ხვალის (12 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის » statusebi | საუკეთესო სტატუსები

statusebi » horoskopi » ხვალის (12 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (12 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 11-02-2012, 11:35, ნანახია: 343

გაზიარება
1 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (12 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს მოერიდეთ მარტოობა. თუმცა დროის გატარება თავგადასავლის აქტიურად ძიებაშიც არ არის გამოსავალი. ძირითად მიზნად აქციეთ შექმნილი კონტაქტების გამყარება და მონახეთ გონივრული კომპრომისი. შესანიშნავი მომენტია ცოლ-ქმრული ურთიერთობის სტაბილიზებისთვის. საერთო მეგობრები, სამომავლო გეგმები, მსგავსი იდეალები და ზნეობრივი ნორმები დამატებით გაამყარებს თქვენ კავშირს.

კურო - დღეს აუცილებელი არ არის სილამაზის სალონში ვიზიტი, ბევრი სასარგებლო პროცედურა შეგიძლიათ ჩაატაროთ სახლის პირობებში. ხელსაყრელი დროა ორგანიზმის გამწმენდი, ზედმეტი წონის მოსაშორებელი ღონისძიებისთვის. ძვირადღირებული სიახლეებიდან დაუბრუნდებით გამოცდილ კოსმეტიკურ და პარფიუმერულ საშუალებებს, რომელიც დადებითად მოქმედებს თქვენ სხეულსა და განწყობაზე.

ტყუპები - დღეს მოვლენები განვითარდება თქვენთვის სასარგებლო სცენარით. კარგი დროა ბავშვებთან ურთიერთობის, ორგანიზატორული და ლიტერატურული ნიჭის გამოვლენისთვის. ხელსაყრელი რომანტიკული ურთიერთობა გაამყარეთ ნიშნობით. საყვარელი ადამიანი თამამად გააცანით ძველი მეგობრების კომპანიას. მათი თანხმობა კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ არჩევანის სისწორეში.

კირჩხიბი - მოერიდეთ მოწყენილობას და გულგატეხილობას, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. დილა დაიწყეთ სახლის კოსმეტიკური დალაგებით, ამგვარად მოიკრებთ თავდაჯერებულობას და მოიშორებთ ნეგატიური აზრებს. ნუ იკამათებთ უფროს თაობასთან, პირიქით მათი ცხოვრების წესში გამონახეთ რაიმე გონივრული და სასარგებლო. კარგი დღეა მეგობრებთან ან ნათესავებთან წინასწარ დაგეგმილი შეხვედრისთვის.

ლომი - ხელსაყრელი მომენტია სპონტანური გადაწყვეტილების და მოულოდნელი ნაცნობობისთვის. ნებისმიერმა შეხვედრამ უნდა ჩაიაროს მაღალ დონეზე. ყველა გადაადგილება და კონტაქტი დაგეგმეთ წინასწარ, ასევე წინასწარ დაფიქრდით ტანსაცმლის სტილზე, გარეგნობაზე და მანერებზე. ურთიერთობაში დაიცავით დროში გამოცდილი რიტუალები, თუნდაც მათ მიმართ ირონიული დამოკიდებულება გქონდეთ.

ქალწული - დღეს შეათავსეთ დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა და პრაქტიკულობა და რაციონალურობა. სასიყვარულო საქმეებში წინასწარი გათვლები უფრო სწორი ტაქტიკა იქნება, ვიდრე სპონტანურ ემოციებზე აყოლა. სასიყვარულო შეხვედრის პროგრამა არასტანდარტული, მაგრამ წინასწარ მოფიქრებული უნდა იყოს. საყიდლების ან საჩუქრების შეძენისას გაითვალისწინეთ არა ფანტაზიები, არამედ რეალური ფინანსური შესაძლებლობა.

სასწორი - დღეს თქვენთვის დამახასიათებელი იქნება ენთუზიაზმი და აზარტი. ხელსაყრელი მომენტია ტრადიციული გართობის, ხოლო ექსტრიმი თქვენთვის შეუფერებელი იქნება. ზომიერი და თავშეკავებული პოზიცია მეტად მომგებიანი, ბუნებრივი და უსაფრთხო იქნება. ოქტომბრის შუა რიცხვებში დაბადებულებს ელოდებათ მნიშვნელოვანი საუბარი საყვარელ ადამიანთან, ბავშვთან ან მეგობართან.

ღრიანკალი - დღეს შინაურებთან მეტად საინტერესო და ინფორმატიული, მაგრამ ნაკლებად გულითადი საუბარი გექნებათ. მშობლები სიამოვნებით მოგცემენ რჩევას ან გაგიზიარებენ სიახლეებს, თუმცა გამოიჩენენ ემოციურ თანაგრძნობას თქვენი პრობლემების მიმართ. თუ აპირებთ ოჯახის წევრებისთვის მეგობრების ან მეორე ნახევრის გაცნობას, წინასწარ შეიმუშავეთ ღონისძიების სცენარი.

მშვილდოსანი - ადამიანებთან ურთიერთობას ზუსტად შეთანხმებული წესების მიხედვით ჩაივლის, თუმცა ურთიერთობა სასიამოვნო იქნება. კარგი დღეა მეგობრული შეხვედრის, წინასწარ დაგეგმილი მოგზაურობის ან ექსკურსიის, მიზნობრივი ინტერნეტ-საიტების მონახულებისთვის. მიიღებთ შეტყობინებას მეგობრის ან ნათესავებისგან. დარეგისტრირდებით რაიმე ქსელური რესურსის ან პროგრამული პროდუქტის მომხმარებლად.

თხის რქა - დღეს თქვენ საქციელს წარმართავს ვალდებულების გრძნობა. საკუთარ თავს დამატებით პასუხისმგებლობას ან შეზღუდვას დაუწესებთ. სასურველია დროულად შეაჩეროთ სრულყოფისკენ სწრაფვა. მაგ. კარგი გარეგნობის შენარჩუნებას ჯანმრთელობის ხარჯზე ნუ ეცდებით.

მერწყული - დღეს თქვენი საქციელი გამოირჩევა ჯანსაღი აზროვნებით, ანგარიშიანობით და თანმიმდევრულობით. სწორედ დღეს ფარულად ან ცხადად უხელმძღვანელებთ მოვლენებს. კარგი დროა უცხოური კავშირების გამტკიცებისთვის, სხვა ქალაქში ან ქვეყანაში მაცხოვრებლებთან ლირიკული ურთიერთობა კარგად ჩაჯდება ეპისტოლარული რომანის ფარგლებში, ხოლო სერიოზული გატაცების არსებობისას კი დაფიქრდით პირისპირ შეხვედრაზე.

თევზები - დღეს საკუთარი თავის და სხვა ადამიანებისგან სპონტანურობას და არათანმიმდევრულობას ნუ ელოდებით. საყვარელი ადამიანის საქციელი გაგაოცებთ ანგარიშიანობით, თუმცა ეს მის გულგრილობას არ ნიშნავს. დღეს პირადული შეუხებელი სივრცის არსებობის მოთხოვნილება უფრო ძლიერი იქნება ვიდრე საყვარელ ადამიანთან ყოფნის სურვილი. თუმცა შეგიძლიათ ენდოთ პარტნიორის სიტყვებს, ის არ მოგატყუებთ.


ხვალის (12 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
<
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
  • სკაიპი: --
11 თებერვალი 2012 15:55

makuna

  • ჯგუფი: წევრი
  • რეგისტრაცია: 8.02.2012
 
wink smile smile smile

ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews