ხვალის (16 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის statusebi.org

statusebi » horoskopi » ხვალის (16 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (16 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 15-02-2012, 13:42, ნანახია: 480

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (16 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - არ დაეცეთ სულით წვრილმან წინააღმდეგობასთან შეჯახებისას, განიხილეთ ისინი როგოც ოსტატობის დახვეწის საბაბი. მორიგი ბარიერის დაძლევით შეიძენთ ფასდაუდებელ გამოცდილებას და გააფართოვებთ თვალსაწიერს. ნაკლებად შესაფერისი დროა უცნობ გარემოში ადაპტაციის, მკურნალობის კურსის დაწყების. სხვა ქვეყნების ან ქალაქის წარმომადგენლებთან თანამშრომლობისთვის. საქმე მხოლოდ წესრიგიან და პატიოსან ადამიანებთან იქონიეთ.

კურო - დღეს მახედ გექცევათ ჭარბი ოპტიმიზმი. აზარტის აყოლისას ჩაიდენთ უხეშ შეცდომებს. იმის მიუხედავად, რა გაინტერესებთ მოცემულ მომენტში, დაუშვებთ შეცდომას ბიზნესში, სპორტულ კარიერაში ან პირადულ ცხოვრებაში. უარი არ თქვათ მძაფრ შეგრძნებებზე, მაგრამ შეუთავსეთ წინდახედულობა და აქტიურობა უსაფრთხოების ტექნიკის წესების მკაცრ ცოდნასთან.

ტყუპები - მოიმატებს ბიზნეს-პარტნიორთან, მეუღლესთან, კლიენტთან, ოჯახის წევრებთან კამათის ალბათობა. ასევე გამწვავდება კონკურენცია აუხსნელი წვრილმანი პრეტენზიების გამო. ეცადეთ არ აყვეთ გარშემომყოფების აგრესიას, რადგან მათი უსიამოვნება სწრაფად გადაიქცევა თქვენად. ურთიერთობისთვის აირჩიეთ მშვიდი, მეგობრული და გამოცდილი ადამიანები, რომელთა გვერდით თავს თავდაჯერებულად იგრძნობთ.

კირჩხიბი - დღეს მოერიდეთ პრობლემების ძიებას, ისინი თავად მოგძებნიან. დაგჭირდებათ ექსტრემალური სამედიცინო დახმარება. გეგმიური სამკურნალო ღონისძიება მტკივნეული იქნება, ამიტომ წინასწარ იზრუნეთ გაუტკივარების საშუალებებზე. მოერიდეთ კონტაქტს აგრესიულ შინაურულ ცხოველებთან. გადაუდებელი რუტინული საქმეები შეასრულეთ ზუსტად დამუშავებული პროგრამით.

ლომი - დღეს სავსე ცხოვრებისკენ სწრაფვას და შემოქმედებითი პოტენციალის გახსნას შეუთავსებთ სტაბილურობის, საიმედოობის და უსაფრთხოების ძიებას. შესაძლოა ბავშვთან ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დროებითი გამწვავება. დაიცავით სიფრთხილის ყველა ზომა სპორტით, ბიზნესით ან სექსით დაკავებისას, ასევე აქტიური დასვენების ან რაიმე ექსპერიმენტის ჩატარებისას.

ქალწული - დღეს უსაქმურად ნუ გაჩერდებით, პასიურობა გამოიწვევს გაღიზიანებას და ნერვიულობას. მეორე მხრივ, მუდმივად გახსოვდეთ სიფრთხილის ზომები და დაიცავით ისინი ზუსტად. დღეს განხორციელებული ინიციატივა სარგებელზე მეტ ზიანს მოგიტანთ. ენერგიის და აზარტის მოდინება ხანმოკლე იქნება. მოერიდეთ გადაძაბვას და ტრავმულ სიტუაციას.

სასწორი - დღეს მოსალოდნელია სხვა ადამიანების გამოხტომები. მოერიდეთ ახალი კონტრაქტების დადებას: გარეგნულად საიმედო ადამიანი გაუწონასწორებელი და ვერაგული აღმოჩნდება. საბედნიეროდ სიტუაციას კარგად გააკონტროლებთ. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს და ყველაფერი წესრიგში იქნება.

ღრიანკალი - ყველა ღონისძიება განახორციელეთ მკაცრად გეგმის მიხედვით. მაგ. მაღაზიაში წასვლამდე, წინასწარ შეადგინეთ აუცილებელი საყიდლების სია, დაინტერესდებით მშობლების, შინაურების, ავადმყოფი მეგობრის ან კოლეგის საჭიროებით. მოერიდეთ ტექნიკურ, ფინანსურ და სამედიცინო ექსპერიმენტებს და მეგობრების დახმარებაზე მინდობას.

მშვილდოსანი - დღეს არსებობს ალბათობა, რომ განწყობის ცვლილების გამო გადადგამთ საზიანო ნაბიჯს. შეცდომების გამოსწორება უმჯობესია საიმედო მეგობრის ან მუდმივი პარტნიორის დახმარებით, რომლებმაც კარგად იციან თქვენი სისუსტეები. მოერიდეთ სიჩქარეს და სიბრაზეს, ასევე შეფთან, კოლეგებთან, კლიენტებთან, დამკვეთებთან, მომსახურების სფეროს წარმომადგენლებთან უმიზეზოდ კამათს.

თხის რქა - ოჯახის წევრებთან, კოლეგებთან, შორეულ ადამიანებთან ურთიერთობას თან ახლავს ძველი კონფლიქტების გამწვავება. გარშემომყოფებს ნურაფერს დაუმალავთ, ასევე არ მოახვიოთ მათ თავზე თქვენი მსოფლმხედველობა და ეჭვის მიზეზიც არ მისცეთ, რადგან ეს გახდება პრობლემების საბაბი. მოსალოდნელია ტექნიკური სახის სირთულეები.

მერწყული - დღეს გამოიჩინეთ დამატებითი სიფრთხილე. უსაფრთხოების მთავარი პირობა იქნება უარი სპონტანურ, დაუფიქრებელ ინიციატივებზე, რომელთაც ემოციური აღგზნების ან საქმიანი აზარტის გავლენით დაიწყებთ. მაგ. რეკომენდებულია ნებისმიერი სახიფათო ღონისძიების გადადება. თუ თავს აარიდებთ სახელისგამტეხ ნაბიჯს, საღამოს სიხარულით აღმოაჩენთ, რომ სწორად მოიქეცით.

თევზები - დღეს გამწვავდება კონკურენტული ბრძოლა და ცოლ-ქმრულ ურთიერთობასთან დაკავშირებული პრობლემები, მოისმენთ გესლიან კრიტიკას ან სხვა ადამიანების პრეტენზიებს. მოვლენების ამგვარად განვითარების მიზეზი იქნება განსხვავება წარმოშობას, განათლებას, მსოფლმხედველობას, ეროვნულ მენტალიტეტში. მოერიდეთ ზედმეტ აქტიურობას, არათანმიმდევრულობას, ავანტიურიზმს. რადგან ისინი დააზარალებს თქვენ კარიერას.


ხვალის (16 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews