ხვალის (7 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის » statusebi | საუკეთესო სტატუსები

statusebi » horoskopi » ხვალის (7 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (7 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 6-02-2012, 13:15, ნანახია: 536

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (7 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს უპირატესობა მიანიჭეთ კრეატიულ მიდგომებს, სიამოვნებას მოგანიჭებთ მოვალეობა, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერულ თამაშებს, სარეკლამო სცენარის განვითარებას, არასტანდარტული აქციის მომზადებას, გასართობი საიტის ადმინისტრირებასთან. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა შეგიძლიათ ინტერნეტით. გაგიჩნდებათ ახალი ინტელექტუალური გატაცება.

კურო - ოჯახური ტრადიციები და ჩვეული საცხოვრებელი პირობები წინააღმდეგობაში მოვა თქვენ პროფესიულ გეგმებთან. ეცადეთ ხელახლა მონახოთ ბალანსი პირადულ ცხოვრებას და გარეგნულ მისწრაფებებს შორის და გაითვალისწინოთ ცვალებადი გარემოება. მეტად მნიშვნელოვანი იქნება შინაურების მოსაზრება და შეხედულება, მათ შორის მშობლების და ბავშვების. მათ მოთხოვნილებას უპირატესობას მიანიჭებთ, ვიდრე უფროსობის მოთხოვნას ან მეგობრების რჩევას.

ტყუპები - ხელსაყრელი დროა გადაადგილების, მოლაპარაკების, მიმოწერის, ინტერნეტში მუშაობის, დისტანციური სწავლებისთვის. გაითვალისწინეთ ასტროლოგის რჩევები. მოგეცემათ ლიტერატურული შესაძლებლობის განვითარების შანსი. კარგი მომენტია ბავშვებთან საუბრისთვის.

კირჩხიბი - მიმდინარე პირადული მოთხოვნილება წინააღმდეგობაში მოვა კოლექტივის მოთხოვნილებებთან, მის ოფიციალურ განაწესთან ან დაუწერელ კანონებთან. მატერიალური პრობლემების მოგვარების ან ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებული რჩევების ძიებისას აღმოჩნდებით ახალ ინტერნეტ-საიტზე. მნიშვნელოვანი ნიუანსების განხილვისას გამოიჩინეთ ზომიერება, რათა თქვენი დაინტერესება ვინმესთან წინააღმდეგობაში არ მოვიდეს.

ლომი - დღეს სიჩუმე და ურთიერთობის უქონლობა შეუძლებელია. მოიმატებს საკუთარი ნიჭის, აზრების წარმოჩენის მოთხოვნილება. სწორედ დღეს გადაწყვეტთ ელექტრონული დღიურის შევსებას აქტუალური თემებით. გამოიყენეთ შესაძლებლობები.

ქალწული - კრეატიული ჩანაფიქრები უქმად არ უნდა გააცდინოთ. ორიგინალურ იდეებს მოუძებნეთ სასარგებლო გამოყენება. ნუ შეუშინდებით ინსტრუქციების დარღვევას და ექსპერიმენტის შედეგების განხილვას, ხშირად გაცვალეთ სიახლეები კოლეგებთან. ხელსაყრელი დროა პროგრამული განახლებისთვის. დღის განმავლობაში მოსალოდნელია ინტენსიური ელექტრონული მიმოწერა.

სასწორი - თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება შემოქმედებითი ჩანაფიქრები, მეგობრული და სასიყვარულო კონტაქტები, ასევე ვირტუალური ნაცნობობა. საკუთარი ბიზნესის ან კრეატიული ჩანაფიქრების არსებობისას, კარგად დაფიქრდით რეკლამის საკითხებზე, განიხილეთ თანამოაზრეებთან ერთობლივი საქმის ან გატაცების შორეული პერსპექტივები.

ღრიანკალი - მეტად დაძაბული, მაგრამ თქვენი მომავლისთვის ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი დღე იქნება. გამოიჩინეთ დამატებითი მიზანსწრაფულობა კარიერის საკითხებში. თუ ახლობლები მხარდაჭერის გაწევის ნაცვლად გეკამათებიან, მათთან ჩხუბის ნაცვლად დაფიქრდით მათ სიტყვებზე.

მშვილდოსანი - შესანიშნავი დროა სწავლას, რეკლამას, შუამავლობას, მიმოსვლას, კავშირის საშუალებების შეძენასთან დაკავშირებული საქმეებისთვის. დაინტერესდებით ელექტრონული შემსწავლელი კურსით ან ქსელური ურთიერთობის არასტანდარტული მეთოდით. ჩვეულ გარემოში გაჩნდება უცნობი ადამიანები, რომლებიც გახდებიან თქვენი თანამოაზრეები ან ინფორმატორები. მოსალოდნელია შეტყობინების მიღებას უცხოეთიდან და მოულოდნელი შეხვედრა გზაში.

თხის რქა - მოერიდეთ შაბლონურ აზროვნებას და არ შეუშინდეთ ფულის გამომუშავებას უჩვეულო გზით. დღეს უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ფულადი ანგარიშსწორების არატრადიციულ მეთოდებს. შესაძლოა საქონელი შეიძინოთ ინტერნეტ-მაღაზიაში ან აუქციონზე. გამოიჩინეთ ყურადღება მსგავს რესურსებზე რეგისტრირებისას, განსაკუთრებით პირადი მონაცემების შეყვანის დროს.

მერწყული - შეგიძლიათ თავი წარმოაჩინოთ აკადემიურ მეცნიერებას ან არატრადიციულ საქმიანობაში, რისთვისაც უნდა გაითვალისწინოთ სხვა ადამიანების აზროვნება და დროულად მიაწოდოთ მათ ცნობები საკუთარი თავის შესახებ. თქვენი სავიზიტო ბარათი გახდება მიღებული განათლება ან არასტანდარტული პირადული ინტერესები. გარშემომყოფებზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენი მიღწევები პროგრამირების, სწავლების, შუამავლობის, კონსულტაციის სფეროში.

თევზები - დღეს მოერიდეთ სამსახურებრივ ინტრიგებში მონაწილეობას. რადგან ისინი პირდაპირ არ ეხება თქვენ მიმდინარე ინტერესებს, და დააზარალებს კარგ ურთიერთობას თანამაშრომლებთან. მეტი აქტიურობით გამოიყენეთ ინფორმაციის ელექტრონული წყაროები. საიტებზე, ფორუმზე, სოციალურ ქსელში აღმოჩენილი სიახლეები მეტად საინტერესო იქნება.


ხვალის (7 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews