ხვალის (3 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის » statusebi | საუკეთესო სტატუსები

statusebi » horoskopi » ხვალის (3 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (3 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 2-02-2012, 13:32, ნანახია: 334

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (3 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - ნაკლებად შესაფერისი დღეა ტექნიკური სამუშაოების, საინფორმაციო ან სხვა სახის დახმარების გაწევისთვის. უკიდურესი აუცილებლობის გარეშე მოერიდეთ ავტომობილის სერვისში მიყვანას, ექიმთან მისვლას. არსებობს დაგვიანების, საგზაო შემთხვევების, კავშირის საშუალებების გადატვირთვის ალბათობა. პირადული ცხოვრებაც მშვიდი არ იქნება, რომანტიკული აღმფრენის ნაცვლად ის დამატებით საზრუნავს მოგიტანთ.

კურო - დღეს ნაკლებად აკურატული და თავაზიანი იქნებით. გაგიჭირდებათ წუთიერი ცდუნებისგან თავის შეკავება. საქონლის შეძენის და მისი ღირებულების გადახდის პროცესი მეტად სახლაფორთო იქნება. მოგიწევთ ძველი ანგარიშებიდან გადახდა, წვრილმანი ვალების გასტუმრება. მეგობრებს მატერიალურ დახმარებას ნუ სთხოვთ. რეკომენდებული არ არის კოსმეტიკის და ტექნიკის შეძენა.

ტყუპები - თქვენი საქციელი თანმიმდევრული და მშვიდი არ იქნება. არსებობს ნერვიულობის, გაღიზიანების, სიბრაზის, სხეულის დაზიანების, ოჯახური უსიამოვნების დიდი ალბათობა. რასაც ხელს შეუწყობს არახელსაყრელი გარემოება, ასევე შინაგანი პრობლემები, მოერიდეთ აგრესიულობას, ახალი მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებას.

კირჩხიბი - წარმატების გასაღები იქნება შინაგანი წონასწორობა, რომლის მისაღწევად და შესანარჩუნებლად არ აყვეთ ემოციურ შთაბეჭდილებას. საინტერესო სიტუაცია შეძლებისდაგვარად რამდენიმე მხრიდან ან სხვა ადამიანებთან განიხილეთ. ნაკლებად შესაფერისი დღეა სასიყვარულო ნაცნობობისთვის. საკუთარი მარცხი და შეცდომა დაფარეთ გარშემომყოფებისგან

ლომი - მოიმატებს მატერიალური დანაკარგების და სატრანსპორტო შემთხვევების რისკი. ასევე მოსალოდნელია ურთიერთობის გართულება თანამოაზრეებთან, საყვარელ ადამიანთან. რისკების შესამცირებლად, მოერიდეთ აჩქარებულობას, ფუსფუსს, არასაჭირო საყიდლებს, გაუმართლებელ ექსპერიმენტებს. კომპანიაში და გზაში თავი შეიკავეთ ფლირტისგან. წვრილმანი ვალები გაისტუმრეთ, ნუ იჩქარებთ სამომავლო გეგმების დასახვას.

ქალწული - ბობოქარი დღეებია. გაითვალისწინეთ, რომ პრობლემის მიზეზი შესაძლოა თავად გახდეთ.მაგ. ცოლ-ქმრული ან საქმიანი კავშირი დაზარალდება თქვენი ეჭვიანობის, არათანმიმდევრულობის, სიფიცხისგან. მოერიდეთ ემოციურ გადაღლილობას და ტრავმულ სიტუაციას. შეხვედებით ძველი ინიციატივებით გამოწვეულ უსიამოვნებას. ამ შემთხვევაში დროულად გამოასწორეთ ნაპოვნი შეცდომა.

სასწორი - დღეს ინფორმაციის მიღების და ადამიანებთან ურთიერთობის მოთხოვნილება გახდება როგორც პროგრესის მამოძრავებელი, ასევე დამატებითი პრობლემების წყარო. შორეული ტერიტორიების წარმომადგენლებთან ურთიერთობისას სიფრთხილით მოეკიდეთ მატერიალურ საკითხებს და მოერიდეთ სხვების გრძნობების შელახვას. ასევე მოერიდეთ ყველას გულის მოგებას, რადგან ძალიან გადაიღლებით.

ღრიანკალი - დღევანდელი სიტუაცია მოულოდნელობებით არის აღსავსე. წვრილმანი უსიამოვნების რისკის შესამცირებლად დროულად გაითვალისწინეთ გარემოება და სხვა ადამიანების განწყობა. პირადულ ცხოვრებაში თავი შეიკავეთ ინტიმური ექსპერიმენტებისგან, სიბრაზის და ეჭვიანობისგან. შეუფერებელი მომენტია ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის. არასასურველია ტექნიკურ სერვისში ან საგადასახადო ინსპექციაში ვიზიტი.

მშვილდოსანი - დღეს არსებობს ბობოქარი აღშფოთების საფრთხე. პრობლემებს სხვა ადამიანები შეგიქმნიან. მოსალოდნელია სტიქიური კამათი, ეჭვიანობის და გაღიზიანების შეტევა. მიიღებთ შენიშვნას ან პრეტენზიას. გამოიჩინეთ მეტი გაწონასწორებულობა და დიპლომატიურობა, თავი აარიდეთ ღია კონკურენტულ ბრძოლას, ამგვარად ნებისმიერი უსიამოვნება გვერდს აგივლით.

თხის რქა - მეტად დამღლელი და საზრუნავით აღსავსე დღე იქნება. სამსახურში ან სახლში ყოფნისას სიმშვიდით ტკბობას ვერ შეძლებთ. ყოველდღიური მოვალეობის შესრულება და მიმდინარე მიზნების მიყოლა მოითხოვს მომატებულ მობილურობას, წინდახედულობას, საზრიანობას. მოერიდეთ სამსახურებრივი რომანების გაბმას, რადგან მათგან მხოლოდ დამატებით თავის ტკივილის მიიღებთ.

მერწყული - დღეს სავსე იქნებით კრეატიული ჩანაფიქრებით. თუმცა მათი გახმოვანება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე შესრულება. საქმიან საკითხებში მოერიდეთ ქარაფშუტობას, თამაშის ან საქმიანობის აზარტი გამოიწვევს ფინანსურ დანაკარგებს. სასიყვარულო საქმეებში სასურველია მრავალფეროვნებისკენ, ემოციური აღგზნებისკენ სწრაფვა, ეჭვიანობის მსუბუქი სცენა გაახალისებს ურთიერთობას. მოსალოდნელია წუთიერი გატაცების გაჩენა.

თევზები - მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას ოჯახში და ქორწინებაში, კოსმეტიკური და ქირურგიული მანიპულაციების ჩატარებას, იმიჯთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს, საყიდლების გაკეთებას. მოსალოდნელია პროვოკაციული გამოხტომები სხვა ადამიანების მხრიდან, რასაც გამოიწვევს შური, ეჭვიანობა ან ფინანსური მოტივები. ამ შემთხვევაში არ გადახვიდეთ საპასუხო შეტევაზე, გამოიჩინეთ მაქსიმალური მოქნილობა, ხიბლი და დიპლომატიურობა.


ხვალის (3 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews