ხვალის (20 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის statusebi.org

statusebi » horoskopi » ხვალის (20 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (20 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 19-02-2012, 11:45, ნანახია: 521

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (20 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - ხელსაყრელი დღეა ორიგინალური ნივთების, მოდური სიახლეების -ტანსაცმლის, დეკორატიული კოსმეტიკის, სამკაულების- შეძენისთვის, ასევე საჩუქრების არჩევისთვის. მეგობრის ან პარტნიორის ყოფნა გააკეთილშობილებს თქვენ საქციელს, მას უფრო შეუპოვარს და დიპლომატიურს გახდის. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა სასიამოვნოდ ჩაივლის უჩვეულო გარემოში.

კურო - ხელსაყრელი ატმოსფერო იქმნება ხანმოკლე და უჩვეულო წამოწყებებისთვის. სასურველია, რომ მათ მშვიდობიანი მიმართულება ჰქონდეთ. მაგ. ეს შესაძლოა იყოს უანგარო მეგობრული დახმარება. ხელსაყრელი მომენტია სანდო და უშუალო ურთიერთობისთვის ქალებთან. შედეგიანი იქნება დახურულ დაწესებულებაში ვიზიტი.

ტყუპები - დღეს გჭირდებათ მშვიდი ურთიერთობა თანამოაზრეებთან, ამიტომ არ დაუშვათ მათთან კამათი. ასევე აუცილებლობის გარეშე არ გაუსვათ ხაზი არსებულ უთანხმოებას. შესაძლოა უფრო მეტი გაქვთ საერთო, ვიდრე ფიქრობთ. მიიღებთ სიყვარული და ყურადღების დამატებით ნიშნებს შორეულ მეგობრებისგან.

კირჩხიბი - უფრო მეტი იფიქრეთ სხვა ადამიანებზე, და არა საკუთარ თავზე, ამგვარად მიიღებთ დადებით შედეგებს. გარშემომყოფებთან კარგი ურთიერთობა დაგიცავთ კრიზისული სიტუაციებიდან. ფინანსური საქმეები წარმატებულად ჩაივლის, თუ საკუთარი მიზნების განხორციელებასთან ერთად კარგ ურთიერთობას შეინარჩუნებთ ადამიანებთან.

ლომი - დღეს თავაზიანობა და ზრდილობა უნდა გახდეს თქვენი ქცევის ნორმა. ნუ განასხვავებთ ახლობლებს და შორეულ ნათესავებს, მეზობლებს და შემთხვევით მოგზაურებს. თქვენი ყურადღება და თავაზიანობა ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს. დღეს დაწყებული კონტაქტები მნიშვნელოვნად გაამარტივებს მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობას.

ქალწული - დღეს კოლექტივში არსებული ჰარმონიული და მსუბუქი ფსიქოლოგიური კლიმატი გახდება კარგი განწყობის და შედეგიანი მუშაობის საწინდარი. სამუშაო ადგილი შეძლებისდაგვარად მყუდრო და თანამედროვე გახადეთ. ხელქვეითებისგან მიიღებთ ყურადღების ნიშნებს ან მატერიალურ მხარდაჭერას. ხელსაყრელი მომენტია წამლების მისაღებად, მკურნალობის უფრო პროგრესული მეთოდის ასარჩევად.

სასწორი - ნაკლებად საუკეთესო მომენტია დაძაბულ მუშაობაში ჩაფლობისთვის. მას იმდენი ყურადღება დაუთმეთ, რამდენიც სჭირდებათ. დღეს სრული უფლება გაქვთ დრო დაუთმოთ პირადულ ცხოვრებას, სასიამოვნო დასვენებას და თავისუფალ შემოქმედებით თვითგამოხატვას. ხელსაყრელი დროა ბავშვთან ურთიერთობის, რომანტიკული სასიყვარულო შეხვედრისთვის, ვირტუალური თამაშისთვის.

ღრიანკალი - ხელსაყრელი დროა საკუთარი სახლის ინტერიერისთვის უფრო მყუდრო, მოდური და თანამედროვე იერის მისაცემად. დაიცავით სისუფთავე და წესრიგი. კარგი მომენტია დიზაინის ცვლილებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ფანჯრების განლაგებას და ზომებს.

მშვილდოსანი - ხელსაყრელი დღეა გადაადგილების, რომანტიკული შეხვედრის, ორიგინალური კავშირების განვითარებისთვის. მოსალოდნელია დაუგეგმავი შემთხვევა გზაში. კარგი დროა უკანასკნელი სიახლეების, მათ შორის სენსაციის, მოდური სიახლეების, დიზაინის, კინო, ავანგარდული ხელოვნების, პროგრამირების სამყაროში მიმდინარე მოვლენების განხილვისთვის. გაგიტაცებთ კომპიუტერული თამაში ან მიიღებთ საინტერესო ელექტრონულ შეტყობინებას.

თხის რქა - დღეს მოიმატებს ხელსაყრელი შენაძენის გაკეთების შანსი, რაც თქვენთვის და გარშემომყოფებისთვის სრული მოულოდნელობა იქნება. შესანიშნავი დროა საჩუქრების, პარფიუმერიის, ორიგინალური კომპიუტერული აქსესუარების, ახალი ელექტრონული პროგრამების შეძენისთვის. მიიღებთ ფინანსურ დახმარებას ან ყურადღების არასტანდარტულ ნიშანს მეგობრის ან პარტნიორისგან.

მერწყული - ხელსაყრელი გარემოება იქმნება პირადული ხასიათი საინტერესო ნაცნობობისთვის. დღის განმავლობაში თან გდევთ რომანტიკული განწყობა, რომელიც გიბიძგებთ ახალი სასიყვარულო ავანტიურისკენ. თქვენი ორიგინალურობა გამორჩეული არ იქნება. სიმშვიდის და დიპლომატიურობის დახმარებით შეძლებთ ურთიერთობის შენარჩუნებას განსხვავებულ ადამიანებთან.

თევზები - დღეს გარემოება მშვიდი და კომფორტული იქნება, თუმცა აუხსნელი უცნაური მიზეზის გამო თავს მოუხერხებლად იგრძნობთ. ამის გამო ხელიდან არ გაუშვათ ხელსაყრელი შანსები, რადგან ისინი აღარ განმეორდება. კარგი დროა ნებისმიერი არასტანდარტული პროდუქციის შეძენის, მათ შორის ტანსაცმლის, ფუფუნების საგნების, საავტორო დიზაინერული ნამუშევრის შესაძენად.


ხვალის (20 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews