ხვალის (19 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის » statusebi | საუკეთესო სტატუსები

statusebi » horoskopi » ხვალის (19 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (19 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 18-02-2012, 12:24, ნანახია: 337

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (19 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღის დასაწყისში ცუდ განწყობაზე დადგებით, გაცივდება ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. საღამოს შეძლებთ განტვირთვას, ძველი იმედგაცრუების დავიწყებას. ხელსაყრელი მომენტია მეგობრული ურთიერთობისთვის. წვეულებაზე ან სტუმრად ხელცარიელი ნუ წახვალთ. თუ თქვენი ფინანსური მდგომარეობა დროებით გაუარესდება, გამოიჩინეთ სხვა სახის სიუხვე, მაგ. უანგაროდ დაეხმარეთ მასპინძლებს.

კურო - დილით აღმოაჩენთ, რომ ძველი გეგმები პრობლემებად გადაიქცა ან მათი რეალიზება შეუძლებელია რაიმე შეზღუდვის გამო. მოსალოდნელია უსიამოვნება ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ოჯახური გართულების გამო. დღის მეორე ნახევარში თქვენი აზროვნება უფრო პოზიტიური იქნება, ჩვეულ არსებობაში გარკვეულ სიახლეებს შეიტანთ. ახალი ჩანაფიქრები მეტად ოპტიმისტური, მაგრამ ნაკლებად შესრულებადი იქნება.

ტყუპები - მეტად ოპტიმისტური და ფსიქოლოგიურად კომფორტული იქნება დღის მეორე ნახევარი. დილით მოერიდეთ გეგმების დასახვას, რადგან მათ ცუდი განწყობის გავლენა ექნებათ ან გამოირჩევიან შემოქმედებითი ფანტაზიის უქონლობით. საღამოს გაიზრდება ინტერესი უცხოური სიახლეების მიმართ. დღის ბოლოს გაატარებთ თანამოაზრეების სასიამოვნო გარემოცვაში.

კირჩხიბი - დღის პირველ ნახევარში გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და არ დათანხმდეთ შეუფერებელ წინადადებას. დისტანცია დაიკავეთ უსიამოვნო ადამიანებთან. გარემოს ძირეული ცვლილება მოსალოდნელია დღის მეორე ნახევარში. ამ დროს სიამოვნებით შეხვდებით თანამოაზრეებს, თუმცა მათთან დაკავშირებული ზოგიერთი მოლოდინი გადაჭარბებული იქნება.

ლომი - დღეს სიფრთხილით მოეკიდეთ ცვალებად გარემოებას და ნუ იჩქარებთ სამომავლო სტრატეგიის არჩევას. თქვენი ნდობა თანამოაზრეების მიმართ შესუსტდება. დილით დაკავდით აუცილებელი პროცედურებით. დღის მეორე ნახევარში კი პირველ პლანზე გადმოვა მეგობრებთან და მუდმივ პარტნიორებთან ურთიერთობა.

ქალწული - მოერიდეთ შემოქმედებითი ძიებით გატაცებას. შემართება მოულოდნელად გაგიქრებათ. ან დაკარგავთ თქვენი ნიჭის ძველ თაყვანისმცემლებს. საღამოს გამოიჩინეთ მეტი მეგობრულობა და თავაზიანობა, მოერიდეთ ზედმეტ ანგარებიანობას და ფულის გამო გაწეულ მომსახურებას. მნიშვნელოვან ურთიერთობაში გამოიჩინეთ პატიოსნება და ყველაფერი სრულად გამოიძიეთ.

სასწორი - ყველა აუცილებელი საქმე დილისთვის გადაიტანეთ. ამასთან არ გადაიღალოთ და არ აყვეთ ცუდ განწყობას, მოერიდეთ გადაცივებას და ტრავმულ სიტუაციებს. საღამოს შეძლებთ პრობლემების მოშორებას და თავისუფალი ურთიერთობით ტკბობას. მზარდი მოთხოვნილებების ან მეგობრების გემოვნების დაკმაყოფილებისთვის დაგჭირდებათ დამატებითი სახსრები, ასევე სხვების დახმარება.

ღრიანკალი - დღის დასაწყისში შემოიფარგლეთ მარტივი საქმეებით და ურთიერთობის ვიწრო წრით. მოერიდეთ საღამოს გეგმების დასახვას, რადგან დღის განმავლობაში გარემოება შეიცვლება, თავშეკავებულობა და პირობითობის დაცვა მოთხოვნადი იქნება დილით, ხოლო დღის ბოლოს კი გამოუსადეგარი აღმოჩნდება. საღამოს დანიშნული წვეულება დიდებულად ჩაივლის, განსაკუთრებით ძველი მეგობრების სტუმრობისას.

მშვილდოსანი - დღეს გაგიჭირდებათ ოქროს შუალედის პრინციპის მიყოლა ცხოვრების ბევრ სფეროში. მატერიალურ საკითხებში დაიწყებთ მკაცრი ეკონომიით და დაასრულებთ მოულოდნელი ხარჯებით. გარშემომყოფებთან ურთიერთობაში თავშეკავებულობა და მარტოობის სურვილი მოულოდნელად შეიცვლება მხიარულებით, რომელიც სახიფათო იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის.

თხის რქა - დღის დასაწყისში ნაკლებად თავდაჯერებული იქნებით. მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელად შეიცვლება თქვენი აზროვნება. განწყობა გაუმჯობესდება ფინანსურ სფეროში მიმდინარე პოზიტიური ცვლილების გამო. თუმცა გამოიჩინეთ დამატებითი სიფრთხილე ელექტრონული საგადახდო სისტემის გამოყენებისას.

მერწყული - ის რაც დასაწყისში მარცხის დასტურად მიგაჩნდათ, დღის მეორე ნახევარში მოულოდნელად გაგიჩენთ ოპტიმიზმს და დაწყებული პროექტების განვითარების ძლიერ სურვილს. გამოიჩენთ ზედმეტ მფლანგველობას, სიუხვეს მეგობრების და შინაურების მიმართ. გაიზრდება თქვენი მოთხოვნილებები, მადა და პოპულარობისკენ სწრაფვა.

თევზები - დღის დასაწყისში არასასურველია ახალი მეგობრების ძიება. გამოხმაურებას ვერ მიიღებთ ან შეხვდებით არაპატიოსნებას. ნებისმიერი სახის არაფორმალური ურთიერთობისთვის აირჩიეთ საღამო. ამ დროს ადვილად მოძებნით მეგობრებს, მხიარულ თამაგზავრებს ან განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს, რომლებიც გაიზიარებენ თქვენ არასტანდარტულ ინტერესებს.


ხვალის (19 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews