ხვალის (26 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის statusebi.org

statusebi » horoskopi » ხვალის (26 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (26 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 25-02-2012, 11:48, ნანახია: 342

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (26 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაცივდება, უფრო ცერემონიული გახდება. დაიცავით ურთიერთობის სტანდარტული ეტიკეტი, რათა ერთობლივი დროის გატარება სასიამოვნო იყოს. დღის ბოლოს გაიზრდება მადა, ამიტომ კარგი იდეა იქნება რესტორანში წასვლა ან ოჯახური ვახშამი.

კურო - დღის პირველ ნახევარში შეგიძლიათ კარგად გამოიძინოთ. ნაშუადღევს ეცადეთ გამოიღვიძოთ, რათა თავი არ აგტკივდეთ. ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიება დანიშნეთ საღამოს. ამ დროს გაუმჯობესდება თქვენი განწყობა, დაიმსახურებთ გარშემოყოფების პატივისცემას და სიყვარულს.

ტყუპები - დღეს მოერიდეთ არსებითი ცვლილებების შეტანას ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობაში. სიტუაციის დამძიმებული ხედვა არასწორი იქნება. დღის ბოლოს თქვენი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ შეიცვლება მატერიალური ფასეულობისკენ სწრაფვით, თუმცა სიყვარულის და მეგობრობის ფულით აწონვა არ ღირს.

კირჩხიბი - დილით მოიკრიბეთ მოთმინება. ინიციატევები სწრაფად შევა ჩიხში, განწყობა ცუდი იქნება. აუხსენით მეგობრებს და ახლობლებს, რომ ფორმაში არ ხართ და სთხოვეთ დაგიკავშირდნენ საღამოს. ამგვარად საუკეთესოდ დაზოგავთ დროს და ძალებს, ასევე დაიცავთ თავს ამაო იმედგაცრუებისგან. დღის ბოლო გაუმჯობესდება გარემო, ხოლო განწყობა უფრო ოპტიმისტური გახდება.

ლომი - დღეს მზად იყავით ინიციატივების შეზღუდვისთვის. დღეს დაგეგმილი ღონისძიების ნაწილი ჩაიშლება ან მოსალოდნელ კმაყოფილებას არ მოგიტანთ. საღამოს კარგი სუფრა დაგეხმარებათ პრინციპული პრობლემების მოგვარებაში. მეტად აქტუალური გახდება და აქტიურად განიხილება ოჯახურ კეთილდღეობას და შენაძენებთან დაკავშირებული თემები.

ქალწული - დღეს გელოდებათ სასიყვარულო იმედგაცრუება და მატერიალური დანაკარგები. მოერიდეთ სპონტანურ ხარჯებს საღამომდე. ეცადეთ არ აღმოჩნდეთ სხვა ადამიანებზე დამოკიდებული ემოციური და სექსუალური კუთხით. დღის ბოლოს თქვენი განწყობა გაუმჯობესდება, გამოჩნდება კარგი პერსპექტივები. შეძლებთ გავლენიანი ადამიანის მონახულებას ან მასთან შეხვედრის შეთანხმებას.

სასწორი - დღეს გიმტყუნებთ თანდაყოლილი ხიბლი. თქვენი სიცივე, სიმკაცრე ან ცუდი განწყობა დააფრთხობს სხვა ადამიანებს და ისინი უარს იტყვიან თქვენთან მჭიდრო ურთიერთობაზე. თუ თავს ცუდად გრძნობთ ან ცუდ განწყობაზე ხართ, დღის საათები გაატარეთ განმარტოებაში. საღამოს კი მეუღლესთან ერთად განიხილეთ მატერიალური პრობლემები.

ღრიანკალი - დღისით გამოიჩინეთ მაქსიმალური თავშეკავებულობა, გააკონტროლეთ სპონტანური ემოციები. ყურადღების გარეშე არ დატოვოთ ქრონიკული დაავადების გამწვავების სიმპტომები. საღამოს საათები გაატარეთ მშვიდი და საიმედო ადამიანის გარემოცვაშჲ. ამასთან შეხვედრის ადგილის არჩევანი მას დაუთმეთ.

მშვილდოსანი - დილა მხიარულად არ დაიწყება. დღისით თანამოაზრეებთან, ბავშვთან, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ პატიოსნება და მეტი დისციპლინა. დროულად შეასრულეთ ვალდებულებები და დაპირებების გაცემას თავი დაანებეთ. დღის ბოლოს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ მენიუს შედგენას, პროდუქტების არჩევას და სუფრის სერვირებას.

თხის რქა - დღის პირველ ნახევარში სასარგებლო იქნება დიეტა. თავშეკავება კვებაში და დისციპლინა ყოფაში თქვენ მდგომარეობაზე დადებითად აისახება და დაგეხმარებათ გარდაუვალი ბარიერის დაძლევაში. ეს თვისება განსაკუთრებით სასარგებლო იქნება იანვრის შუა რიცხვებში დაბადებულებისთვის. საღამოს განწყობა გაუმჯობესდება. ხელსაყრელი გარემო იქმნება სასიყვარულო კონტაქტების, შემოქმედებითი ღონისძიების და ბავშვებთან ურთიერთობისთვის.

მერწყული - დღეს თქვენი დამოკიდებულება გარშემომყოფების მიმართ უფრო ახირებული იქნება. შეგნებულად შეავიწროვებთ ურთიერთობის წრეს, გამორიცხავთ შემთხვევით, საეჭვო ან სახიფათო კავშირებს. საღამოს შეძლებთ ურთიერთობის მოგვარებას მშობლებთან. ხელსაყრელია ოჯახური შეხვედრების, წვეულებისთვის.

თევზები - დღეს წარმატების აუცილებელი პირობა იქნება სწორი დამოკიდებულება მატერიალური დანაზოგის და მისი ხარჯვის მიმართ. დილით და დღისით მოერიდეთ საყიდლების გაკეთებას, ფულის გადაყრას საეჭვო სახის მომსახურებას და ნივთებზე, დაუფიქრებელ ავანტიურაზე. დღის ბოლოს ინტუიცია შეუმცდარად გიკარნახებთ როგორ და რამდენი დახარჯოთ.


ხვალის (26 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews