ხვალის (6 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის » statusebi | საუკეთესო სტატუსები

statusebi » horoskopi » ხვალის (6 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (6 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 6-02-2012, 06:28, ნანახია: 316

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (6 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - ცოლ-ქმრულ საქმეებში და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას დროულად გამონახეთ კომპრომისი. გულწრფელი თანაგრძნობა და გაგება არ ნიშნავს, რომ შინაურები ან მეუღლე მზად იქნება თქვენი ახირების დაუყონებლივ დაკმაყოფილებისთვის. საღამო თავისუფლების და ცვლილებებისთვის ხელსაყრელი დროა. გამოიჩინეთ ეკონომიურობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრ თანხას დახარჯავთ ექსტრავაგანტულ ახირებებზე.

კურო - წარმატებული დღეა ქალებთან ურთიერთობის, დაუგეგმავი შენაძენის, სულიერ თანამოაზრეებთან კონტაქტის დამყარებისთვის. ადამიანები თავად დათანხმდებიან თქვენი სურვილების ასრულებას. თუმცა გამოიჩინეთ ზომიერება და შეიკავეთ ემოციები. დღის ბოლოს მოერიდეთ ოჯახურ საქმეებში ჩარევას, პირადული ფასეულობების მოხვევას მშობლებს ან ბავშვებზე.

ტყუპები - დღეს შეძლებთ ლამაზი ნივთის შეძენას, საჩუქრის ან ბონუსის მიღებას. მოიმატებს თქვენი ხელფასი. თუმცა მკაცრი ეკონომიის პრინციპი არ უნდა დაივიწყოთ. გამოიჩინეთ შორსმხედველობა და ფულს ერთბაშად ნუ დახარჯავთ. საღამოს გაიზრდება ინტერესი სასიყვარულო საქმეების, მეგობრული კონტაქტების, ორიგინალური სიამოვნების მიმართ. დღის ბოლოს გაატარებთ ხმაურიან ხალხმრავალ ადგილას.

კირჩხიბი - დღე ერთმნიშვნელოვნად კარგი ან ცუდი არ იქნება. გაგიმართლებთ სიყვარულში, შემოქმედებაში, ფინანსურ საქმეებში, მაგრამ ძლიერი დისკომფორტი გელოდებათ ოჯახურ სიტუაციაში ან პროფესიულ სფეროში. გამოიჩინეთ ზომიერება ხარჯვისას, გაუფრთხილდით საკუთარ დროს და ჯანმრთელობას. დღის ბოლოს მოსალოდნელია მატერიალური მდგომარეობის ცვლილება ან ახალი შენაძენი.

ლომი - დღისით მომატებული მგრძნობიარობა გიბიძგებთ ისეთი ადამიანის ძიებისკენ, რომელსაც ანდობთ ფარულ განცდებს. გამოიჩინეთ ყურადღება, რათა არ შეცდეთ არჩევანში. მეტად კაშკაშა მოვლენები გელოდებათ საღამოს. მოულოდნელად მიიღებთ მეგობრების დახმარებას ან მოძებნით დავალების ორიგინალურ ამოხსნას. ახალი პროექტის დაწყებისას მოერიდეთ ზედმეტ ოპტიმიზმს და საკუთარი შესაძლებლობის, მათ შორის ფინანსურის, გადაჭარბებულად შეფასებას.

ქალწული - დღისით მიიღებთ მოულოდნელ მატერიალურ ან ფინანსურ დახმარებას პარტნიორის ან მეგობრისგან. ოჯახის წევრებთან გულახდილობას მოერიდეთ, რადგან ისინი ბოლომდე არ იზიარებენ თქვენ გრძნობებს და სკეპტიკურად გააკრიტიკებენ სამომავლო გეგმებს. არაფორმალური ურთიერთობა, შემოქმედებითი საქმიანობა, გართობა გადაიტანეთ საღამოსთვის. ამასთან მოერიდეთ მფლანგველობას, გაუმართლებელ მოლოდინს და რელიგიურ ფანატიზმს.

სასწორი - საღამომდე არ შეასუსტოთ თვითდისციპლინა და არ გადაუხვიოთ მოვალეობას. არ შეუშინდეთ პროფესიულ სირთულეებს, რადგან საკმარისი გამოცდილება გაქვთ, რათა შესანიშნავად მოაგვაროთ ნებისმიერი პრობლემა. მორიგი ბარიერის წარმატებულად დაძლევის შემდეგ დამსახურებულად დაისვენეთ. უარი არ თქვათ პაემანს ან კორპორატიულ ღონისძიებაში მონაწილეობაზე.

ღრიანკალი - დილით ბუნებრივი იქნება სწრაფვა სიამოვნების და ტკბილი ცხოვრებისკენ. ნაშუადღევს კი მობეზრებას იგრძნობთ ან შეგხვდებათ შეზღუდვა და აკრძალვა. საღამოს შეძლებთ ზედმეტი მოკრძალებულობისგან გათავისუფლებას, უფრო კაშკაშა, ორიგინალური გეგმების დასახვას. მუდმივ პარტნიორს შეთავაზეთ ახალ პროექტში მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დახმარებაზე უარის თქმა მისი ავტორიტეტის უპატივცემულობად მიიღებს.

მშვილდოსანი - გამოიჩინეთ მაქსიმალური სიმშვიდე დილის და დღის საათებში. ახალ წამოწყებებს შეუდექით საღამოს. ამ პერიოდში გაიღვიძებს თქვენში აზარტი, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ საქმის მდგომარეობის შეცვლას. გაგიჩნდებათ მორიგი ორიგინალური იდეა ან მიიღებთ მოულოდნელ წინადადებას უცხოეთში მცხოვრები მეგობრებისგან.

თხის რქა - დღეს ბრმად ნუ ენდობით ადამიანებს და გარემოებას, სიტუაცია ნებისმიერ მომენტში შეიძლებთ თქვენ საწინააღმდეგოდ შემობრუნდეს. ბედს ნუ გამოცდით. საქმის დაწყებამდე, განეწყვეთ მკაცრი დისციპლინისთვის, რაც დაგეხმარებათ ფორმის შენარჩუნებაში. დამოუკიდებლობის და ექსპერიმენტის უფლება თავს მხოლოდ ზედმეტი სახსრების არსებობისას.

მერწყული - მუშაობის პირობები არ გაწყობთ პრინციპული მოტივის გამო, თუმცა დღეს მასში რაიმე კარგს გამონახავთ, შესაძლოა გაკავებდეთ მჭიდრო სულიერი კონტაქტის ხელქვეითებთან ან შრომის კარგი ანაზღაურება. წასვლის შესახებ განცხადების დაწერამდე ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ. დღის ბოლოს მკვეთრად მოიმატებს მუდმივი კლიენტის ან ახლობელი ადამიანის მოთხოვნები და ამბიციები.

თევზები - მნიშვნელოვანი საქმეები გვიანობამდე დაასრულეთ. დღისით გაგიმართლებთ და საკუთარ ხიბლსაც წარმოაჩენთ ნებისმიერი გართულების მიუხედავად. გულთან ახლოს ნუ მიიტანთ საყვარელ ადამიანთან გაუცხოებას. რადგან ეს დაღლილობის ან ზედმეტად მჭიდრო ურთიერთობის შედეგია. საღამოს შეძლებთ გრძნობების განახლებას და სამომავლო გეგმების გადახედვას, თუმცა მიღწეულის დაშლას და ყველაფრის ხელახლა დაწყებას ნუ ეცდებით.


ხვალის (6 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews