ხვალის (9 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის » statusebi | საუკეთესო სტატუსები

statusebi » horoskopi » ხვალის (9 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (9 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 8-02-2012, 12:17, ნანახია: 346

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (9 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ჩვეულ სამუშაო ვალდებულებას. პირველ ადგილზე დააყენეთ წვრილმანი შეცდომების მოძიების და აღმოფხვრის საკითხი. ასევე გააკონტროლეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი სხეული შრომის ინსტრუმენტია და მას სათანადო პატივისცემით უნდა მოეპყრათ. არ დაივიწყოთ დიეტა და ქრონიკული დაავადების პროფილაქტიკა.

კურო - დღეს არ მოგიწევთ უკანასკნელი ძალების დახარჯვა და გმირობის ჩადენა. თქვენი სურვილების უმრავლესობა სწრაფად, ადვილად და მარტივად შესრულდება. თანდაყოლილი პრაგმატიზმის დახმარებით დროულად მოიშორებთ არაპერსპექტიულ ვარიანტებს და სწორად გამოიყენებთ ხელსაყრელ შესაძლებლობას. კარგი დროა საქმიანობისთვის, რომელიც ერთდროულად მოგიტანთ კმაყოფილებას და სარგებელს. ბავშვების შრომისმოყვარეობა სიხარულს მოგანიჭებთ.

ტყუპები - დღეს თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება ურთიერთობა ოჯახთან, მშობლებთან, საერთო საქმეები შინაურებთან. გამოიჩინეთ დაკვირვებულობა და მოერიდეთ ისეთი საქციელის ჩადენას, რომელიც გამოიწვევს კონფლიქტს. დამატებითი ყურადღება დაუთმეთ საცხოვრებელი ადგილის კეთილმოწყობას.

კირჩხიბი - დღეს ფანტაზია ადგილს უთმობს სიტუაციის ჯანსაღ და მიუკერძოებელ ხედვას. ჩვეულ გარემოცვასთან ურთიერთობა აიგება საქმიან საფუძველზე და არა რომანტიკულზე. მეტად მნიშვნელოვანი იქნება საჭირო დახმარების აღმოჩენის ან მიღების შესაძლებლობა. ხელსაყრელი მომენტია აფთიაქში, მაღაზიაში ვიზიტისთვის.

ლომი - დღის წესრიგში დადგება ვალის, ჯანმრთელობის, წვრილმანი სასარგებლო შენაძენის, მატერიალური სტაბილურობის საკითხები. ამოცანები რიგ-რიგობით შეასრულეთ, იხელმძღვანელეთ ჯანსაღი აზრით. ხელსაყრელი დროა მედიკამენტების, საქმიანი აქსესუარების, წვრილმანი ყოფითი ტექნიკის, რაიმე მომსახურების შეძენისთვის.

ქალწული - დღეს თქვენი საქციელი უფრო მეტად იქნება დამოკიდებული არსებულ განწყობაზე, ვიდრე სხვა ფაქტორებზე. თქვენზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ოჯახური საქმეების მდგომარეობა, მშობლებთან ან ოჯახის სხვა წევრებთან ურთიერთობის ხასიათი. თქვენთვის აუცილებელია დიეტა ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებით.

სასწორი - დღეს უნდა ჩაუღრმავდეთ საინტერესო საქმის თითოეულ დეტალში. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებთ ეფექტურად მუშაობას. მოერიდეთ ნდობას, დაუდევრობას, დაბნეულობას, ოცნებას. ასევე ხშირი ყურადღების მიქცევას სხვების საქმეებზე, თუ მათ არ აქვთ პირდაპირი დამოკიდებულება თქვენი მიზნების რეალიზებასთან. მოგიწევთ პოლიკლინიკაში, აფთიაქში ან სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტი.

ღრიანკალი - დღეს გადახედავთ თქვენ მიდგომას ჯანმრთელობის და შრომისუნარიანობის შენარჩუნების მიმართ. ზოგიერთმა წამალმა დაკარგა აქტუალურობა, ხოლო მკურნალობის სქემა კი უფრო თანამედროვე და პროგრესულით უნდა შეცვალოთ. კარგი მომენტია სამუშაო ადგილის შეცვლაზე დაფიქრებისთვის, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას მოერიდეთ.

მშვილდოსანი - დღეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ყოველდღიური საქმიანობის ჩვეულ პირობებს. თქვენ კარიერულ წინსვლას ხელს უშლის მორალურად მოძველებული შრომის ინსტრუმენტები, არაკვალიფიცირებული ხელქვეითები ან არაადეკვატური ხელფასი და შეუფერებელი სამუშაო გრაფიკი. თქვენი მარცხის რეალური მიზეზი შესაძლოა საკუთარი ოსტატობის და გამოცდილების დეფიციტი იყოს.

თხის რქა - მეტად აქტუალური იქნება არსებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება. ადვილად გაართმევთ თავს დავალებას გამოყენებითი მეცნიერების, ტექნიკის ან მედიცინის სფეროდან, ასევე წარმატებულად მოაგვარებთ ყოფით პრობლემას. ხელსაყრელი დროა შორეული რეგიონების ადამიანებთან საქმიანი ურთიერთობის განვითარებისთვის. კარგი განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ ზომიერი ფიზიკური დატვირთვა და დროში გამოცდილი წამლები.

მერწყული - გამოიჩინეთ ყურადღება წვრილმანების მიმართ, რადგან ისინი გახდებიან მოვლენების უსიამოვნო განვითარების მიზეზი. დაგჭირდებათ დამატებითი სიფრთხილე ხელსაწყოების ექსპლუატაციის, სამედიცინო ან სამეცნიერო ექსპერიმენტის ჩატარებისას. მოერიდეთ სადაზღვევო კომპანიაში ან საგადასახადოში ვიზიტს, ასევე საბანკო ანგარიშის გახსნას, სწავლების კურსის დაწყებას, გრძელვადიანი კრედიტის გაფორმებას.

თევზები - თქვენი პარტნიორის საქციელი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მაგ. განწყობაზე, სამუშაო სიტუაციაზე, მშობლებთან ურთიერთობაზე. თქვენი აზრი მას ბოლო რიგში დააინტერესებს. ნუ ეცდებით საყვარელი ადამიანის საქმეებში ჩარევას მისი თხოვნის გარეშე, რადგან ამგვარად დააზარალებთ მასაც და საკუთარ თავსაც. ნაკლებად შესაფერისი დროა ახალი გრძელვადიანი ხელშეკრულების და აქტიური ერთობლივი საქმიანობისთვის.


ხვალის (9 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews