ხვალის (15 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის statusebi.org

statusebi » horoskopi » ხვალის (15 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (15 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 14-02-2012, 13:07, ნანახია: 407

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (15 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - ხელსაყრელი დღეა რელიგიური, სასწავლო, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის. სხვა ქალაქის მაცხოვრებლების მიმართ გაგიჩნდებათ სიმპატია, რომელიც უფრო გაძლიერდება. დღის დასაწყისში არასასურველია შორეულ მოგზაურობაში წასვლა, ტურსაგზურის შეძენა, მნიშვნელოვანი წერილების დაწერა, დოკუმენტების შეტანა სასამართლოში.

კურო - დღეს გამოიჩინეთ მეტი დაკვირვებულობა და სიფრთხილე პირადულ საქმეები და ფინანსურ სფეროში. რეცეპტები, რომლებიც დღეს გამოგადგებათ, შეინახეთ ფორს-მაჟორული სიტუაციისთვის. დაუმტკიცეთ თავს საკუთარი შესაძლებლობა გონივრულობის ფარგლებში. წარმატებული იქნება ექსპერიმენტი გარეგნობასთან დაკავშირებით.

ტყუპები - დღეს კარგად დაფიქრდით გადაწყვეტილების მიღებამდე ან საკუთარი აზრის გამოთქმამდე. სიფრთხილით აირჩიეთ მოკავშირეები და დამქირავებლები, რადგან ყველას არ გააჩნია თქვენ მიმართ კრისტალურად სუფთა და გამჭვირვალე ჩანაფიქრი. მეტად დისკომფორტული იქნება დღის პირველი ნახევარი, რადგან გაგიცრუვდებათ მოლოდინი. საღამო უფრო სასიამოვნო იქნება, განსაკუთრებით მეგობრების ან საყვარელი ადამიანის გარემოცვაში.

კირჩხიბი - რაც უფრო ადრიანად დაიწყებთ ჩვეული ყოველდღიური ვალდებულების შესრულებას, მით უფრო ნაკლები აუხსნელი წინააღმდეგობა გაჩნდება თქვენ გზაზე. დღის მეორე ნახევარში გადაიტანეთ საქმიანი მოგზაურობა, დოკუმენტების გაფორმება, სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტი, ხელქვეითებთან საუბარი ან სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება. თქვენზე მეტად დადებით ზემოქმედებას მოახდენს მჭიდრო კონტაქტი შინაურ ცხოველთან.

ლომი - ხელსაყრელი დღეა პირადული წამოწყებებისთვის, რომანტიკული ურთიერთობის ან შემოქმედებითი პროექტის დაწყება მეტად შთამბეჭდავი და მრავლისმეტყველი იქნება. მოსალოდნელია წარმატებული საყიდლები. თამამად განაახლდეთ ძველი იმიჯი. თუმცა გარეგნული ბრწყინვალების ქვეშ ზოგჯერ გაჩნდება ფარული დინება, რომელიც დაგაეჭვებთ მიმდინარე მოვლენების საიმედოობაში.

ქალწული - საღამომდე თან გდევთ ეჭვი, რომელთა უმრავლესობა გამართლებული იქნება. მოსალოდნელია უცნაურობა და დაბნეულობა ოჯახურ საქმეებში, ცოლ-ქმრულ ცხოვრებაში. შეუფერებელი მომენტია კარდინალური ცვლილებისთვის, რადგან მათ განახორციელებთ ილუზიების გავლენით, ასევე გადასვლის, დაქორწინების ან სხვა სახის შეთანხმებისთვის. შემოიფარგლეთ არასაკმარისი დეტალების ძიებით და შესაძლო ვარიანტების შედარებით.

სასწორი - დღეს გაიზრდება სწრაფვა აკრძალული ცნობების მიმართ, ინტრიგებისადმი ინტერესი. მიიღებთ წერილს უცნობი კორესპონდენტისგან. თქვენ საფოსტო ყუთზე შესაძლოა სპამის შეტევა. საქმიან ურთიერთობაში, მათ შორის ნებისმიერი სახის მიმოწერისას, დროულად გააცალკევთ სასარგებლო სიმართლისშემცველი მომენტები და ფარული ან ცხადი დეზინფორმაცია. თქვენ დამშვიდებას შეძლებს ოჯახური ჰარმონია.

ღრიანკალი - დღეს გააორმაგეთ დაკვირვებულობა ნებისმიერი საგადახდო ოპერაციის განხორციელებისას. მოერიდეთ შემთხვევით მრჩეველებს და თანამგზავრებს. დეზინფორმაციის, ტყუილის, თვალთმაქცობის ალბათობა განსაკუთრებით მაღალია დღის პირველ ნახევარში. მეტად მომგებიანი და უსაფრთხო იქნება ნაღდი ანგარიშსწორება. თამამად შეიძინეთ კოსმეტიკა, წამლები, მოდური აქსესუარები.

მშვილდოსანი - დღეს არასასურველია მუშაობა ოფიციალურ კორესპონდენციებთან და დამატებითი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. მნიშვნელოვანი ადამიანები მოგატყუებენ ან თქვენ მიმართ დაიკავებენ ორმაგ, ბუნდოვან პოზიციას. მოსალოდნელია იძულებითი მიმოსვლას ოჯახური საქმეების გამო. თქვენთვის სიტუაციების უმრავლესობაში წაუგებელი კოზირი იქნება პირადული ხიბლი. მოსალოდნელია კაშკაშა წარმატება შემოქმედებას და სასიყვარულო სფეროში.

თხის რქა - ნაკლებად ხელსაყრელი მომენტია უშუალო და ვირტუალური საქმიანი ურთიერთობისთვის. ახალ ნაცნობებს ნუ ენდობით. ძველ ნაცნობებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია გაუგებრობა. თავშესაქცევი თანხვედრა და ხუმრობა ყურადღებას გადაგიტანთ მაქინაციებისას. შესაძლოა მნიშვნელოვანი მონაცემების ან საინფორმაციო წყაროს გასაღების დაკარგვა. მეტად პოზიტიური იქნება კონტაქტი შორეულ ნათესავებთან.

მერწყული - შესანიშნავი დღეა მეგობრულ კომპანიაში ყოფნისთვის. უპირობოდ ნუ ენდობით სიახლეებს, რადგან მათი ნაწილი ჭორი და ვარაუდი აღმოჩნდება. შეხვედრებს და სხვა ღონისძიებებზე პირადად მოილაპარაკეთ, ფოსტის და სატელეფონო საუბრების გარეშე. არასასურველია ელექტრონული სერვისების გამოყენებაც.

თევზები - დღეს უარი თქვით ახალ წამოწყებებზე და ყურადღებით შეარჩიეთ სიტყვები აზრების გამოსახატად. თქვენი წინადადება და მის უკან მდგომარე ჩანაფიქრი არასწორად იქნება გაგებული. მოერიდეთ ინფორმაციის უცნობი წყაროს გამოყენებას, ახალი თანამდებობის დაკავებას, ხელშეკრულების დადებას, დაპირების გაცემას. მოერიდეთ სხვების ტყუილს და საკუთარ დაუდევრობას.


ხვალის (15 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews