სექსუალური ჰოროსკოპი ქალებისათვის statusebi.org

statusebi » horoskopi » სექსუალური ჰოროსკოპი ქალებისთვის

Loading
 

სექსუალური ჰოროსკოპი ქალებისთვის

ავტორი: levan თარიღი 3-02-2012, 14:09, ნანახია: 1255

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

სექსუალური ჰოროსკოპი ქალებისთვის

კურო (19 აპრილი - 20 მაისი). კურო თვითონ ირჩევს პარტნიორს და თავის გრძნობებს მთელი სიღრმით მხოლოდ მასთან ავლენს. სხვა მამაკაცის მიმართ კი ცივი, მიუკარებელი, მომთხოვნი, ჭირვეული და აბუჩად ამგდებია. ყველა ვერ ეგუება მის ჭირვეულობას. მასთან ურთიერთობა დიდ მოთმინებას მოითხოვს. კუროს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე მამაკაცთან ჰქონდეს ურთიერთობა და მათი ერთგული იყოს. ის ირონიულად ეკიდება მამაკაცებს, რომლებიც სექსუალურად არ აინტერესებს. თავის რჩეულს ვნებით ტკბობას უხვად ანიჭებს. ვერ იტანს კონტროლის ქვეშ ყოფნას. სექსს დიდ დროს უთმობს და მისი ცალკეული ფაზით ტკბება. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ემოციაა. პრიმიტიული სექსუალური ურთიერთობა არ აინტერესებს.

ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი). ის მთელი ცხოვრების მანძილზე ოცნებობს და ეძებს ერთადერთ იდეალურ პარტნიორს და ძალზე იშვიათად პოულობს მას. აქედან გამომდინარე, იშვიათად არის ბედნიერი. დროდადრო ღრმა უგუნებობის ტყვეობაში აღმოჩნდება ხოლმე. ხშირად მისი სრულებით არ ესმით. ტყუპი მგრძნობიარე და ნიჭიერია. ის მუდამ მიმზიდველია, ჰყავს თაყვანისმცემლები. სექსის მხრივ უფრო შინაარსიან და სულიერად მდიდარ პარტნიორს ირჩევს. ფიზიკური სიამოვნება მას სრული დაკმაყოფილების განცდას ვერ ანიჭებს. იდეალური პარტნიორის ძებნაში დრო მიჰქრის, არადა, ამ ძიების გარეშე მისთვის ცხოვრებას აზრი არა აქვს.

კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი). იგი მუდამ ცდილობს წამყვანი იყოს, სურს ბატონობდეს ირგვლივ მყოფებზე და აკონტროლებდეს მათ. მას საკუთარი ემოციებისა და გრძნობების საჯაროდ გამოხატვა არ უყვარს. ძალიან მგრძნობიარე სხეული აქვს. იგი მუდამ საკუთარ თავზე ფიქრობს და პარტნიორი მისთვის ვნების დაკმაყოფილების საშუალებაა. მათთვის, ვინც მხოლოდ სექსუალურ ინტრერესს იჩენს, ის იდეალური პარტნიორია. ის აგრესიულია, ინიციატივას იჩენს და წამყვანის როლის შესრულება უყვარს. ძალიან პატივმოპყვარეა. შეიძლება ბედნიერიც იყოს, იმ შემთხვევაში, თუ მიხვდება, რომ მარტო მიღება კი არა, გაცემაც საჭიროა.

ლომი ( 23 ივლისი - 22 აგვისტო). მას შედარებით სუსტი სექსუალური ლტოლვა და ამასთანავე აგრესიული გამოწვევა ახასიათებს. მან იცის, რომ მიმზიდველია და თაყვანისმცემლების ლტოლვა დიდ სიამოვნებას ანიჭებს. უყვარს მამაკაცებით მანიპულირება. შეგნებული აქვს თავისი მიმზიდველობა და ცდილობს ხაზი გაუსვას ამას. თითქმის არასოდეს უჩნდება დაუოკებელი სექსუალური მოთხოვნილება. მაგრამ სექსი უყვარს და ადვილად აღწევს დაკმაყოფილებას. სექსი ნაკლებად აინტერესებს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და პარტნიორებს ყოველთვის ჰგონიათ რომ ის სხვაა და ამის გამო იმედგაცრუებულნი რჩებიან.

ქალწული ( 23 აგვისტო - 22 სექტემბერი). ბედნიერია, ვინც ქალწულთან ერთად გაზიარებულ სიყვარულს იპოვის. ის აღმერთებს სექსს. ახასიათებს ერთხელ არჩეული პარტნიორის ერთგულება. კომპლექსებისაგან თავისუფალია: სექსისათვის მისი მზადყოფნა არაა დამოკიდებული დროზე, ადგილზე და გარემოებაზე. მისი ემოციები არ ეწინააღმდეგება მის გონებას, ფაქიზი ჟესტებით მუდამ ხაზს უსვამს, რომ პარტნიორს ეკუთვნის. მუდამ სიახლოვე და სითბო სწყურია. ის განაწყენდება თუ უარს იტყვით მის სინაზესა და ალერსზე, რადგან ეს მტრული დამოკიდებულების გამოხატვად მიაჩნია.

სასწორი ( 23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი). იგი ურთიერთაპირისპირებული ძალების მსხვერპლია. ფიზიკურად სექსში სრულ დაკმაყოფილებას ჰპოვებს, მაგრამ ამავე დროს ფსიქიკურად სიცარიელეს განიცდის. პასიურია და მთელ ინიციატივას პარტნიორს ანდობს. სექსუალურ თემაზე საუბარი არ უყვარს. გარეგნულად არასოდეს გამოხატავს აღგზნებას და სურვილს, სექსი მის წარმოდგენაში ამოღებულია უმაღლესი შეგრძნების კატეგორიიდან. ვერ იტანს ზედმეტ სინაზეს. სენტიმენტალობას, დელიკატურობას და მღელვარე ღამის შემდეგ შეუძლია თავი ისე ეჭიროს, თითქოს არაფერი მომხდარა.

მორიელი (23 ოქტომბერი - 20 ნოემბერი) - მას ძლიერი სექსუალური ტემპერამენტი აქვს, უყვარს სექსი და დაუფარავად აღნიშნავს, რომ გაუმაძღარია. თავშეკავება ნეგატიურ გავლენას ახდენს მასზე. ის ყოველთვის მიმზიდველია, არა იმდენად ესთეტიური თვალსაზრისით, რამდენადაც ცხოვრების სისავსით. ფლობს უშრეტ სასიცოცხლო ენერგიას. ამაყობს თავის სხეულით, ზრუნავს მასზე და მუდამ ფორმაშია. ტემპერამენტს სიბერემდე ინარჩუნებს. იგი ნამდვილი ვირტუოზია. თუ მას მეუღლე უყვარს, მისი ერთგულიც იქნება (ანუ, მას მუდამ პირველ ადგილზე დააყენებს). ის განასხვავებს სექსსა და სიყვარულს. და მისი სექსუალურ გატაცებები არასოდეს მოქმედებს სიყვარულსა და ოჯახურ მთლიანობაზე.

მშვილდოსანი (23ნოემბერი - 21 დეკემბერი). ის ხალისიანი, ცნობისმოყვარე და შთაბეჭდილებების მაძებარია. იტაცებს ისეთი შეგრძნებებით ტკბობა, როგორიცაა გემო, სუნი, გამოსახულება, ბგერა... ყველაზე მეტად კი უყვარს თავის სხეული, რომელიც მისთვის საუკეთესო სასიყვარულო ხელსაწყოა. მისი სექსუალური შესაძლებლობები უსაზღვროა. უყვარს მრავალფეროვნება. მისი ენერგიის უდიდესი ნაწილი განკუთვნილია პარტნიორისათვის, რომელთანაც იგი ემოციურად არის დაკავშირებული. თუ სუსტი ტემპერამენტის პარტნიორზე დაქორწინდა, გაყრა ან ცოლქმრული ღალატი ელის. იგი ადვილად აღიგზნება და გულწრფელად და ენთუზიაზმით რეაგირებს.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი). ძალიან ძლიერი ემოციების მსხვერპლია. ვერ ასხვავებს ერთმანეთისაგან სექსსა და სიყვარულს. ყველა თავის პარტნიორზე შეყვარებულია და ეს ბარიერებს უქმნის ბედნიერებისაკენ მიმავალ გზაზე. ის სექსუალური და მგრძნობიარეა, რის გამოც ხშირად აწყდება სიძნელეებს. სწრაფი და უეცარი შეყვარების გამო ხშირად იმპულსურად თხოვდება ახალგაზრდობაში. პასუხისმგებლობის გრძნობა ნებას არ აძლევს მიატოვოს ოჯახი. ხშირად აგრესიული და ეჭვიანია. ვნებათაღელვისათვის არის დაბადებული. სექსში ტკბობის ისეთ მწვერვალს აღწევს, რომელიც მხოლოდ რჩეულთათვის არის მისაწვდომი.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი) - მას მკვეთრად გამოხატული სექსუალური ინდივიდუალობა აქვს. არ არის ემოციური, მაგრამ სექსის ფასი იცის. პატივმოყვარე და მიზანდასახულია. თავშეკავებული და ზომიერი მამაკაცისათვის იგი შესანიშნავი პარტნიორია. თავაწყვეტილი ვნებები მისთვის მიუღებელია. ცოლქმრულ ურთიერთობაში სექსი რიტუალად ექცევა: გულდასმით დააწყობს ტანსაცმელს, დაიბანს, დაივარცხნის, იპკურებს სუნამოს, მაშინ, როცა მისი მეუღლე ოცნებობს ერთხელ მაინც დაეუფლოს მას მიმოფანტული ტანსაცმელის გარემოცვაში. მას კი ასეთი აზრები არასოდეს უჩნდება. მისი მხრიდან მეუღლის ღალატი თითქმის გამორიცხულია.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი). იგი გამოუსწორებელი რომანტიკოსია, ილუზიებით სულდგმულობს, ხიბლავს ზრდილი, მორიდებული და რომანტიული ყმაწვილები გაუცნობიერებელი სქესობრივი ლტოლვით. თევზები შეიძლება 2 ტიპად დავყოთ: პირველი მტკიცე კავშირს ამყარებს მამაკაცთან, რომელიც მგზნებარე ტემპერამენტით არ გამოირჩევა და მასთან ხანგრძლივი და ბედნიერი კავშირი აქვს. მეორე კი მოუსვენარია, რომელის წარმოსახვაშიც რომანტიული გმირის ნაცვლად მეკობრე დომინირებს, მაგრამ არასოდეს ყოფნის გამბედაობა, ასეთ მამაკაცს დაუკავშიროს ცხოვრება. ის გაურბის ძლიერ მამაკაცებს და ფსიქიურად სუსტ პარტნიორებს ირჩევს, რომლის მიმართაც მუდამ მზრუნველობას და ყურადღებას იჩენს.

ვერძი (21 მარტი - 18 აპრილი). ცხოვრებაში იგი მსახიობია. ეს არ ნიშნავს, რომ ის გუწრფელი არაა, პირიქით, თავს ყოველთვის აიგივებს როლთან. თავის ემოციებს არ მალავს, სწყურია თამაში. როცა ემოციებისგან თავს არ იკავებს, უკიდურესობამდეც კი მიდის. საწოლში ისეთი კარგი მსახიობი არ არის, როგორც ცხოვრებაში - უფრო პასიურია. ემოციებსა და შეგრძნებებს გარედან ელის. სიტყვებით უკეთ გამოხატავს თავის განწყობას, ვიდრე გრძნობებით. ქვეცნობიერად იგი პრიმიტიულ და უხეშ სექსს ელოდება, ნამდვილი მამაკაცი სურს და მას ელოდება, მაგრამ მისი ცხოვრების წესი და საქციელი დახვეწილი და ნატიფი მამაკაცების ყურადღებას იზიდავს და ვერც ერთი მათგანი ვერ აძლევს მას სრულ ბედნიერებას.

კატეგორია: horoskopi, porno

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews