ხვალის (18 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის » statusebi | საუკეთესო სტატუსები

statusebi » horoskopi » ხვალის (18 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (18 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 17-02-2012, 14:55, ნანახია: 354

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (18 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღევანდელი ატმოსფერო არ გამოირჩევა საზეიმობით, ამიტომ დღეს ოჯახურ წვეულებას ნუ დანიშნავთ. თავისუფალი დრო დაუთმეთ დაგეგმილ საქმეებს და დამსახურებულ დასვენებას. რაც უფრო კეთილსინდისიერად იშრომებთ, მით უფრო სასიამოვნოდ მოგეჩვენებათ შინაურებთან ერთად ვახშმობა.

კურო - დღეს დიდ სიამოვნებას მოგანიჭებს თხილამურებით, ციგით სრიალი, ზამთრის აგარაკზე გასეირნება. დასვენების დღეებში სახლში დარჩენისას დაკავდით ხელსაქმით ან ყურადღება დაუთმეთ სამეურნეო საკითხებს. სასიყვარულო საქმეებში ინიციატივა საკუთარ თავზე აიღეთ.

ტყუპები - დღეს ოცნებამ ადგილი უნდა დაუთმოს საქმის პრაგმატულ ხედვას. დიდ დროს ნუ გაატარებთ არასაიმედო ადამიანებთან, ინტრიგანებთან და ავანტიურისტებთან. უპირატესობა მიანიჭეთ დასვენების დღეების მოკრძალებულად, ნაკლებად სახიფათოდ გატარებას. შეუფერებელი დროა ხალხმრავალი გართობის, სასიყვარულო სფეროში ახალი ორიგინალური წამოწყებებისთვის.

კირჩხიბი - ხელსაყრელი დროა ახლო ნათესავებთან ურთიერთობის, ცოლ-ქმრული ურთიერთობის სტაბილიზებისთვის. თუ რაიმე მიზეზით მარტო დარჩით, მოაგვარეთ სახლის საქმეები. წინააღმდეგ შემთხვევაში გაგიჩნდებათ უსიამოვნო, დათრგუნული და დეპრესიული განწყობა. მნიშვნელოვან ადამიანთან ურთიერთობის გაუარესებისას განგაშის ზარს ნუ ჩამოკრავთ. უბრალოდ ეს დღე შეუფერებელია ემოციური განცდებისთვის.

ლომი - დილის საათები დაუთმეთ მსუბუქ ზომებს, რომელიც მიმართულია კარგი განწყობის შენარჩუნებისკენ. საუზმე ცხელი, მოკრძალებული და მარტივი უნდა იყოს. სუფთა ჰაერზე გასეირნება ან მარტივი ვარჯიში დაგეხმარებათ ტონუსის შენარჩუნებაში. ახალი საქმეები მომდევნო დღისთვის გადადეთ.

ქალწული - დღეს აზარტული და საზრიანი იქნებით, თუმცა გარშემომყოფებს არ დათრგუნავთ, ამგვარი შეთანხმებით ადვილად შეძლებთ საკუთარი ადგილის მოპოვებას და ყურადღების მიპყრობას. კარგი დროა ბავშვებთან ურთიერთობისთვის, მათი ფიზიკური, პრაქტიკული, საქმიანი ან ყოფითი ჩვევების განვითარებისთვის.

სასწორი - დღეს რომანტიკული განწყობა არ გექნებათ. ხმაურიანი ხალხმრავალი ან დახვეწილი ინტელექტუალური გართობა გადაიტანეთ სხვა დღეებისთვის. ხელსაყრელი დროა დალაგების, ოჯახური წვეულების ან სტუმრების მისაღებად მომზადებისთვის. ყოფის მოწესრიგების პროცესში აღმოაჩენთ დაკარგულ ნივთებს.

ღრიანკალი - ხელსაყრელი დროა ქალაქგარეთ გასეირნების ან მოგზაურობისთვის. თავს კარგად იგრძნობთ საჭესთან. დღეს პირველ პაემანს ნუ დანიშნავთ, რადგან ის თქვენი მცდელობის მიუხედავად რომანტიკულად არ ჩაივლის. თუმცა თუ მოგწონთ რიტუალების დაცვა, შეგიძლიათ ყურადღება არ მიაქციოთ ვარსკვლავების გაფრთხილებას.

მშვილდოსანი - დღეს მოერიდეთ შრომატევად ღონისძიებებს, გამორიცხეთ დაუფიქრებელი ან ზედმეტად ორიგინალური საქციელი, რომელიც გამოიწვევს გარშემომყოფების შოკირებას და შეუქმნის თქვენზე არასწორ შეხედულებას. ექიმთან ვიზიტთან ან გამოსასვლელი დღეების ორგანიზებასთან დაკავშირებული ხარჯი თქვენ ჯიბეს დიდ ზიანს არ მოუტანს.

თხის რქა - დღეს რეკომენდებული არ არის სრული პასიურობა. თუმცა ზედმეტი დატვირთვაც გამოიწვევს არასასურველ შედეგებს. ცუდად ყოფნის ან უცნაური მოთენთილობის არსებობისას შეგიძლიათ გაისეირნოთ, ეწვიოთ ახლო ნათესავებს ან შეასრულოთ მსუბუქი საქმე სახლში. აღნიშნული საქმიანობები განწყობას მნიშვნელოვნად აგიმაღლებთ.

მერწყული - დღეს მცირე რისკიც კი თქვენ აღგზნებას და გამოფხიზლებას გამოიწვევს. თუმცა გონივრულობას ნუ გაცდებით და სხვების გმირობის გამეორებას ნუ ეცდებით, რადგან ეს ძვირი დაგიჯდებათ. ხელსაყრელი დროა პრაქტიკული საქმიანობისთვის, რომლისთვისაც სამუშაო კვირაში ვერ იცლით. შეუფერებელი დღეა რომანტიკული ურთიერთობისთვის, რადგან იმედგაცრუებული დარჩებით.

თევზები - დღეს მოერიდეთ კოსმეტიკის ბოროტად გამოყენებას. ბუნებრივი სილამაზე უფრო მომგებიანი იქნება და მასზე უნდა იზრუნოთ პირველ რიგში. შეგნებულად შეზღუდეთ მგრძნობიარობის, სენტიმენტალურობის გამოვლენა. მათი ხშირად წარმოჩენა დაფანტავს თქვენ ახლობლებს და ერთ მშვენიერ დღეს მარტო აღმოჩნდებით.

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews