ხვალის (25 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის statusebi.org

statusebi » horoskopi » ხვალის (25 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (25 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 24-02-2012, 13:29, ნანახია: 274

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (25 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს შეგიძლიათ თავი გაანებივროთ ან გამოიყენოთ საკუთარი მომხიბვლელობა. გარშემომყოფები წინააღდეგი არ იქნებიან: პირიქით, მათ გაახარებთ ლამაზი იერით და შესანიშნავი განწყობით. ადამიანები, რომლებსაც რეალურად უყვარხართ ყველაფერში დაგეხმარებიან. თუმცა ისინი, ვისაც თქვენი შურს ან ფარული პრეტენზიები გააჩნია თავბრუს დაგახვევენ ფარული მიზნით.

კურო - დღეს სული ითხოვს სილამაზეს, სიყვარულს და რომანტიკას. ხელსაყრელი მომენტია უფრო თამამი და გამომწვევი იერის შექმნისთვის, მაგ. გარდერობის ან ვარცხნილობის განახლებისთვის. რეკომენდებული არ არის მაკიაჟის სტილის შეცვლა და ახალი კოსმეტიკური საშუალებების შეძენა. რადგან შესაძლოა კანისთვის შეუფერებელი საშუალება შეიძინოთ.

ტყუპები - შესანიშნავი დროა არაფორმალურ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, ასევე პირადული ცხოვრების რეორგანიზებისთვის. დღეს მოულოდნელად შეხვდებით ადამიანს, რომელიც გადააბრუნებს თქვენ წარმოდგენას ნამდვილ სიყვარულზე. თქვენ მიერ შექმნილ ორიგინალურ იერს მიამატეთ დახვეწილი, მკვეთრი და მოდური არომატი.

კირჩხიბი - დღეს რომანტიკული ვახშამი ან მოულოდნელი ფლირტი გაცდება მსუბუქი გასართობი ღონისძიების ფარგლებს. მსგავსი მოვლენა გავლენას მოახდენს თქვენ ცხოვრებაზე და შეცვლის საწყის გეგმებს. სერიოზულად მიუდექით წვეულებაზე, შეხვედრაზე ან პაემანზე დაპატიჟებას და ეცადეთ საუცხოოდ გამოიყურებოდეთ.

ლომი - შესანიშნავი დროა ელიტურ ღონისძიებაში, პრეზენტაციებში, მხატვრულ გამოფენაში მონაწილეობისთვის. გაგიჩნდებათ ახალი მეგობრები. სტუმრად წასვლამდე ჩაიხედეთ სარკეში და დარწმუნდით, რომ საკუთარი სილამაზით ბევრს დაჩრდილავთ. სხვა ქალაქის და ქვეყნის მაცხოვრებლებთან ურთიერთობას რომანტიკული ელფერი ექნება და თან სდევს ფლირტი.

ქალწული - ეს დღე თქვენია, თუ ეძებთ საბედისწერო ვნებებს და მზად ხართ საოცარი განცდებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეებში მეტად ძლიერი იქნება ემოციური დაძაბულობა. სპონტანური იმპულსი სრულად შეცვლის თქვენ ტაქტიკას და გიბიძგებთ ისეთი საქციელისკენ, რომელსაც ადრე ვერ ჩაიდენდით. ინტიმური კონტაქტები გამოირჩევა სიკაშკაშით და არათანმიმდევრულობით.

სასწორი - შესანიშნავი მომენტია ელიტურ შეკრებაში ან დახვეწილი ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. ტანსაცმლის და აქსესუარების არჩევისას ორიენტაცია გააკეთეთ არა მარტო საკუთარ გემოვნებაზე, არამედ თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანის შეხედულებაზეც. ხელსაყრელი დროა დაქორწინებისთვის, თუმცა კავშირი დაეყრდნობა თქვენ სიყვარულს და არა პარტნიორის მიჯაჭვულობას.

ღრიანკალი - ხელსაყრელი დროა ურთიერთობის ჩვეულ სცენარში სიახლის შესატანად. ამ დროს გამორიცხულია რაიმეს დაფარვა და სხვა ადამიანების ქვეცნობიერით მანიპულირება, ამიტომ გირჩევნიათ პატიოსნად გამოხატოთ საკუთარი გრძნობები. საყვარელი ადამიანის საბოლოოდ დასაყრობად მოერიდეთ პასიური მომხმარებლური პოზიციის დაკავებას, გაუწიეთ მას ეფექტური მომსახურება.

მშვილდოსანი - დღეს თქვენთვის სიყვარული თამაში იქნება, მაგრამ პატიოსნად ითამაშებთ. თუ თქვენი სიყვარულის ობიექტი აკმაყოფილებს ესთეტიკურ და ემოციურ გემოვნებას, იზიარებს ნოვატორულ შეხედულებას, სამუდამოდ დაუკავშირდებით ერთმანეთს. თამამად გააცანით ის ძველ მეგობრებს.

თხის რქა - დღეს გაძლიერდება საკუთარი საცხოვრებლის კეთილმოწყობის სურვილი. ამასთან ფსიქოლოგიური და ფიზიკური კომფორტი უფრო მნიშვნელოვანი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში იგრძნობთ ჰარმონიის ნაკლებობას. სასიამოვნო ოჯახური ატმოსფეროს აუცილებელი პირობა გახდება კომპრომისი თქვენ და სხვა ადამიანების მოთხოვნილებების შორის, ამის გარეშე თქვენი სურვილები აუსრულებელი დარჩება.

მერწყული - დღეს სიმპატია და ანტიპატია ყალიბდება დაჩქარებული ტემპით. შეუმჩნევლად აღმოჩნდებით რაიმე ხიბლის ქვეშ. ამ დროს კაშკაშა გრძნობები სწრაფად გაჩნდება და გაქრება. გზაში მოსალოდნელია დაუვიწყარი შთაბეჭდილება, ხელსაყრელი შენაძენი, შემოქმედებითი შემართება და ესთეტიკური აღმოჩენა. მეზობლებთან და ახლობლებთან შესანიშნავი ურთიერთობა გექნებათ.

თევზები - ხელსაყრელი დროა გარდერობის განახლებისთვის. თუმცა დაგჭირდებათ გამოცდილი მრჩეველი, რადგან შესაძლოა შეუფერებელი ნივთი შეიძინოთ. შესაძლოა ქონებრივი კონფლიქტების მშვიდი გადაწყვეტა და ვალების ჩამოწერა. სასიყვარულო საქმეებში გამოიჩინეთ გულწრფელობა, თავაზიანობა, მოჩვენებითობა და ორმაგი სტანდარტები ნაკლებად საუკეთესო ტაქტიკაა.


ხვალის (25 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews