ხვალის (4 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის » statusebi | საუკეთესო სტატუსები

statusebi » horoskopi » ხვალის (4 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (4 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 3-02-2012, 14:02, ნანახია: 264

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (4 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღის დასაწყისში შეაჯამეთ ძველი შეხვედრები და კონტაქტები, მოაწესრიგეთ მიღებული ინფორმაცია. უფრო გვიან საათებში სწორად გაანაწილეთ დრო ინდივიდუალური ინტერესების დაკმაყოფილებას და ოჯახური მოვალეობის შესრულებას შორის. დამოუკიდებლობის და თავისუფლებისკენ ძლიერი სწრაფვის მიუხედავად, ნამდვილ კმაყოფილებას მოგანიჭებთ ოჯახური სადილი ან ვახშამი.

კურო - დღეს აუცილებლად გაგიჩნდებათ სიხარულის მიზეზი, შეძლებთ განტვირთვას და გამოსასვლელი დღეების სურვილის მიხედვით გატარებას. შესანიშნავი დროა ოჯახის, საიმედო მეგობრებისთვის ყურადღების დასათმობად, მეზობლებს და ახლო ნათესავებთან ურთიერთობისთვის. მეტად შეზღუდული იქნებით მეურვის ან ქველმოქმედის როლში. მოსალოდნელია ბედნიერი შემთხვევა, რომელიც გახსნის სასიამოვნო სამომავლო პერსპექტივას.

ტყუპები - დილანდელ ჩანაფიქრებს მოქმედების საბოლოო გეგმად ნუ აღიქვამთ. დღისით გარემოება შეიცვლება და საკუთარი ცხოვრების ბევრ ასპექტს სხვა თვალით შეხედავთ. ოჯახში ჰარმონიის აღსადგენად დაელოდეთ საღამოს. დღის ბოლოს მეორე მხარე გადმოდგამს საპასუხო ნაბიჯს და გათავისუფლდებით საჭირო სიტყვების მოძიების აუცილებლობისგან.

კირჩხიბი - ხელსაყრელი დღეა ოჯახის წრეში დასვენების, ასევე არაფორმალური ურთიერთობისთვის. მეგობრები უკეთესად გაგიგებენ, ვიდრე ნათესავები. შესანიშნავი დროა თანდაყოლილი-კულინარული, მუსიკალური, ფსიქოლოგიური ნიჭის და შესაძლებლობის გამოყენებისთვის. რომანტიკული განწყობა შეუთავსდება ღრმა რელიგიურობას ან სუსტი ადამიანების დაცვის სურვილს.

ლომი - დღეს ოჯახური კეთილდღეობა საჩვენებელ წარმატებაზე უფრო მნიშვნელოვანია. ახლობლებთან ურთიერთობა გახდება შინაგანი საყრდენი, ასევე ძალიან ღრმა განცდების საბაბიც. იმედი არ გაგიცრუვდეთ, თუ შინაურები ან მშობლები არ გაიზიარებენ თქვენ ორიგინალურ იდეებს. მათ მიერ გაწეული მორალური ან ყოფითი მხარდაჭერა უფრო არსებითი აღმოჩნდება.

ქალწული - გამოსასვლელი დღეები გაატარეთ მეგობრების ან მშობლების საზოგადოებაში, ისინი თქვენი ნამდვილი საყრდენი იქნებიან, მზად იქნებიან რთულ გარემოებაში თქვენთვის მატერიალური ან მორალური მხარდაჭერის აღმოსაჩენად. თავი არ აარიდოთ გულითად საუბარს მეუღლესთან. მისი შორსმჭვრეტელობა დაგეხმარებათ სიტუაციის ფარული აზრის გაგებაში და გიკარნახებთ მოხერხებულ ალტერნატიულ გამოსავალს.

სასწორი - საკუთარი საქმეების მშვიდად მოსაგვარებლად ადრიანად ადექით. მოგვიანებით უხერხულობას შეგიქმნით სხვა ადამიანის ექსცენტრული საქციელი. დღის მეორე ნახევარი გამორჩეული იქნება ინტენსიური განცდებით, მგრძნობიარობით. დადებითი ცვლილებებიც გამოიწვევს დროებით ემოციურ დისკომფორტს.

ღრიანკალი - დღეს გაგიტაცებთ ოცნება მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობას ან შორეულ ეგზოტიკურ ქვეყანაში გადასვლაზე. ასევე შთამაგონებელი იქნება ინტიმური შეხვედრა სანთლების შუქზე, კინოთეატრში, რესტორანში, მუსიკალურ შოუზე ერთობლივი წასვლა. შესანიშნავი დროა არაფორმალური წამოწყებისთვის, რომელშიც მთავარ როლს თამაშობს ინტუიცია და ფანტაზიის უნარი.

მშვილდოსანი - კარგი ატმოსფერო იქმნება ახალი ორიგინალურ შთაბეჭდილების მისაღებად. ოჯახური სიტუაციის გაუმჯობესება ან კეთილდღეობის ზრდა დადებითად აისახება თქვენ განწყობას და ჯანმრთელობაზე. სასიყვარულო ცხოვრება ინტიმური სიახლოვის გარეშე არასრულყოფილი იქნება. თუმცა მოერიდეთ სრულად განტვირთვას. რაც უფრო ძლიერი გრძნობები და სურვილები გექნებათ, მით უფრო მეტად უნდა გააკონტროლოთ ისინი.

თხის რქა - მოერიდეთ მარტოობას, რადგან აუცილებლად გჭირდებათ დადებითი ემოციური კონტაქტი ნათესაურ სულთან. საკუთარ ინტერესებს ნუ დაუპირისპირებთ პარტნიორის გემოვნებას. პირიქით ეცადეთ მის გაგებას და ინტერესების შეძლებისდაგვარად გაზიარებას. პატივისცემა გამოხატეთ მეუღლის ოჯახის, მშობლების, რელიგიური ტრადიციების მიმართ. თუ ესწრაფვით პოპულარობას, შეინარჩუნეთ კარგი აზრი თქვენზე, გამოიჩინეთ სიუხვე და კეთილშობილება.

მერწყული - ნაკლებად შესაფერისი დროა ეგოიზმის გამოვლენისთვის. მზად იყავით გარშემომყოფების, პირველ რიგში ყველაზე ახლობლების დახმარებისთვის. ასკეტურ ინტელექტუალურ საქმიანობას ამჯობინეთ სანდო ურთიერთობა მშობლებთან ან ოჯახურ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. სულიერი სითბოს და ემოციური ურთიერთგაგების ატმოსფერო შესანიშნავად გადაწონის თქვენ ფარულ შეშფოთებას.

თევზები - შესანიშნავი დღეა დასვენების, სასიყვარულო ურთიერთობის, შემოქმედებითი საქმიანობის, ბავშვებთან კონტაქტისთვის, მოიმატებს თქვენი მგრძნობიარობა, ეროტიულობა, მუსიკალურობა. თქვენი მიხვედრილობა და წინათგრძნობა უსაფუძვლო არ იქნება, ის ნათელხილვად გადაიქცევა, დღის ბოლოს განიტვირთეთ და დაიძინეთ მშვიდ გარემოში, ამგვარად წინასწარმეტყველურ სიზმარს ნახავთ.


ხვალის (4 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews