ხვალის (21 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის statusebi.org

statusebi » horoskopi » ხვალის (21 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (21 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 20-02-2012, 14:11, ნანახია: 494

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (21 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს სასარგებლო იქნება ძველ პარტნიორებთან და თანამოაზრეებთან შეხვედრა. დროული იქნება ასევე ურთიერთობა უფროსი ასაკის ადამიანებთან, რომელთაც გააჩნიათ საკმაო პროფესიონალური ან ცხოვრებისეული გამოცდილება. მათი რეკომენდაციების გათვალისწინება მოგიწევთ პარტნიორობის, კანონმდებლობის, კარიერის, მშენებლობის, პროგრამირების, ცოლ-ქმრული ურთიერთობის სფეროში.

კურო - შეფთან საუბარი მეტად საჩვენებელი და კრიტიკული იქნება. კეთილსინდისიერი შრომით მოიმატებს თქვენი ქულები და შესაძლოა დაგაწინაურონ კიდეც. ხოლო თუ დაკისრებულ მოვალეობას დაუდევრად ასრულებდით, მიიღებთ საფუძვლიან კრიტიკას და სამსახურიდან დათხოვნის ბრძანებას.

ტყუპები - დღეს არ მოგიწევთ მკითხაობა, როგორი დამოკიდებულება გააჩნია ბავშვს, კოლეგას ან საყვარელ ადამიანს თქვენ მიმართ. გააკეთეთ დასკვნა ცხოვრების მოცემული მომენტისთვის, ნუ იჩქარებთ სამომავლო ჩანაფიქრების გაკეთებას. ხელსაყრელი მომენტია ინსტიტუტის ან სპეციალობის საბოლოო არჩევისთვის, სასამართლო პროცესის შედეგების შეფასების, სასარგებლო კავშირების გამყარებისთვის.

კირჩხიბი - დღისით მეტად მნიშვნელოვანია დისციპლინის, მეგობრულობის და წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით მოქმედების უნარი. ამგვარი ნაზავი დაგეხმარებათ თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი შექმნილ მდგომარეობაში. ოჯახურ ტრადიციებთან კავშირი მოსალოდნელზე მყარი იქნება. დღის ბოლოს გაძლიერდება ინტუიცია.

ლომი - შესანიშნავი დროა გრძელვადიანი კონტრაქტების მოწესრიგებისთვის, ასევე ნებისმიერი -ცოლ-ქმრული, საქმიანი, მეგობრული, პროფესიული კავშირის სტაბილიზებისთვის. საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობის ძირითადი მომენტები თვალნათელი იქნება. უახლოეს მომავალში მათ მხოლოდ მცირე შესწორება დასჭირდებათ, რაც არ შეცვლის ხელშეკრულების არსს.

ქალწული - ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის გამოიყენეთ თანამედროვე, მაგრამ გამოცდილი მეთოდები. ხელსაყრელი დროა ჰაეროვანი აბაზანებისთვის, ასევე კრიოთერაპიის ან სხვა ექსტრემალური მეთოდებისთვის. წარმატებულად ჩაივლის კოსმეტიკური პროცედურა, განსაკუთრებით გეგმიური სახის, რომელიც მიმართულია კანის გაწმენდის და გაახალგაზრდავებისკენ.

სასწორი - დღეს გარშემომყოფებს ნდობას გაუჩენთ და დაპირებებსაც კეთილსინდისიერად შეასრულებთ. აღნიშნული თვისება მაღალ პროფესიონალიზმს, გამოცდილებას, მეგობრულობას და გაწონასწორებულობასთან ერთად მეტად მიმზიდველ პარტნიორად გაქცევთ. თუმცა გამოიჩინეთ დაკვირვებულობა და გვერდით მხოლოდ საიმედო და ღირსეული ადამიანები შემოიკრიბეთ.

ღრიანკალი - დღეს მოაწესრიგეთ საცხოვრებელი ფართი ან ოფისი. ტერიტორიის გაწმენდის და არასაჭირო ნივთების მოშორებას მთელი დღე დასჭირდება, საღამოს კი შეგიძლიათ დატკბეთ ძალისხმევის შედეგებით. თუ დიდხანს გიწევთ კომპიუტერთან მუშაობა, ჩაატარეთ ოპერაციული სისტემის სკანირება.

მშვილდოსანი - შესანიშნავი დროა კომპიუტერთან მუშაობის, ასევე აუცილებელი ინფორმაციის ძიებისთვის. წყარო, საიდანაც ინფორმაციას იღებთ საიმედო იქნება, თუმცა ცალკეულ შემთხვევაში მოითხოვს დეტალურ შემოწმებას. საქმიანი ხასიათის მნიშვნელოვანი დოკუმენტები გადაიტანეთ ელექტრონულ მატარებლებზეც.

თხის რქა - თქვენთვის დამახასიათებელი პრაქტიკულობა გამოიყენეთ ფინანსურ, პროფესიულ და ინფორმაციულ სფეროში. მინიშნება და ვარაუდი დღეს რეკომენდებული არ არის. თუ გსურთ შეიტყოთ, რამდენად მომგებიანია არჩეული საქმე ან კონტაქტები, დაეყრდენით ფაქტებს და ციფრებს, სასურველს რეალობად ნუ წარმოადგენთ. საღამოს უარი თქვით მსგავსი სახის მუშაობაზე, რადგან არსებობს შეცდომების დიდი რისკი.

მერწყული - დღეს ადვილად მოირგებთ წარმატებული პროფესიონალის იერს, რაც რეალურად განახორციელეთ და მხოლოდ სიტყვებით არ შემოიფარგლოთ, ამგვარად არ დაილევა მუდმივი დამკვეთების და დამქირავებლების რიცხვი. შესანიშნავი დროა რაიმე საპასუხისმგებლო საქმის დასრულებისთვის, განსაკუთრებით არქიტექტურის, პროგრამირების, მენეჯმენტის, მშენებლობის, მონაცემთა სისტემატიზირების, ასტროლოგიის, სამეცნიერო კვლევების სფეროში.

თევზები - დღეს წარმატებას და შინაგან კმაყოფილებას ხელს შეუწყობს კონტაქტურობა, თავაზიანობა, თავშეკავებულობა, დისციპლინირება, პასუხისმგებლობა, მაღალი პროფესიონალიზმი. ინტერნეტით სარგებლობისას გამოიჩინეთ ზომიერი აქტიურობა და ცნობისმოყვარეობა. შეგიძლიათ ადრიანად დაიძინოთ, თქვენი სიზმარი და ჩაფიქრებული სურვილები ნაწილობრივ ასრულდება უახლოეს მომავალში.


ხვალის (21 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews