ხვალის (8 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის » statusebi | საუკეთესო სტატუსები

statusebi » horoskopi » ხვალის (8 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (8 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 7-02-2012, 07:18, ნანახია: 201

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (8 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს მკვეთრად შეიცვლება თქვენი გემოვნება ან ინდივიდუალური გეგმები. გაგიჩნდებათ რევოლუციის მოხდენის სურვილი სასიყვარულო საქმეებში ან შემოქმედებით საქმიანობაში, ორიგინალური მეგობრის მოძიების მოთხოვნილება. საღამოს გაგიჭირდებათ დაძინება.

კურო - დღეს იგრძნობთ, რომ მზად ხართ ძველი ჩვევების შეცვლისთვის. თუმცა მოერიდეთ საკუთარი ცვლილებების აფიშირებას, ის მხოლოდ ძალიან ახლობლებს გაუზიარეთ. მეტად ხელსაყრელი პერიოდი იქნება საღამო. ამ დროს შეძლებთ უფრო კომფორტულ, მოხერხებულ და ბუნებრივ არსებობასთან დაბრუნებას.

ტყუპები - საქმიანი კონტაქტები, ინფორმაციის ძიება, ასევე მნიშვნელოვანი საუბარი, რომელიც მოითხოვს პატიოსნებას და გულწრფელობას, საღამოსთვის არ გადადოთ. დღის ბოლო მკვეთრად მოიმატებს სხვადასხვა გართულების ალბათობა. შინაურებს ან მშობლებს გაუჩნდებათ საიდუმლ. სასიყვარულო ან შემოქმედებით ცხოვრებაში მოსალოდნელია კარდინალური ცვლილებები.

კირჩხიბი - დღისით მოაწესრიგეთ ფინანსური საქმეები, შეიტანეთ სიცხადე ბავშვებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში. საღამოს მოსალოდნელია დამაიმედებელი ცნობები სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. მასშტაბური პრაქტიკული ჩანაფიქრი უფრო კონკრეტულ მოხაზულობას შეიძენს. თუმცა ინფორმაციის წყარო უცნობი დარჩება, ხოლო არასაკმარისი დეტალების დასრულება მოგიწევთ წარმოსახვას მეშვეობით.

ლომი - დღეს უარი თქვით არასაჭირო უხვსიტყვიანობაზე. ხელოვნურად ნუ გააძლიერებთ ინტერესს მოძველებული სიახლეების მიმართ ან განაახლებთ ამოწურულ კამათს. აღიარეთ ოპონენტის გამარჯვება ან მისი კანონიერი უფლება საკუთარ შეხედულებაზე. დღის ბოლოს არ გაახმაუროთ ფინანსური წარმატების დეტალები, საყიდლების არჩევისას კი იხელმძღვანელეთ ერთდროულად ჯანსაღი აზრით და ინტუიციით.

ქალწული - დღეს გარემოება კიდევ ერთხელ შეგახსენებ, რომ საიდუმლო ადრე თუ გვიან გაცხადდება. ეს განსაკუთრებით მოსალოდნელია საღამოს საათებში, სწორედ ამ დროს მოდუნდებით, გახდებით უფრო სენტიმენტალური და მიმნდობი, დაიწყებთ საკუთარი გრძნობების და აზრების გაზიარებას. მეუღლესთან ურთიერთობაში დღის ბოლოს მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ფინანსური ან რელიგიური მოტივები.

სასწორი - მოვლენები გიბიძგებთ შეუქცევადი კარდინალური ნაბიჯისჯენ. ხოლო შინაგანად მზად არ იქნებით ასეთი მკვეთრი ცვლილებისთვის. ყურადღებით მოეკიდეთ მეუღლის ახალ გემოვნებას. რადგან ის შემთხვევითი ახირება არ იქნება, არამედ ურთიერთობის ცვლილების მაჩვენებელი. პირადული სამომავლო გეგმები დილით დასახეთ, დღის ბოლოს ჩაეფლობით არა არსებით დეტალებში.

ღრიანკალი - დღეს გადადეთ შემტევი მოქმედება და ყურადღება მოიკრიბეთ შესრულებული საქმის შედეგებზე. აღმოაჩენთ შეცდომებს და ხარვეზებს არამარტო გრძელვადიან გეგმებში, არამედ ცალკეულ, ნაკლებად მნიშვნელოვან დეტალებშიც. შეიცვლება მუდმივი პარტნიორის გეგმები, მაგრამ თუ თქვენი წამოწყება გონივრული იქნება, ის აუცილებლად დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი - მნიშვნელოვანი საქმეები დღის მეორე ნახევრისთვის არ გადადოთ. დილის საათებისთვის დამახასიათებელი ოპტიმიზმი და შემოქმედებითი აზარტი საღამოს შეიცვლება ეჭვით, დაბნეულობით, მოყირჭების და გაურკვევლობის გრძნობით. ეს განსაკუთრებით მოსალოდნელია ნოემბერში დაბადებულებისთვის. ძილის წინ განიტვირთეთ და მოერიდეთ ახალი გეგმების დასახვას, რადგან შესაძლოა აყვეთ ცდუნებას და აირჩიოთ მცდარი გზა.

თხის რქა - შეგიძლიათ უშუალო მონაწილეობა არ მიიღოთ ოჯახურ ცვლილებებში, თუმცა ამისთვის შინაგანად უნდა მოემზადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დადებითი ცვლილებებიც თქვენ დაძაბულობას გამოიწვევს. საღამომდე შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაასრულეთ რთული საქმეები. საღამოს არ დაკარგავთ პრაქტიკულობას, თუმცა ის მშვიდად შეუთავსდება რომანტიკულ განწყობას.

მერწყული - სხვა ადამიანებთან დღეს მოსალოდნელი კამათი და უთანხმოება გავლენას ვერ მოახდენს ძალების განაწილებაზე. თუ პატიოსნად და წესების მიხედვით თამაშობდით, საკუთარ პოზიციას და რეპუტაციას შეინარჩუნებთ. დღის ბოლოს გადაერთეთ წვრილმან საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია დაავადების მკურნალობას, დაზღვევის ან მემკვიდრეობის გაფორმებას, სხვადასხვა ფინანსურ ანგარიშებთან.

თევზები - ხელსაყრელი დროა სამუშაო ადგილის მოწესრიგების, სამუშაო გრაფიკის ან მკურნალობის გეგმის შედგენის, კოლეგებთან ურთიერთობის გარკვევის, მომსახურე პერსონალთან შეხვედრისთვის. დღის ბოლოს ადამიანები დაიკავებენ ორმაგ პოზიციას და ეცდებითან თქვენგან გარკვეული ინფორმაციის დაფარვას, გაითვალისწინეთ, რომ თანამოაზრეებთან საიდუმლო არ უნდა გქონდეთ.


ხვალის (8 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews