ხვალის (17 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის » statusebi | საუკეთესო სტატუსები

statusebi » horoskopi » ხვალის (17 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (17 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 16-02-2012, 13:38, ნანახია: 370

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (17 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - უარი არ თქვათ შეფთან ან კლიენტთან მოლაპარაკებაზე. თუ დიალოგი არ შეუთავსდება თქვენ სცენარს, შეხვედრის შედეგები მაინც კონსტრუქციული იქნება. წამოჭრით შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ ფულს ლამაზი თვალებისთვის არ გიხდიან, არამედ პრაქტიკული შესაძლებლობისთვის, მაგ. ფირმის მოგების მოტანისთვის.

კურო - დღეს წარმატებული იქნებით და ადვილად დაძლევთ წარმოქმნილ მცირე წინააღმდეგობას, თქვენ სასარგებლოდ მოაბრუნებთ მოულოდნელობას. კარგი დროა ფინანსური საკითხების მოგვარების, სამსახურებრივი მივლინების დაწყების, სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნების, შორეულ კორესპონდენტებთან მიმოწერისთვის. წარმატებულად ჩაივლის პროფილური განათლების მიღებასთან და უცხოური ენის ათვისებასთან დაკავშირებული ღონისძიება.

ტყუპები - ძირითადი ყურადღება დაუთმეთ პროფესიულ საქმიანობას და მასთან დაკავშჲრებულ მატერიალურ პრობლემებს. თქვენთვის აქტუალური იქნება მენეჯმენტის, დაკრედიტების, საბანკო ანგარიშების და საპროცენტო განაკვეთის გაკონტროლების სფერო. მოაწესრიგეთ ინტიმური ცხოვრება. ახლო ურთიერთობა ხელს შეუწყობს კარიერულ წინსვლას ან გავლენას მოახდენს თქვენ პირადულ გეგმებზე.

კირჩხიბი - დღეს თქვენი ურთიერთობა ადამიანებთან დამოკიდებულია წინააღმდეგობრივ ფაქტორებზე, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. მაგ. ცოლ-ქმრული ურთიერთობა დამოკიდებული იქნება როგორც ერთმანეთისთვის თავისუფლების მინიჭების მზადყოფნას და ერთობლივი დანაზოგის წარმატებულად მართვის უნარზე. პირველი და ბოლო სიტყვა მეორე მხარეს უნდა ეკუთვნოდეს. გამოიჩინეთ სიმშვიდე და დიპლომატიურობა.

ლომი - დღეს ყურადღება მიაქციეთ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებას. ბევრს ნუ იფიქრებთ ლიდერობაზე, რადგან იცვლება არსებული პირობები. გააფართოვეთ პრაქტიკული ცოდნა. წაიკითხეთ ლიტერატურა მედიცინას, მენეჯმენტს ან ფსიქოლოგიაზე, შეავსეთ ცოდნა პროგრამირების სფეროში.

ქალწული - ხელიდან არ გაუშვათ დღევანდელი შესაძლებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრ შანსს დაკარგავთ ან გადადებთ გაურკვეველი ვადით. ხელსაყრელი პირობები შეიქმნება ახალ კლიენტებთან და ავტორიტეტულ პერსონებთან ურთიერთობის, ცოლ-ქმრული და სასიყვარულო ურთიერთობის განახლებისთვის. თქვენი პრაქტიკული ნიჭი მოთხოვნადიიქნება მეტი ადამიანების მხრიდან.

სასწორი - გარშემომყოფებთან ურთიერთობა მშვიდად არ ჩაივლის. რისი მიზეზიც იქნება ერთმანეთის მიმართ გაჩენილი დიდი ინტერესი და არა დაშორების სურვილი. დროა კარდინალურად შეცვალოთ მეუღლესთან, ოჯახის წევრებთან, ბიზნეს-პარტნიორთან, კლიენტებთან და დამკვეთებთან ურთიერთობის სტილი. ყურადღება მიაქციეთ ცხოვრების ფინანსურ მხარეს, ადეკვატურად შეაფასეთ საკუთარი და სხვების მომსახურება.

ღრიანკალი - დღეს თქვენი ინტუიცია შესანიშნავად შეუთავსდება სიმტკიცეს. შეძლებთ გრძნობების შეკავებას. მოგიწევთ მივლინებაში გამგზავრება, პროფესიონალების კონსულტაციის მიღება ან მნიშვნელოვან მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღება. ხელიდან არ გაუშვათ გავლენიან ადამიანთან ნაცნობობის შანსი, რადგან ის გახდება თქვენი მუდმივი კლიენტი ან ბიზნეს-პარტნიორი.

მშვილდოსანი - დღეს შეუფერებელი იქნება ქარაფშუტული განწყობა. შეიარაღდით პრაქტიციზმით, თანმიმდევრულობით, შრომისმოყვარეობით, კარგად დაგეგმეთ დრო. ხელსაყრელი მომენტია მსხვილი შენაძენებისთვის. მოძებნით კარგად ანაზღაურებად საქმიანობას ან მიიღებთ მატერიალურ დახმარებას მშობლებისგან.

თხის რქა - დღეს კარგი პირობები შეიქმნება თქვენი შესაძლებლობის გახსნისთვის. უპირატესობა მიანიჭეთ ადვილად რეალიზებად შესაძლებლობებს. აღმოაჩენთ ლიტერატურულ, ფინანსურ ან რეჟისორულ ნიჭს. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა უმჯობესია წერილობით ან ტელეფონით.

მერწყული - დღეს ყურადღება დაუთმეთ არა ტაქტიკურ, არამედ სტრატეგიულ საკითხებს. გეგმები საიდუმლოდ შეინახეთ. გაძლიერდება ინტერესი უცხოელებთან სასიყვარულო რომანის მიმართ. თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება.მაგ. ალტერნატიული შემოსავლის ან მშობლების მხარდაჭერის გამო.

თევზები - დღეს დაგჭირდებათ სპეციალისტის კონსულტაცია ან გამოცდილ უფროს მეგობართან შეხვედრა. შეხვალთ დიდ საზოგადოებაში. პირადული ბლოგი ან საიტი გახსენით კონკრეტული მიზნით. სამომავლო მიმართულების სწორად არჩევით მომხმარებლების დიდ რაოდენობას მიიზიდავთ.

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews