ხვალის (24 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის statusebi.org

statusebi » horoskopi » ხვალის (24 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (24 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 23-02-2012, 11:44, ნანახია: 326

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (24 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს მოიმატებს იმპულსურობა და დიდხანს არ დაფიქრდებით არაორდინალური საქციელის ჩადენაზე. თქვენი სწრაფვა პირადული თავისუფლებისკენ და დამოუკიდებლობისკენ მეტად უზომო იქნება, პროფესიულ სფეროში წარმატების მისაღწევად მოგიწევთ წინააღმდეგობრივი გარემოების დაძლევა და სტერეოტიპების დამსხვრევა.

კურო - დღეს მოგეჩვენებათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები თქვენ ზურგს უკან, თქვენი თანხმობის გარეშე მიმდინარეობს. მაგ. მეგობრები ან ნათესავები რაღაცას გიმალავენ. სინამდვილეში შეძლებთ უშუალო მონაწილეობის მიღებას მიმდინარე ცვლილებებში ან დროულად მიიღებთ მასზე ინფორმაციას. გამოიჩინეთ გამბედაობა, ამგვარად გარშემომყოფები ხშირად გაითვალისწინებენ თქვენ მოსაზრებას.

ტყუპები - დღეს შეძლებთ მეგობრებთან შეხვედრას, რაც ნამდვილი საჩუქარი იქნება თქვენთვის. სწორედ არაფორმალურ მეგობრულ გარემოში შეგიძლიათ პირდაპირ და ღიად განიხილოთ მტკივნეული თემები. თუმცა ბოროტად არ გამოიყენოთ სხვების ნდობა და მოერიდეთ ზედმეტ გულწრფელობას, რადგან ის თქვენ საწინააღმდეგოდ შემობრუნდება.

კირჩხიბი - დღეს მოვლენები მოსალოდნელი მიმართულებით არ განვითარდება, სახიფათო იქნება გარშემომყოფების ნდობა, რადგან ისინი აუხსნელი მიზეზის გამო შეიცვლიან აზრს. შეგნებულად მოერიდეთ ემოციურ გადაღლილობას, ხშირად შეისვენეთ მუშაობისას, თავი აარიდეთ ტრავმულ სიტუაციას.

ლომი - შესანიშნავი დღეა ახალი თანამოაზრეების ძიებისთვის. მათ იპოვით სახლიდან მოშორებით. მიიღებთ მოულოდნელ გადაწყვეტილებას ეგზოტიკურ ქვეყანაში გამგზავრების ან მოქალაქეობის შეცვლის შესახებ. დროა დაფიქრდეთ საგანმანათლებლო კურსებზე ჩაწერაზე. ამასთან გაითვალისწინეთ სიტუაციის როგორც დადებითი ნიუანსები, ასევე მოსალოდნელი სირთულეები.

ქალწული - დილიდანვე გაითვალისწინეთ მოვლენების დაუგეგმავი ცვლილება და მათთვის გამოყავით სარეზერვო დრო. ამგვარი საქციელით თავს დაიზღვევთ ბევრი უსიამოვნებისგან, ასევე ორგანიზმს დაიცავთ ძლიერი სტრესისგან. ნაკლებად შესაფერისი დროა ახალი სპონტანური წამოწყებისთვის, რადგან ისინი მუდმივი ხარვეზებით წარიმართება.

სასწორი - დღეს ზედმეტ დამოუკიდებლობას გამოიჩენენ ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობით ძალიან დაინტერესებული ხართ. მომგებიანი კლიენტის, საქმიანი მოკავშირის ან მეუღლის შენარჩუნებისთვის გამოიჩინეთ საზრიანობა და აყევით მათ ჟინიანობას. რაც თქვენ პრინციპებს არ შეესაბამება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გაქვთ.

ღრიანკალი - დღეს მკვეთრად მოიმატებს კარდინალური სიახლეების აუცილებლობა. დროა განაახლოთ სამსახურებრივი ინსტრუქცია, გადახედოთ ყოველდღიურ მოვალეობას ან შეცვალოთ მკურნალობის სქემა. მოერიდეთ სპონტანური ეფექტური გადაწყვეტილებით გატაცებას, რადგან ისინი მცდარი იქნება და გადაკეთება მოუწევს. მოსალოდნელია ცვლილება ოჯახში, მაგ. ახალი შინაური ცხოველის გაჩენა.

მშვილდოსანი - დღეს მეტად სასიამოვნოდ და მოულოდნელად განვითარდება მოვლენები სასიყვარულო ცხოვრებაში, ასევე შემოქმედებით საქმიანობაში. არ დაფაროთ კრეატიული შესაძლებლობა, რადგან ამგვარად შეძლებთ საკუთარი თავის წარმოჩენას მაღალი კონკურენციის პირობებში. თუმცა ნუ ელოდებით მატერიალური მდგომარეობის წამიერად გაუმჯობესებას, ასევე უფროსობის ქებას და თანამდებობრივ წინსვლას. რადგან ამისთვის შეუფერებელი მომენტია.

თხის რქა - დღეს მოიმარაგეთ გამძლეობა და სიმტკიცე, რადგან მოვლენები ყოველთვის არ იქნება თქვენი მოთხოვნილების და მოლოდინის შესაბამისი. ცვლილებებს იძულებითი ხასიათი ექნება, განსაკუთრებით ოჯახურ ფასეულობებთან, ყოფით პირობებთან, პირადულ ან ოჯახურ ბიზნესთან დაკავშირებულს. ნაკლებად შესაფერისი მომენტია რემონტის დაწყებისთვის, რადგან ეს სტრესს გამოიწვევს.

მერწყული - ჩვეულ ყოველდღიურ გარემოცვაში მოულოდნელი ცვლილებები მოხდება. შესაძლოა დაუგეგმავი შეხვედრა და გადაადგილება, რომელიც ამოგაგდებთ ჩვეული გრაფიკიდან. მოხარული იქნებით გახალისების, არსებობის მობეზრებული რიტმის შეცვლის შესაძლებლობით. თამამად განაახლეთ სამუშაო ადგილი ან დამხმარეების არსებული შტატი.

თევზები - ხელსაყრელი მომენტია ფინანსური საქმეების, მეგობრობის საკითხების გადახედვისთვის. ახალ ადამიანებთან მომგებიანი კონტაქტების გამო მოგიწევთ ძველ თანამოაზრეებთან ურთიერთობის გადახედვა, სპონტანური სურვილების და ემოციების გავლენით შეიძენთ ნივთებს, თუმცა შეამოწმეთ მათი ხარისხი. ნაკლებად ხელსაყრელი დროა მსხვილი შენაძენებისთვის.


ხვალის (24 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews