ხვალის (11 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის » statusebi | საუკეთესო სტატუსები

statusebi » horoskopi » ხვალის (11 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (11 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 10-02-2012, 10:13, ნანახია: 359

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (11 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება გარშემომყოფების მოსაზრება. ახალი გზის დასაწყისში შეიქმენით კარგი შთაბეჭდილება და მოერიდეთ ისეთ საქციელს, რომელიც არაკეთილისმსურველებს თქვენ შეცდომებს შეახსენებს. გამოიჩინეთ დამატებითი დელიკატურობა მეუღლესთან ურთიერთობისას. დაიცავით ტრადიციები და რიტუალები, რომელსაც ის პატივს სცემს.

კურო - კარგი განწყობის საფუძველი იქნება დადებითი, მშვიდი განწყობა. უარი თქვით ინტრიგაზე, აღმზრდელობით ტონზე, ღია მტრობაზე. მშვიდი ურთიერთობის აღდგენის შესანიშნავი გზა იქნება ურთიერთდახმარება. ცუდი განწყობის შემთხვევაშიც მოერიდეთ ძლიერ მოქმედ პრეპარატებს, მშვიდი მუსიკა და სასიამოვნო საუბარი ფინჯან ჩაისთან ერთად საუკეთესო გამაჯანსაღებელი საშუალება იქნება.

ტყუპები - დღეს მოშორდით ცხოვრების უსიამოვნო მხარეებს და ყურადღება მოიკრიბეთ პოზიტიურ მომენტებზე. ურთიერთობაში წარმოქმნილ სირთულეებს ადვილად დაძლევთ. ხელსაყრელი მომენტია გარეგნობაზე ზრუნვისთვის, საყვარელი ადამიანი აუცილებლად დააფასებს თქვენ ელეგანტურობას და დახვეწილ ორიგინალურ გემოვნებას. მოერიდეთ სექსუალური ასპექტით გატაცებას, რომანტიკული სიცივე უფრო გონივრული იქნება.

კირჩხიბი - თქვენი მთავარი მიზანი გახდება გარშემომყოფებთან ურთიერთობაში სიმშვიდის და ჰარმონიის შენარჩუნება. დაიწყეთ ყველაზე მნიშვნელოვანი კონტაქტებით, მაგ. მშობლებთან ან მეუღლესთან ურთიერთობით. მოიქეცით სამართლიანად, მოერიდეთ ზედმეტად დაჟინებულ ემოციურ შეფასებას. ყოფითი კომფორტის ნაკლებობა დაბალანსდება სახლში მსუბუქი და სასიამოვნო ფსიქოლოგიური ატმოსფეროთი.

ლომი - ხელსაყრელი დღეა მცირე გასეირნების ან სასიამოვნო კომპანიაში მოგზაურობის. ხელახლა დაამყარებთ ურთიერთგაგებას ნათესავებს ან მეზობლებთან. კმაყოფილებას მოგანიჭებთ რაიმე ელიტურ დაწესებულებაში ვიზიტი. სტუმრად წასვლა დაგეგმეთ დღის მეორე ნახევარში. სწორედ ამ დროს მინიმუმამდე შემცირდება ფსიქოლოგიური დაძაბულობა, რომელიც ხელს უშლის ჰარმონიულ ურთიერთობას.

ქალწული - დღეს მოერიდეთ ძალიან ცხიმიანი საკვების მიღებას, რადგან უსიამოვნო შედეგებს მიიღებთ. თუ თქვენი მიზანი ზედმეტი წონის მოშორებაა, განმარტოებულ ან ოჯახურ სადილს ამჯობინეთ კაფე ან რესტორანი. სწორი სერვირება, დახვეწილი ანტურაჟი და საინტერესო თანამოსაუბრეების არსებობა დაგეხმარებათ საკვებიდან ყურადღების გადატანაში.

სასწორი - დღეს მუდმივად უკმაყოფილო იქნებით გარეგნული იერით ან პარტნიორული ურთიერთობით. გაგიჩნდებათ ძლიერი განცდები ოჯახურ მოვლენებთან დაკავშირებით. დილით ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას, თანდაყოლილი გემოვნება და დიპლომატიურობა გიმტყუნებთ. საკუთარი იმიჯის შეცვლის ან გარშემომყოფებთან ურთიერთობაში სიცხადის შეტანისას შეინარჩუნეთ გონივრულობა.

ღრიანკალი - დღეს არასასურველია სტომატოლოგთან და ენდოკრინოლოგთან ვიზიტი, ასევე ხელშეკრულების გაფორმება, პირადული საიდუმლოს ნდობა ნაკლებად ნაცნობი ადამიანებისთვის, ისინი მოისურვებენ მათ გამოყენებას კომპრომატის სახით. გარშემომყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ პატიოსნება, ამგვარად მოგებული დარჩებით.

მშვილდოსანი - დღეს მოგიწევთ წვრილმანი საქმიანი უსიამოვნების და პროფესიული მარცხის დავიწყება. თქვენთვის ნამდვილი საჩუქარი იქნება განათლებულ, ინტელიგენტური ადამიანების კომპანიაში ყოფნა. ხელსაყრელი მომენტია მეგობრებთან შეხვედრისთვის. მათთან ურთიერთობა შეგიცვლით სასიყვარულო გულისტკივილს ან გახდევა ახალი რომანტიკული ურთიერთობის კატალიზატორი.

თხის რქა - დღეს გაგიჭირდებათ შეგუება შემოთავაზებულ გარემოებასთან. ჩვევის გამო მიყვებით სამსახურებრივი ურთიერთობის მკაცრ კანონებს, როცა ახლობლები თქვენგან საპირისპირო საქციელს მოითხოვენ. დღის პირველ ნახევარში თქვენი რეაქცია მიმდინარე მოვლენებზე დესტრუქციულ ელფერის იქნება, დამატებით არახელსაყრელ გარემოში მოსალოდნელია სტრესი.

მერწყული - გაიზრდება ინტერესი მოგზაურობის, უმაღლესი განათლების მიღების, შორეულ ადამიანებთან ურთიერთობის მიმართ. ამ პერიოდში ნაცნობობა გაუგებრობით დაიწყება, თუმცა შედეგები ნაყოფიერი იქნება. უარი არ თქვათ ავტორიტეტულ, პოპულარულ, პატივცემულ ადამიანებთან ურთიერთობაზე. განსხვავებულად შეხედავთ ქორწინებას და პირადულ ცხოვრებასთან დაკავშირებულ პერსპექტივას.

თევზები - დღეს სავსებით მოსალოდნელია სწრაფვა სილამაზის და დამატებითი კომფორტისთვის. მოდური ტანსაცმელი და ვარცხნილობა გახდება ცდუნების იარაღი. თუმცა გამოიჩინეთ დაკვირვებულობა და არ აყვეთ ძლიერ სურვილებს. კრიტიკური სიტუაციას თავიდან აიცილებთ სიმშვიდის და წონასწორობის, სხვა ადამიანების მიმართ სამართლიანობის და ობიექტური პოზიციის შენარჩუნებით.


ხვალის (11 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews