ხვალის (23 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის statusebi.org

statusebi » horoskopi » ხვალის (23 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (23 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 22-02-2012, 13:33, ნანახია: 403

გაზიარება
2 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (23 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს მოერიდეთ აქტიურად ცხოვრებას. ენერგიის ნაკლებობა ან შეუფერებელი სულიერი მდგომარეობა საღამომდე წაგართმევთ საზრიანობას და ჩააქრობს ხანმოკლე ენთუზიაზმს. გარშემომყოფების მხრიდან თანაგრძნობის ნაკლებობასაც და სიჭარბესაც ნეგატიურად აღიქვამთ. კარგი დღეა სრული განმარტოებისთვის, განსაკუთრებით ცუდად ყოფნის ან დაღლილობის შემთხვევაში.

კურო - კარგი დღეა მეგობრული ან ნათესაური შეხვედრისთვის. მოქმედების მკაცრი პროგრამა აუცილებელი არ არის, ექსპრომტები კი სიამოვნებას მოგანიჭებთ. გაგიჩნდებათ მიდრეკილება სიუპრიზების და ავანტიურის მიმართ. ხელსაყრელი დროა მოგონებების საღამოს, რომანტიკული ფილმების ერთობლივი ყურებისთვის.

ტყუპები - დღეს გამოირჩევით გაბნეული ინტერესებით და ერთიდაიგივე მიზანს დიდხანს არ გაყვებით. შედეგად დღე დაემსგავსება უმართავი გემის თავისუფალ ცურვას. მეტად დაძაბული პერიოდი იქნება დილა. ამ დროს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ თავს გასული დღის მოვლენების შედეგები, რომლებიც ნაკლებად სასიამოვნო იქნება.

კირჩხიბი - დღეს შეგიძლიათ იმოქმედეოთ საკუთარი ინტუიციის მიხედვით, რომელიც გიკარნახებთ, რომელი მიმართულება, კავშირი და საქმიანობა იქნება თქვენთვის პერსპექტიული, და რომელი ნაკლებად საინტერესო. გაძლიერდება ინტერესი ეგზოტიკური საგნების მიმართ. ხელსაყრელი მომენტია საეკლესიო მსახურებაზე დასასწრებად.

ლომი - დღეს აყვებით ემოციებს და მათი გავლენით მოულოდნელ საქციელს ჩაიდენთ. მოსალოდნელია ფარული დამოკიდებულება ინტიმურ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე. ადრიანი დილით არ აყვეთ უსიამოვნო მოგონებებს და ნეგატიურ განცდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი საქციელი დესტრუქციული იქნება. შეუფერებელი დროა მძიმე სამუშაოს და ახალი საქმეების დაგეგმვისთვის.

ქალწული - დღეს სწორი ურთიერთობისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია დადებითი ემოციური რეზონანსი, ვიდრე სხვა ასპექტები. უკიდურესი აუცილებლობის გარეშე გარშემომყოფებს ნუ შეეწინააღმდეგებით, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში. საკუთარი სიმართლის მტკიცებულებას შეუფერებელი ფორმით წარმოაჩენთ. მოერიდეთ გამომწვევ საქციელს და ალკოჰოლურ თრობას.

სასწორი - დღევანდელი მოვლენები გააძლიერებს თქვენ ინტუიციას, თუმცა შეასუსტებს თქვენ რაციონალურ აზროვნებას. საქმის მსგავსი შემობრუნების მიზეზი გახდება ცუდი განწყობა ან მოქმედების ზუსტი გეგმის უქონლობა. ამ დროს ნებისმიერ გეგმას მოუწევს შესწორება და გადახედვა, ამიტომ მოერიდეთ მიმდინარე მოვლენების გაკონტროლებას და უბრალოდ მიყევით ცვალებად პირობებს.

ღრიანკალი - დღის პირველ ნახევარში გაგიჩნდებათ შემოქმედებითი შემართება, რომელიც უნდა გამოიყენოთ, რადგან ის სწრაფად გაქრება. საღამო გაატარეთ ბავშვების, საყვარელი ადამიანის ან მეგობრის საზოგადოებაში, რომელთაც გაუზიარებთ სამომავლო გეგმებს.

მშვილდოსანი - დღე გაატარეთ ნაცნობ გარემოში, ახლობლების წრეში, სრული სულიერი ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ამგვარად ყველაზე მარტივად შეძლებთ სტრესის და უსიამოვნო შეგრძნებებისთვის თავის არიდებას. დღის პირველი ნახევარი დაძაბული იქნება. მოგიწევთ დაწყებული საქმეების დასრულება ან მათი შედეგების გამოსწორება.

თხის რქა - პირადული შეხვედრები, მოკლე მოგზაურობა, სატელეფონო და სხვა სახის მოლაპარაკება დანიშნეთ დილით. დღისით კი მნიშვნელოვნად შემცირდება საჭირო ადამიანებთან პროდუქტიული ურთიერთობის შანსი. მათთან სასწრაფოდ განსახილველი თემები ნაკლებად აქტუალური მოგეჩვენებათ. საღამოს გასაქანი მიეცით წარმოსახვას, გაემართეთ სასეირნოდ, ეწვიეთ მეზობლებს ან ახლო ნათესავებს.

მერწყული - შრომისმოყვარეობა და წინდახედულობას მხოლოდ დღის დასაწყისში გამოიჩენთ. ენერგიის ხანმოკლე მოდინება გამოიყენეთ მარტივი ამოცანების ამოხსნისთვის: მაგ. მიღებული ცნობების დაზუსტებისთვის. დღის მეორე ნახევარში ახალ სიმაღლეებს ვერ დაიპყრობთ და დროს თავისუფლად გაატარებთ. ახლობლების მიმართ გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და თანაგრძნობა.

თევზები - დღეს მოერიდეთ გამგზავრებას, მუდმივ გადაადგილებას, ყველა ამოცანის სწრაფად და ერთდროულად ამოხსნას. მოერიდეთ ინფორმაციულ ფიზიკურ ან ემოციურ დატვირთვას. საქმეს კონფლიქტამდე ნუ მიიყვანთ, თუნდაც არ მოგწონდეთ სხვა ადამიანების საქციელი. გაფუჭებული ურთიერთობა თქვენზე ნეგატიურად აისახება, და ძლიერ სტრესს ან ტრავმას გამოიწვევს.


ხვალის (23 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
<
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
  • სკაიპი: zura.zura136
22 თებერვალი 2012 23:58

hey_1123

  • ჯგუფი: წევრი
  • რეგისტრაცია: 22.02.2012
 
xo veravin metyvis 17 dekembers
ra zodiaqo iqneba ??

<
  • სიახლეები: 53
  • კომენტარები: 23
  • სკაიპი: --
23 თებერვალი 2012 05:27

smart_maka

  • ჯგუფი: მფლობელი
  • რეგისტრაცია: 26.12.2011
 
mshvildosani xar

ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews