ხვალის (27 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის statusebi.org

statusebi » horoskopi » ხვალის (27 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (27 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 26-02-2012, 14:12, ნანახია: 320

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (27 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - მიზნად დაისახეთ კონკრეტული შედეგები, ამგვარად თქვენი შრომა მაქსიმალურად შედეგიანი იქნება. თქვენი მიზანი გახდება შემოსავლის ძიება, გაზრდა ან სტაბილიზება. ხელსაყრელი დროა ავტომობილის სათადარიგო ნაწილების, ასევე რემონტისთვის საჭირო ინსტრუმენტების შეძენისთვის. არსებობს ფიზიკური დატვირთვის ალბათობა, ამიტომ შეუფერებელი დღეა შიმშილისთვის.

კურო - გაძლიერდება პირადული აქტიურობა, ორგანიზმის გამძლეობა და წინააღმდეგობის უნარი ავადმყოფობის მიმართ. ხელსაყრელი დღეა სპორტით დაკავების, შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის. საკუთარ საქმიანობაში ჩართეთ ბავშვებში. დიდი წარმატება გელოდებათ ბიზნესში, ვაჭრობაში, რეკლამაში.

ტყუპები - დღეს ფარული ან ცხადი მატერიალური ინტერესი გახდება ერთ-ერთი მთავარი ძლიერი სტიმული დაძაბული მუშაობისთვის. საკუთარ თავში შრომისმოყვარეობის, შეუპოვრობის გამომუშავება აუცილებელია მიმდინარე ამოცანების წარმატებულად შესრულებისთვის. თქვენი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება ტექნიკას, მედიცინას, ფინანსებს, დეტალების შეძენას, მოწყობილობის ტესტირებასთან დაკავშირებული საკითხები. გააქტიურდება ოჯახური ბიზნესი.

კირჩხიბი - დღეს მარტოც შეძლებთ სამუშაოს შესრულებას. თუმცა უმჯობესი იქნება საზრუნავი გაზიარება გარშემომყოფებთან, და მიღებული თანხის თანაბრად გაყოფა. დახმარებას მიიღებთ ძველი ნაცნობებისგან. თუ ფინანსური საკითხი ნაკლებად მწვავედ დგას, შეგიძლიათ მეგობრებს და ნაცნობებს გამოუხატოთ სიტყვიერი მადლიერება ან გაუმასპინძლდეთ სადილი.

ლომი - დღეს დროებით უნდა გაქრეს მოთენთილობა, ის უნდა შეიცვალოს შეუპოვრობით და შრომისმოყვარეობით. რაც უფრო აქტიურად ჩაერთვებით შემოთავაზებულ საქმიანობაში, მით უფრო სწრაფად შეემატება ფული თქვენ ჯიბეს. ამ დროს მიიღებთ შანს შემოსავლების აღდგენის და მათთვის რეგულარული სახის მიცემისთვის. შესაძლოა ძველი ვალის დაბრუნებაც.

ქალწული - უსაქმურობის დრო არ არის, ამ დღეებში ენერგიული იქნებით და ბევრს მიაღწევთ. ხელიდან არ გაუშვათ შანსი საუკეთესო სახით წარმოაჩინოთ თავი უცხოელი კოლეგების ან დამკვეთების წინაშე, თავი შეახსენოთ გავლენიან და ავტორიტეტულ ადამიანებს. ხელსაყრელი მომენტია ძველი ინდივიდუალური საქმიანობის განახლებისთვის. მოგიწევთ შრომის ძველ მეთოდებთან დაბრუნება ან ძველი ინსტრუმენტების გამოყენება.

სასწორი - ამოცანის შესრულებისას სასურველია ყველაფრის დაწვრილებით შესწავლა, ნებისმიერ საქმეს წვრილმანებამდე ჩაუღრმავდით. თუ მენეჯერი ან ფირმის მფლობელი ხართ, უფრო ახლოს უნდა გაიცნოთ რიგითი თანამშრომლები, მათი შრომის პირობები და ხელფასის ოდენობა. მოგიწევთ გარკვეული სამედიცინო ან ტექნიკური მომსახურების საფასურის გადახდა.

ღრიანკალი - ხელსაყრელი გარემოება იქმნება ძველ მეგობრებთან და დამხმარეებთან თანამშრომლობისთვის, თანამოაზრეებთან ენერგიული ურთიერთმოქმედებისთვის. კარგი დროა ნებისმიერი პროექტის განვითარებისთვის, რომელიც დაკავშირებულია ვაჭრობას, ტექნიკას, ტრანსპორტს, მედიცინას, მომსახურებასთან. თქვენი ძველი გამოგონება მოულოდნელად მოიხვეჭს სახელს, გაიყიდება ან დამუშავებაზე იქნება მიღებული.

მშვილდოსანი - დღეს დაგჭირდებათ მოთმინება, თანმიმდევრულობა. კარგი დროა ხელმძღვანელის უნარის პრაქტიკულად გამოყენებისთვის, ასევე სასურველი იქნება თავაზიანობა და შრომისმოყვარეობა. წაახალისეთ საკუთარი თავი და ხელქვეითები სასარგებლო შრომისკენ. საქმეს მშიერ კუჭზე ნუ დაიწყებთ, რაც უარყოფითად აისახება თქვენ ჯანმრთელობაზე და გამოიწვევს ადრიანად გადაღლილობას.

თხის რქა - დღეს ჰარმონიულად გაანაწილებთ ძალებს სავალდებულო საქმიანობას და შემართებით კრეატივს შორის. ნებისმიერი საქმიანობისას პრაქტიკულობა გიკარნახებთ მომგებიან ვარიანტს. შრომისმოყვარეობას და წინდახედულობას ადვილად შეუთავსებთ სიმშვიდეს და საჭირო მომენტში სწორად მოქმედების უნარს. ადვილად გადაიტანთ დატვირთვას, ამიტომ სასარგებლო იქნება სპორტი, სამკურნალო ვარჯიში ან გასეირნება.

მერწყული - დაივიწყეთ სიზარმაცე და დაბნეულობა. მოვალეობა სრულად შეასრულეთ, ამგვარად დაცული იქნებით. საფუძვლიანად და კეთილსინდისიერად შესრულებული საქმე გახდება საუკეთესო რეკომენდაცია. ხელსაყრელი დროა ანდერძის შეცვლის, ოჯახური ბიზნესის განახლების ან განვითარებისთვის, საცხოვრებელი ადგილის რემონტისთვის.

თევზები - ხელიდან არ გაუშვათ გამართლება, თუ ის თავისით გივარდებათ ხელში. უკუგებას გამოიღებს ადრე დაწყებული საქმიანი ღონისძიება. თქვენი ნებაყოფლობითი დამხმარეები და სპონსორები იქნებიან ახლო ნათესავები. მოგიწევთ მუდმივი პარტნიორის დახმარების მიღება. ეცადეთ ძველ მტერთან შერიგებას. თუ თქვენი მატერიალური ინტერესები იკვეთება, ეს საკმაოდ კარგი იდეა იქნება.


ხვალის (27 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews