ხვალის (22 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის statusebi.org

statusebi » horoskopi » ხვალის (22 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (22 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 21-02-2012, 12:24, ნანახია: 421

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (22 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს გაგიჭირდებათ პატიოსანი და პირდაპირი საქციელის შენარჩუნება. ვერაგული გარემოება ხშირად წამოგიყენებთ ისეთ პირობებს, რომლებშიც გულწრფელობა შეუძლებელი იქნება. მოერიდეთ სპონტანურ ემოციებს. ზედაპირზე ამოტივტივდება ძველი ხარვეზები, რომელთა დაფარვასაც ცდილობთ. არავითარ შემთხვევაში არ ეცადოთ თავის გამართლებას, რადგან თქვენ სიტყვებს გარშემომყოფები დანაშაულის აღიარებად მიიჩნევენ.

კურო - დღეს თქვენთვის ბუნებრივი იქნება თანამოაზრეებისთვის გულის გადახსნის მოთხოვნილება. თუმცა მშვიდი საუბარი ან მიმოწერა დროდადრო გადაიზრდება ურთიერთობის გარკვევაში. არ მისცეთ თანამოსაუბრეს თქვენში ეჭვის გაჩენის საბაბი. ნაკლებად შესაფერისი მომენტია ახალ საზოგადოებაში გაწევრიანებისთვის. სამომავლო გეგმები ხშირად და მოულოდნელად გადაიხედება.

ტყუპები - დღეს თქვენი ჯანმრთელობა საკმაოდ დასუსტდება. გაუფრთხილდით ხელებს და ფეხებს, კუჭს და ნერვულ სისტემას. განწყობა გვიან ღამემდე არათანაბარი და არაპროგნოზირებადი იქნება. სრულად ნუ ენდობით გარშემომყოფების სიტყვებს და დაპირებებს, განსაკუთრებით უფროსების ან ახლო ნათესავების. მეორე მხრივ, დღეს არ გამოირჩევით სტაბილურობით და ხშირად დაუშვებთ შეცდომებს.

კირჩხიბი - დღეს მიიღებთ წინააღმდეგობრივ ინფორმაციას, რომელსაც ყოველთვის არ უნდა ენდოთ, მოსალოდნელია მჭიდრო ურთიერთობა შორეული რეგიონების წარმომადგენლებთან. გააქტიურდება როგორც საქმიანი, ასევე პირადული მიმოწერა. მოგზაურობაში გამგზავრებისას მზად იყავით დაუგეგმავი სიტუაციებისთვის: მაგ. დაგვიანებისთვის. კავშირის საშუალებები შეფერხებით იმუშავებს.

ლომი - მოსალოდნელია დაუგეგმავი ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მკურნალობას, ყოფით საყიდლებს, რემონტს, საქონლის ან მომსახურების შეძენასთან. მოერიდეთ ინიციატივის გამოჩენას აუცილებლობის გარეშე. თქვენგან მოითხოვენ ვალის დაბრუნებას. შეუფერებელი დროა საბანკო და სხვა სახის საგადახდო ოპერაციებისთვის. მოერიდეთ წამლების შეძენას, თუ არ იცით მისი გვერდითი ეფექტების შესახებ.

ქალწული - დღეს გამოიჩინეთ ყურადღება, ნებისმიერი დიალოგი გადაიზრდება ურთიერთობის გარკვევაში, რაც თავისთავად გახდება სტრესის მიზეზი. საქმეების მსგავსი განვითარების მიზეზი გახდება თქვენი აგრესიულობა ან გაუფრთხილებლობა. არ აყვეთ პროვოკაციას, ასევე წუთიერ ემოციებს, რადგან ისინი არასწორი მოქმედებისკენ გიბიძგებენ.

სასწორი - დღეს პრობლემატური იქნება ხელქვეითებთან, კოლეგებთან, მომსახურე პერსონალთან, სხვადასხვა სერვისის მუშაკებთან სრული გაგების მიღწევა. შესაძლოა გაუგებრობა, დაგვიანება და გაუმართავობა, რასაც გამოიწვევს ტრანსპორტის და კავშირის საშუალებების შეფერხებით მუშაობა. არ გამოიყენოთ საეჭვო წარმოშობის წამლები.

ღრიანკალი - დღეს პირადული ცხოვრება მეტად მიმზიდველი აღმოჩნდება, თუმცა არ შეესაბამება უკვე შედგენილ გეგმებს. კინოში წასვლის, გასეირნების ან სასიყვარულო შეხვედრის და საქმიანი განრიგის წარმატებულად შეთავსებისთვის, მოგიწევთ დამატებითი ძალისხმევის გამოჩენა და ერთნაირად მნიშვნელოვან სფეროებს შორის მისაღები კომპრომისის გამონახვა. ნაკლებად საუკეთესო მომენტია ნაზი გრძნობებში გამოტყდომისთვის.

მშვილდოსანი - დღეს გადადეთ ახალი წამოწყებების განხორციელება, თუნდაც წვრილმანის და არა არსებითის. დაკავდით მხოლოდ გადაუდებელი საქმეებით. ოჯახის წევრების თხოვნა და მოთხოვნა, ასევე მათი გრძნობები და ყოფითი მოთხოვნილებები მწვავე წინააღმდეგობაში მოვა თქვენ თანამდებობრივ მოვალეობას და სამსახურებრივ რეჟიმთან. ნუ ინერვიულებთ წვრილმანების გამო, რათა არ დააზიანოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა.

თხის რქა - დღეს პოზიტიური განწყობა გექნებათ, საქმეებში კი მოსალოდნელია მცირე ხარვეზები. ნაკლებად შესაფერისი მომენტია საქმიანი მოლაპარაკებისთვის, განსაკუთრებით შორეული ტერიტორიების წარმომადგენლებთან. მოერიდეთ სამუშაო ადგილის ძიებას. ახალი თანამშრომელი გასაცდელი ვადით მიიღეთ. რეკომენდებული არ არის ახალი მობილური ტელეფონის შეძენა და ავტომობილის გარემონტება.

მერწყული - დღეს დაუდევარი დამოკიდებულება წვრილმანების მიმართ დააზარალებს კარგ წამოწყებას. მოერიდეთ მშრალ კვებას, კუჭთან დაკავშირებული პრობლემების არსებობისას დაიცავით დიეტა. ეს გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე ჭარბი კვებით გამოწვეული უსიამოვნების გამოსწორება. თავი შეიკავეთ საგადახდო ოპერაციებისგან, რადგან ის გამოიწვევს ფულის დაკარგვას ან სხვა სახის პრობლემებს.

თევზები - საუბარში და ქცევაში გამოიჩინეთ თანმიმდევრულობა, არ აყვეთ დესტრუქციულ ემოციებს. არ გამოიჩინოთ ინიციატივა დიალოგში, ეს პატივი თანამოსაუბრეს დაუთმეთ. მოერიდეთ უხვსიტყვიანობას, რადგან შეუმჩნევლად გასცემთ საიდუმლო ინფორმაციას. არავის ანდოთ თქვენი კომპიუტერის პაროლი.


ხვალის (22 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews