ხვალის (13 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის » statusebi | საუკეთესო სტატუსები

statusebi » horoskopi » ხვალის (13 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (13 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 12-02-2012, 09:53, ნანახია: 359

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (13 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს ძლიერი ვნებები გიბიძგებთ არატრადიციული ან სარისკო საქციელისკენ. თქვენი თვალთახედვის არეში აღმოჩნდება ბიზნესს, დაზღვევას, აქციონირებას, ვალებს, მსხვილ კაპიტალს, ცოლ-ქმრულ ბიუჯეტთან დაკავშირებული საქმეები. მოიმატებს სექსუალურობა და მგრძნობიარობა. მოსალოდნელია წარმატება საბრძოლო საქმეში, სამედიცინო სფეროში, რაიმე სახიფათო კვლევის ან ცდის ჩატარებისას.

კურო - დღეს თქვენი და გარშემომყოფების ინტერესები განსხვავებული იქნება. კავშირის შენარჩუნებას ან დიალოგის გაგრძელებას შეძლებთ, თუ დემონსტრაციულად არ დაუპირისპირებთ საკუთარ და სხვების პრინციპებს. კამათის საბაბი გახდება მატერიალური, სამართლებრივი, რელიგიური ან სექსუალური სახის პრობლემები. გამონახეთ კომპრომისი, რაც რთული არ იქნება.

ტყუპები - დღეს მეტად დაინტერესებული იქნებით შრომის მატერიალურ ანაზღაურებაში, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ემოციური ჩართულობა საქმეშიც. გამოგადგებათ ინტუიცია და შორსმჭვრეტელობა, რუტინა ნამდვილ დეტექტივად იქცევა. კარგად ყოფნის მიუხედავად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ხელსაყრელი მომენტია ექიმთან ვიზიტისთვის.

კირჩხიბი - დღეს გაძლიერდება ემოციურობა. ჭარბი ძლიერი ემოციები დადებითად აისახება შრომის შედეგებზე. თუ არ გექნებათ შემოქმედებითი თვითგამოხატვის შესაძლებლობა, ეცდებით შესაძლებლობის გამოყენებას ჩვეულ საქმიანობაში. სასიყვარულო ურთიერთობა უფრო მგზნებარე გახდება, გაძლიერდება ეროტიულობა და ეჭვიანობა.

ლომი - დღეს თქვენთვის აქტუალურია ოჯახურ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები. მოისურვებთ თქვენი ან ოჯახის კუთვნილი ტერიტორიის გაფართოებას, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. მოგიწევთ მსხვილი თანხის სესხება, იპოთეკური ან სხვა სახის დაკრედიტებასთან შეჯახება, სახსრების ნაწილის ჩადება ბიზნესის გასაძლიერებლად.

ქალწული - დღევანდელი გარემოება აუცილებელს გახდის შეხვედრას ახლო ან შორეულ ნათესავებთან, ხელსაყრელ პირობებს შექმნის სხვა ქვეყნის და კულტურის წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის. დაგჭირდებათ იურისტის კონსულტაცია, პარტნიორთან ან მრჩეველთან შეხვედრა. საუბრის მიზეზი იქნება ფინანსური, ქონებრივი, სამართლებრივი, რელიგიური საკითხები, ამოუხსნელი გამოცანები და შოკისმომგვრელი სიახლეები.

სასწორი - არ გადადოთ მატერიალური პრობლემების გადაწყვეტა, რადგან სტრატეგიული მნიშვნელობის დღეა. შეუფერებელი მომენტია მეწვრილმანეობისთვის. ძირითადი ყურადღება დაუთმეთ მსხვილ თანხებს, ასევე ანგარიშებს უცხოურ ბანკში. მოგიწევთ საგადასახადო ინსპექტორთან ვიზიტს. ხელსაყრელია ანტიკვარიატის და ნატურალური ტყავის ნაწარმის შეძენა.

ღრიანკალი - დღეს თქვენი მადა დილიდან გაიზრდება. მოსაწყენ რუტინაში ჩაფლობაში ხელს შეგიშლით სიზარმაცე, მომატებული სენტიმენტალურობა, მგრძნობიარობა, ლამაზი ცხოვრებისკენ სწრაფვა. გააიდეალებთ მეუღლეს, თუმცა შესაძლოა თქვენი მოსაზრებების დაპირისპირებაც. ხელსაყრელი მომენტია ძველი საგნებისთვის ხელმეორე ცხოვრების მისაცემად.

მშვილდოსანი - დღეს გამოიჩინეთ ზომიერება კვებაში, ხარჯებში, გრძნობებში. სასიამოვნო საგნების სიჭარბე უფრო სახიფათო იქნება თქვენი ორგანიზმისთვის, ვიდრე მათი ნაკლებობა. სასურველია დიეტის დაცვა, სტრესული სიტუაციისთვის თავის არიდება. გაზრდილი მადა გამოწვეული იქნება ფარული აგრესიით. დამატებითი შემოსავლის მიღებისკენ სწრაფვა სიხარბეში არ უნდა გადაიზარდოს.

თხის რქა - დღეს სასიყვარულო ურთიერთობა მოულოდნელი კუთხით გაიხსნება. აღმოაჩენთ, რომ გულგრილი არ ხართ სექსის საკითხების მიმართ. ფინანსურ საქმეებში მოსალოდნელია წარმატება, ამასთან მოგება გელოდებათ სხვა ადამიანებთან თანამშრომლობის შედეგად. დამატებით ხარჯებს გაიღებთ სიამოვნების მიღებაზე. გამოსცადეთ თავი უფრო მეტად ანაზღაურებად შემოქმედებით საქმიანობაში.

მერწყული - დღეს საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება თქვენი ენდოკრინული სისტემა. ბოლო ხანებში მიღწეული ფსიქოლოგიური წონასწორობის რყევის მიზეზი მოიძიეთ ამ სფეროში. მთელ ძალებს ფინანსური კეთილდღეობისთვის ბრძოლას ნუ დაუთმობთ. რეკომენდებული არ არის ცუდ განწყობაზე, ძლიერი სურვილების და ვნებების გავლენით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება.

თევზები - დღეს გაძლიერდება ინტერესი შორეული მოგზაურობის მიმართ, მათ შორის ეგზოტიკურ ქვეყანაში. ასევე გამომჟღავნდება თქვენი არარეალიზებული სწრაფვა თვალსაწიერის გაფართოების და ფარული შემოქმედებითი შესაძლებლობის სრულად გამოყენებისკენ. უკვალოდ არ ჩაივლის ავტორიტეტულ, გავლენიან, მდიდარ ადამიანებთან ურთიერთობა. ხელსაყრელი მომენტია ტაძარში მისვლისთვის.


ხვალის (13 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews