ხვალის (5 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის » statusebi | საუკეთესო სტატუსები

statusebi » horoskopi » ხვალის (5 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (5 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 4-02-2012, 13:39, ნანახია: 365

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (5 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - პირადულ და ოჯახურ ინტესებს ერთმანეთს ნუ დაუპირისპირებთ. ხელსაყრელი დროა სახლის და ყოფის კეთილმოწყობისთვის, ასევე შინაურებისთვის ძველი დაპირების შესრულებისთვის. თუ მარტო ცხოვრობთ, გაიხსენეთ შორეული ნათესავები და ეცადეთ მათთან ურთიერთობის მოგვარებას. რადგან ერთმანეთი გჭირდებათ და შეძლებთ სასარგებლო მომსახურების გაცვლას.

კურო - ხელსაყრელი დროა ოჯახურ საქმეებში ჩაფლობისთვის, ასევე მიმოსვლისთვის, რომელიც გაამყარებს ნათესაურ კავშირებს ან მოაგვარებს ყოფით პრობლემას. შეგიძლიათ მოაწყოთ ბინა, გარაჟი ან სააგარაკე სახლი. არ შეზღუდოთ ბავშვის აქტიურობა, როცა ის უფროსების დახმარებას ცდილობს.

ტყუპები - ბინაში სასიამოვნო თბილ და მყუდრო ატმოსფეროს შექმნისთვის ცოტა წამუშავება მოგიწევთ. დროა მოაწესრიგოთ საცხოვრებელი. არ გადაიტვირთოთ ფიზიკური შრომით, რადგან სწრაფად დაიღლებით და გაღიზიანდებით. ნუ დაიზარებთ მარტივი მოვალეობის შესრულებას სახლში. ხელსაყრელი მომენტია პროდუქტების შეძენის, რემონტის ან ყოფითი ტექნიკის შეცვლისთვის.

კირჩხიბი - დღეს რეკომენდებულია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, რაც დაგეხმარებათ ზედმეტი ემოციური დაძაბულობის მოშორებაში, მხნეობის მოკრებაში, გადაუდებელი წვრილმანი საქმეების შესრულებაში, დღე დაიწყეთ მარტივი გამაჯანსაღებელი ვარჯიშით ან ხანმოკლე გასეირნებით სუფთა ჰაერზე. შესაძლოა შეხვდეთ ძველ ნაცნობს, რომელიც გაგიწევთ ტექნიკურ დახმარებას.

ლომი - დროა განიტვირთოთ და გადაერთოთ ყოველდღიური საზრუნავისგან. ხელსაყრელი დღეა განმარტოებისთვის, თუმცა მოერიდეთ ცხოვრების უძრავი წესს და მუდმივად დაკავდით თვითრეფლექსაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში განცდები შინაგანად დაგრთგუნავთ. დათანხმდით ბუნებაში ან სახლიდან მოშორებით გასეირნებას, განსაკუთრებით კომფორტულ პირობებში.

ქალწული - კარგი დღეა დროის აქტიურად გატარებისთვის. ცხოვრებისეული გემოვნების შენარჩუნების საკუთარ თავზე აიღეთ ინიციატივა, მაგ. მოაწყვეთ მეგობრული წვეულება ან ოჯახური ვახშამი. მოერიდეთ გარშემომყოფებზე ბრძანებების გაცემას და მათთვის თქვენი გადაწყვეტილების მოხვევას. შეუთავსეთ ენერგია, დელიკატურობა და თავაზიანობა, ამგვარად შეუდარებელი იქნებით.

სასწორი - დღის წესრიგში დადგება ოჯახური საქმეები. ყოფითი საკითხების მოგვარებისას მოგიწევთ შრომისმოყვარეობის გამოჩენა. გაითვალისწინეთ ახლობლების წინაშე მოვალეობის გრძნობა, თქვენ საქციელს წარმართავს უსაფრთხოების ან ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოთხოვნილება.

ღრიანკალი - ხელსაყრელი დღეა მოგზაურობის, შორეულ ნათესავებთან ურთიერთობის, უცხოური კავშირების განვითარებისთვის. ასევე ახალ გარემოსთან, ჩვევებთან და ტრადიციებთან, უცხო საკვებთან შეგუებისთვის. სახლიდან მოშორებით მოულოდნელად შეხვდებით ძველ ნაცნობებს.

მშვილდოსანი - დღეს სასიყვარულო ურთიერთობისთვის დამახასიათებელი იქნება მეტი ინტიმურობა. ჩვეულ სექსუალურ სიახლოვეს მიეცით რომანტიკული ხასიათი, გაითვალისწინეთ, რომ ამ პერიოდში თქვენ და სხვა ადამიანების საქციელზე დიდ გავლენას ახდენს ჩვევები, მათ შორის ბავშვობისდროინდელი. ნუ დათრგუნავთ მათ, რადგან ისინი სასარგებლო იქნება.

თხის რქა - გაითვალისწინეთ ახლობლების მოთხოვნილებები, მათი გემოვნება იმის მიუხედავად ისინი თქვენ გვერდით არიან თუ ათასობით კილომეტრის მოშორებით. ამავე დროს თავს ნუ მოახვევთ თქვენ საზოგადოებას, არ განაწყენდეთ, თუ ისინი აქტიურად აგვარებენ საკუთარ პრობლემებს. ქორწინების გამყარებას ხელს შეუწყობს ერთობლივ ოჯახურ ღონისძიებაში მონაწილეობა.

მერწყული - დღეს მოერიდეთ ბრწყინვალე ინტელექტის ან ნებისყოფის გამოვლენას. თქვენ უფრო ადვილად გაგიგებენ, თუ არ დაფარავთ წვრილმან სისუსტეებს. სხვების ჩვევებს და მისწრაფებებს მშრალ რაციონალურ შეფასებას ნუ მისცემთ, რადგან შეცდებით დასკვნების გაკეთებისას. ცუდ ხასიათზე ყოფნისას საკუთარი მდგომარეობის გაანალიზების ნაცვლად, გაანებივრეთ თავი ტკბილეულით ან დამატებითი კომფორტით.

თევზები - შეუფერებელი დღეა სრული განტვირთვისთვის, მაგრამ კარგი დროა საყვარელი საქმიანობის აქტიურად შესრულებისთვის. შეძლებთ იმიჯის გაუმჯობესებას და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებას. შესანიშნავი პერიოდია რომანტიკული შეხვედრის ჩატარების ან ცოლ-ქმრული ჰარმონიის აღდგენისთვის. გაძლიერდება მიჯაჭვულობა ახლობლებზე, ინტუიციურად იგრძნობთ მათ რეალურ მოთხოვნილებებს.


ხვალის (5 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews