ხვალის (14 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის statusebi.org

statusebi » horoskopi » ხვალის (14 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (14 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 13-02-2012, 13:40, ნანახია: 403

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (14 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს მუდმივად თან გდევთ მომატებული ემოციური დაძაბულობა და აღგზნება, რომელიც მიმართეთ კონსტრუქციული მიმართულებით, მაგ. გამოიყენეთ როგორც დამატებითი ენერგიის წყარო რთული ამოცანის შესრულებისას. წინააღმდეგ შემთხვევაში ძლიერი განცდების გავლენით შეცდომებს დაუშვებთ. ნაკლებად შესაფერისი დღეა საჩუქრების შერჩევისთვის. მოერიდეთ ზედმეტობას ინტიმურ სფეროში.

კურო - გარშემომყოფებისთვის დამახასიათებელი გრძნობების სიჭარბე თქვენც გადმოგედებათ. მოერიდეთ თქვენთვის უცხო როლში გამოსვლას და პრინციპებზე უარის თქმას. უღირსი საქციელის ჩადენას სწრაფად ინანებთ. ერთობლივი საწარმო მოითხოვს მმართველობით და სარეკლამო პოლიტიკის სრულყოფას. ცოლ-ქმრული კავშირი გამყარდება სექსუალური კავშირის ან ბავშვების ზრუნვის გამო.

ტყუპები - ხელსაყრელი დროა პირადული სტრატეგიის და ტაქტიკის შეცვლისთვის. დღეიდან თქვენი სამომავლო გეგმები უფრო ბუნდოვანი და ორმაგი გახდება. გარემოება გაიძულებთ ხშირად დაეყრდნოთ ინტუიციას. მოგიწევთ იმიჯის და პროფესიული პოლიტიკის კორექტირება. შეასრულეთ შეუცვლელი წვრილმანი მოვალეობები.

კირჩხიბი - დღეს თამამად შეგიძლიათ გიწოდონ საქმიანი და შემოქმედებითად მოაზროვნე პიროვნება. ხელიდან არ გაუშვათ სიტუაციის თქვენ სასარგებლოდ შემობრუნების შანსი. რისთვისაც საკმარისი იქნება ცალკეული მცირე გადამრთველები, არ დაგჭირდებათ შექმნილი სიტუაციის სრულად გაკონტროლება. ყოველდღიურ გარემოცვასთან და შორეულ კორესპონდენტებთან თქვენი ურთიერთობის სტილი ნაკლებად საქმიანი და ფორმალური, უფრო პოეტური გახდება.

ლომი - ინტენსიური თანამშრომლობის პერიოდი დასასრულს უახლოვდება, ამიტომ გაგიჩნდებათ დაღლილობადა იმედგაცრუება ზოგიერთი კონტაქტისგან. შესაძლოა მომატებული გაღიზიანება. ოჯახური ატმოსფერი ოპტიმიზმს ვერ შეგმატებთ, თუმცა სრულად არ მოერიდოთ ოჯახური საქმეების შესრულებას. რუტინული ყოფითი საზრუნავი თქვენზე დადებით გავლენას მოახდენს.

ქალწული - დღეს სასარგებლო იქნება ზომიერი ფიზიკური აქტიურობა, ასევე შესასრულებელ საქმეში ემოციური ჩართულობა. გამძაფრდება რეაქცია დაშვებულ შეცდომებზე, ასევე სხვა ადამიანების კრიტიკულ შენიშვნებზე. გაგიჩნდებათ ახალი გეგმები, რომელთა რეალიზებისთვის დაგჭირდებათ მუდმივი პარტნიორის მხარდაჭერა.

სასწორი - გააგრძელეთ დაწყებული საქმეები და მოერიდეთ მოვლენების მსვლელობის მკვეთრად ცვლილებას. ფინანსური ანგარიშების წარმოებისას გაითვალისწინეთ წვრილმანებიც. აღმოაჩენთ დაკარგულ ინსტრუმენტს ან წამალს. ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით გაჩენილ რომანტიკულ გრძნობას სიფრთხილით მოეკიდეთ. ეს შესანიშნავი მიზეზია მუდმივ პარტნიორთან ურთიერთობისთვის, მაგრამ არა შემთხვევითი კავშირებისთვის.

ღრიანკალი - დღეს დამოუკიდებლად უზრუნველყოფთ საკუთარ თავს აუცილებელით, თუმცა თანამოაზრეების კომპანიაში მუშაობა უფრო მიმზიდველი იქნება, ვიდრე მიზნისკენ განმარტოებულად სწრაფვა. ხელსაყრელი დროა პრაქტიკული საქმიანობის, გამოყენებითი სამეცნიერო კვლევის, სამედიცინო ექსპერიმენტისთვის. სასიყვარულო საქმეები აუცილებელია ურთიერთობის და გრძნობების გამოსახატად შესაფერისი სიტყვების გამოძებნის უნარი.

მშვილდოსანი - დღეს კარგად მუშაობს თქვენი ინტუიცია. მაგ. გამოიცნობთ შეფის ან ბავშვის ჩანაფიქრს, მოხერხებულად გამოიყენებთ მიზნის მიღწევის სათადარიგო ვარიანტს. თუმცა ფანტაზიას დიდ გასაქანს ნუ მისცემთ, რადგან მოვლენებს დამახინჯებულად დაინახავთ. რომანტიკული განწყობა ან ინსტინქტის ძახილი დღის ბოლოს გიბიძგებთ დროის აქტიურად გატარებისკენ.

თხის რქა - დღეს მუდმივი პარტნიორის, უცხოელი თანამშრომლის, შორეული ნათესავის დახმარების იმედი იქონიეთ. ისინი ინტუიციურად გრძნობენ თქვენ სურვილებს, ზოგჯერ კი წინასწარ ხვდებიან მას. მომავალში მოსალოდნელი დაუგეგმავი მოვლენები სერიოზულ წინააღმდეგობას არ შეგიქმნით, თუმცა სულში ემოციურ კვალს დატოვებს. დაგჭირდებათ ინფორმაციის ახალი წყაროები.

მერწყული - დღეს კარდინალურ ცვლილებას ვერ განახორციელებთ. მოერიდეთ ზედმეტ ემოციურობას, რადგან ის ხელს შეგიშლით მოვლენების სწორად ხედვაში. დროულად წარადგინეთ საკუთარი შრომის შედეგები, რათა თავიდან აიცილოთ შეფის ცუდი განწყობა. დროა შესწორება შეიტანოთ კვების ან შემოსავლის მიღების სტილში.

თევზები - გარემოება თქვენგან მოითხოვს დამატებით კონტაქტურობას. დროა დაფიქრდეთ წიგნებზე, რომლებსაც კითხულობთ ან წყაროებზე, საიდანაც ინფორმაციას ღებულობთ. დამატებით აქტუალურობას შეიძენს ცოლ-ქმრული და მუდმივი ურთიერთობის საკითხი, მათი სამომავლო განვითარება თქვენზე იქნება დამოკიდებული.


ხვალის (14 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews