო - თუ თქვენი მთავარი მიზანი კეთილდღეობის გაძლიერებაა, აქცენტი გააკეთეთ შუამავლობას, აღზრდას, საინფორმაციო დახმარების გაწევასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე. დამატებით შემოსავალს მოგიტანთ ლიტერატურული შესაძლებლობები. შეგიძლიათ თამამად სცადოთ შუამავლის, კომენტატორის, ლექტორის, ექსკურსიამძღოლის როლის მორგება. მოგიწევთ ელექტრონული საგადასახადო სისტემის გამოყენება.

ტყუპები - დღეს მეტად მახვილგონივრული და კომუნიკაბელური იქნებით, ამიტომ მარტო არ დარჩებით. წარმატებას მიაღწევთ ნებისმიერ საქმიანობაში, რომელიც დაკავშირებულია ინფორმაციის გადაცემას, სწავლებას, საგამომცემლო საქმიანობასთან. შესანიშნავი დროა სწავლის, მიმოსვლის, ნაცნობობის გაბმის, მოსაზრებების გაცვლისთვის. ადვილად ჩააბარებთ ტესტს ან გამოცდას. მიიღებთ შორს მყოფი მეგობრის წერილს ან სატელეფონო შეტყობინებას.

კირჩხიბი - დღეს მაქსიმალურად დატვირთეთ და ავარჯიშეთ გონება. ხელსაყრელი საქმიანობა იქნება კითხვა, სასწავლო მასალის ათვისება, ინფორმაციის ძიება, ლიტერატურული საქმე. მოსალოდნელია ინტენსიური ფიქრი საიდუმლოს ამოხსნასთან დაკავშირებით. წარმატებული იქნება ოჯახური პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებული მოკლე მოგზაურობა. შესაძლოა შეხვედრა თანამოაზრეეებთან ან მათთან აქტიური მიმოწერა.

ლომი - საკუთარი პოზიციების გამყარებისთვის არ დაკარგოთ დრო და დაიწყეთ ახალი მომხრეების გადაბირება. ხელსაყრელი მომენტია საკუთარი შესაძლებლობის ღია რეკლამის ან ორიგინალური იდეების გახმოვანებისთვის. ამასთან გამოიჩინეთ მეგობრულობა და დემოკრატიულობა, მოერიდეთ ვინმეს დათრგუნვას და დაჩრდილვას. თამამად მოაწყვეთ დისპუტი, პრეზენტაცია, ტრენინგი, თანაკლასელების შეხვედრა, მონაწილეობა მიიღეთ არაფორმალური საჯარო ღონისძიებაში.

ქალწული - დღეს კოლეგა, შეფი ან დამკვეთი მოისურვებს თქვენთან პირადად გასაუბრებას. ურთიერთობას ელექტრონული ფოსტის ან სკაიპის მეშვეობით დაამყარებთ. საუბრის დროს გაითვალისწინეთ მუშაობის წვრილმანი ნიუანსები. გამოიჩინეთ კომპიუტერის ცოდნა, კომუნიკაბელურობა, სწავლის და შეცდომების გამოსწორებისთვის მზადყოფნა. საქმიანი ურთიერთობა თამამად გააზავეთ მახვილგონივრული შენიშვნებით.

სასწორი - დღეს აუცილებელი არ არის პირადული მონაწილეობის მიღება საპასუხისმგებლო საქმიან შეხვედრაში. თუ არ გიყვართ ზედმეტი ფუსფუსი და დამატებითი გადაადგილება, შეძლებთ მიმდინარე საკითხების მოგვარებას ტელეფონით ან შუამავლის დახმარებით. გააქტიურდება და კარგ შედეგებს მოიტანს მიმოწერა შორეულ კორესპონდენტებთან. მიიღებთ შეტყობინებას უცხოეთიდან.

ღრიანკალი - დღეს უფსკრულის პირად ივლით და ვერ შეამჩნევთ მას. კრიტიკული მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად დროულად მიიღეთ სასარგებლო ინფორმაცია ან აამოქმედეთ საჭირო კავშირები. გაითვალისწინეთ, რომ უბედურების მიზეზი გახდება ლაყბობა. დაგჭირდებათ იურისტის, საგადასახადო ინსპექტორის, ასტროლოგის კონსულტაცია. შეინარჩუნეთ კავშირი მშობლებთან, რადგან ისინი საქმიან რჩევას მოგცემენ.

მშვილდოსანი - მყარი კავშირის შენარჩუნებისთვის გაიზიარეთ პარტნიორის გატაცება, გამოიჩინეთ ინტერესი მისი სწავლის, ჩვევების ან არასტანდარტული გეგმების მიმართ. კარგი დროა ახალი ნაცნობობის და უცნობ კომპანიაში შესვლისთვის. ამასთან გაითვალისწინეთ სიფრთხილის აუცილებლობა და გააკონტროლეთ სიტყვები, რათა თქვენმა საუბარმა ზედმეტად მწვავე რეაქცია არ გამოიწვიოს. არახელსაყრელი დღეა ჯანმრთელობისთვის.

თხის რქა - დღეს წარმატება პირდაპირ არის დაკავშირებული ურთიერთობის და სწავლებისთვის მზადყოფნასთან. მოგიწევთ დამატებითი ყურადღების დათმობა მეტყველების, საქმის წარმოების, კომპიუტერული პროგრამის შესწავლისთვის. კოლეგების მიმართ მეგობრული დამოკიდებულება იქონიეთ. ცუდად ყოფნისას ინფორმაცია მოიძიეთ სამედიცინო საიტზე.

მერწყული - შესანიშნავი დროა ორიგინალური ჰობისთვის. მნიშვნელოვანი წარმატება მოსალოდნელია ვებ-დიზაინის, საიტების მართვის, რეკლამის, ორიგინალური ხელსაქმის, ბავშვების სწავლების, ლიტერატურული შემოქმედების სფეროში. ასევე წარმატებული იქნება ახალგაზრდული აუდიტორიის წინაშე გამოსვლა. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ინტენსიური და დატვირთული იქნება.

თევზები - ოჯახის წევრები გახდებიან სიახლეების ულევი წყარო. თუ მარტოხელა ხართ თავს სამყაროდან გაუცხოებულად არ იგრძნობთ სატელეფონო საუბრების, ინტენსიური აზროვნების ან საინტერესო კითხვის მეშვეობით. ხელსაყრელი დროა სახლის კომპიუტერზე ახალი პროგრამის დასაყენებლად, ინტერნეტ-ფორუმზე დარეგისტრირების ან ელექტრონულ კონფერენციაში მონაწილეობისთვის.


ხვალის (2 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews