ხვალის (10 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის » statusebi | საუკეთესო სტატუსები

statusebi » horoskopi » ხვალის (10 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (10 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 9-02-2012, 11:32, ნანახია: 437

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (10 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს სუსტი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახასიათებთ, მკურნალობა კი პრობლემატური იქნება. მოსალოდნელია ტრავმები ძველ გაუმართავ მექანიზმებთან ურთიერთობისას. სამედიცინო დახმარება დაგჭირდებათ ექსტრემალური ჩვენებით, თუმცა უარი თქვით არასასწრაფო ქირურგიულ ოპერაციაზე. მოერიდეთ უშუალო ურთიერთობას გაუწონასწორებელ ადამიანებთან და აგრესიულ ცხოველებთან.

კურო - ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი საქმიანობისთვის, რომელიც გულისხმობს აქტიურობას და მოძრაობას. ხელსაყრელი მომენტია გასეირნების, დამატებითი დატვირთვის, სპორტული ვარჯიშის და შეჯიბრისთვის. კმაყოფილებას მოგანიჭებთ რაიმე წვრილმანი ხელსაქმე. უფრო ინტენსიური გახდება თქვენი სექსუალური ცხოვრება ან გამოიჩენთ ინიციატივას რომანტიკულ ურთიერთობაში.

ტყუპები - მოერიდეთ ემოციურ აღგზნებას, ფიზიკური დატვირთვას, ასევე სიჩქარეს და არააკურატულობას. მსგავსი საქციელის შედეგი იქნება ყოფითი კომფორტის დარღვევა ან ფსიქოლოგიური კლიმატის გაუარესება სახლში. მოერიდეთ ღია კონფლიქტს მშობლებთან.მოსალოდნელია ოჯახის წევრების ავადმყოფობა.

კირჩხიბი - ხელსაყრელი დღეა კონკრეტული მიზეზით მოკლე შეხვედრისთვის, კოლეგებთან ინტენსიური ურთიერთობისთვის, მჭიდრო ურთიერთობა გექნებათ მომსახურე დაწესებულების პერსონალთან. მოგიწევთ კავშირის და ტრანსპორტის ძველი საშუალების გამოყენება.

ლომი - კარგი დროა სწრაფი ფინანსური ოპერაციების ჩატარებისთვის, თუ გარიგება მცირემასშტაბიანია. შეგიძლიათ შეიძინოთ მექანიზმების დეტალები და დაკავდეთ რემონტით. უკიდურესი აუცილებლობის გარეშე არ შეიძინოთ ინსტრუმენტები და წამლები. თავი შეიკავეთ არასავალდებული გადასახადების გადახდისგან, განსაკუთრებით სამედიცინო და ტექნიკური სახის.

ქალწული - დღეს უნდა დააბალანსოთ აქტიურობა და შეგნებული სიფრთხილე. სამუშაოს დაწყებამდე შეამოწმეთ ინსტრუმენტების გამართულობა და საიმედოობა. გააკონტროლეთ ემოციები, რადგან ნერვიულობა გაზრდის რისკს. შეუფერებელი მომენტია ახალი საქმის დასაწყებად, ქირურგიული ჩარევისთვის. მოერიდეთ მჭიდრო ურთიერთობას აგრესიულ ადამიანებთან და ცხოველებთან.

სასწორი - ცუდად ყოფნა გამოწვეული იქნება ქრონიკული დაავადების გამწვავებით ან საწარმოო ტრავმით, ასევე ნერვიულობით, შინაგანი ფსიქოლოგიური დაძაბულობით. მოსალოდნელია კონფლიქტი მომსახურე პერსონალთან. მოერიდეთ გრძელვადიანი ერთობლივი პროექტის დაწყებას, თქვენი პარტნიორი არასაიმედო და მერყევი აღმოჩნდება.

ღრიანკალი - წარმატების ძირითად საფუძველი დღეს ემოციური წონასწორობა იქნება. თანამოაზრეებთან და ახლობლებთან ურთიერთობა არ გააფუჭოთ კირკიტობით, სიფიცხით, შურისძიებით, ზედმეტი ახირებით. მოერიდეთ რუტინას, რადგან ის გაგაღიზიანებთ, ასევე პასიური პოზიციაც არასასურველია, საკუთარი საზრიანობა შესაბამისად გამოიყენეთ.

მშვილდოსანი - დღეს გარშემო ბევრი რამ გაგაღიზიანებთ, რაც უფრო აქტიურად ესწრაფვით მიზანს, მით უფრო ხშირად შეხვდებით სამწუხარო მარცხს და იმედგაცრუებას. ზემდგომ პირებთან და მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობისას მოერიდეთ სიფიცხეს, ასევე არ მიიღოთ სპონტანური გადაწყვეტილება, რადგან ისინი არასწორი აღმოჩნდება.

თხის რქა - დღეს ადვილად მოძებნით მოკავშირეებს და დამხმარეებს, ან ნაცნობი ადამიანების წრიდან ან საჭირო ადამიანები თავად შემოგთავაზებენ საკუთარ დახმარებას. საკუთარი და სხვების ენერგია გამოიყენეთ მშვიდი, კონსტრუქციული მიზნებისთვის. ნუ იჩქარებთ შორეული მივლინების გაფორმებას ან ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადასვლას.

მერწყული - დღეს უფრო გონივრული იქნება თავის დაზღვევა და სიფრთხილის გამოჩენა, ვიდრე თავისმტვრევა მოვლენების წარუმატებელი განვითარების გამო. ამა თუ იმ საქმის დაწყებამდე წინასწარ შეაფასეთ მოსალოდნელი რისკის ხარისხი. მოიმატებს ავარიების ალბათობა ადამიანების დაუდევრობის და ტექნიკური გაუმართაობის გამო. ნუ ენდობით მოძველებულ ტექნიკა ან მეთოდიკას, არაკეთილსინდისიერ დამხმარეებს და ხელქვეითებს.

თევზები - დღეს მოერიდეთ არსებული უთანხმოების გამწვავებას გარშემომყოფებთან. ურთიერთაუტანლობა უმცირესი ბიძგით სწრაფად გარდაიქმნება ხმამაღალ სკანდალში. განცდების ან კონფლიქტის მიზეზი გახდება კონკურენცია, ცოლ-ქმრული კამათი, უხარისხო მომსახურება. სხვა, განსაკუთრებით ახლობელი ადამიანის ემოციური აღგზნება სწრაფად გადმოგედებათ.


ხვალის (10 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews