ხვალის (29 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის statusebi.org

statusebi » horoskopi » ხვალის (29 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (29 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 28-02-2012, 07:42, ნანახია: 426

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (29 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს მოგიწევთ ოფლის დაღვრა, რათა გაერკვიოთ მრავალფეროვან ინფორმაციაში და გააცალკევოთ ტყუილი და სიმართლე. ინტუიციას სრულად ნუ ენდობით, თუმცა შიგადაშიგ ყური დაუგდეთ მას. ხანგრძლივი ფიქრი და ყოყმანი სწორ გადაწყვეტილებასთან არ მიგიყვანთ. თავში მოსული პირველივე აზრი მართებული აღმოჩნდება.

კურო - მატერიალურ მდგომარეობას და ურთიერთობასთან დაკავშირებული ახალი წამოწყება ზუსტად გათვალეთ. ასევე მოქმედების მიღებული პროგრამა რეგულარულად შეასწორეთ მუდმივად ცვალებად გარემოს შესაბამისად. თუ გარემოება ბოლომდე გაურკვეველია, სხვების მოტივები კი ეჭვს იწვევს, უარი თქვით თანამშრომლობაზე, სხვა დღისთვის გადაიტანეთ საყიდლების ან საგადახდო ოპერაციის ჩატარება.

ტყუპები - დღეს მოერიდეთ ინტრიგებს, რადგან ისინი საწყის ეტაპზევე გააფუჭებს საქმეს. არ მისცეთ საეჭვო ადამიანებს მიზეზი თქვენში დაინახონ პოტენციური მსხვერპლი. არასაკმარისად შრომისმოყვარე იქნებით, ამიტომ არასასურველია საქმიანობა, რომელიც მოითხოვს სისტემატიურობას და ყურადღების ხანგრძლივ კონცენტრაციას. მოერიდეთ უხვსიტყვიანობას, დაბნეულობას, ოცნებას, სენტიმენტალურობას, ჰიპერაქტიურობას.

კირჩხიბი - დღეს თქვენთვის დამახასიათებელია სიმსუბუქე, აქტიურობა და ცნობისმოყვარეობა. აღნიშნული თვისებები გახდება შესანიშნავი საყრდენი, თუ სწავლობთ, ეძებთ ინფორმაცია ან მიდიხართ მოკლე მოგზაურობაში. თუმცა ისინი გაიძულებენ ასევე მონაწილეობა მიიღოთ სხვების ინტრიგაში ან ჭორების გაბერვაში, ინტუიციური გადაწყვეტილება ყოველთვის სწორი არ იქნება.

ლომი - დღეს გარდაუვალი იქნება მოსაზრებების პერიოდული ცვლილება. თვალყური ადევნეთ სიახლეებს, ხშირად ეწვიეთ სოციალურ ქსელებს ან საყვარელ ფორუმს, გააფართოვეთ თვალსაწიერი ახალი ორიგინალური ცოდნის ხარჯზე. მოსალოდნელია დაუგეგმავი მოგზაურობა. ნაცნობობას დღეს სიფრთხილით მოეკიდეთ, რადგან ზოგიერთი ადამიანი თვალთმაქცი აღმოჩნდება.

ქალწული - მოერიდეთ საქმეების წინასწარ დაგეგმვას, იმოქმედეთ გარემოების მიხედვით და პრობლემები მორიგეობით მოაგვარეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დახარჯავთ ბევრ ენერგიას ელემენტარული სიტუაციის და ამოცანების მოგვარებაზე, ხელიდან გაუშვებთ მნიშვნელოვან მოვლენებს. შეფის, პარტნიორის, კლიენტის სიტყვებს გარკვეული სკეპტიციზმით მიუდექით და გაითვალისწინეთ, რომ ისინი თავადაც ბოლომდე თავდაჯერებულები არიან.

სასწორი - გაძლიერდება ინტერესი შორეული ტერიტორიის წარმომადგენლებთან მჭიდრო ურთიერთობისკენ. ზოგიერთი კონტაქტი თქვენთვის პირდაპირ აუცილებლობად იქცევა. სასარგებლო ინფორმაციის გაცვლის, მოლაპარაკების ჩატარების ან პერსპექტიული შეთანხმების დადების პროცესში წარმოიქმნება დაუგეგმავი წინააღმდეგობა, ადამიანები, რომელთაც ეძებთ, დროებით ადგილზე არ იქნებიან.

ღრიანკალი - დღეს გადადეთ ვიზიტი ბანკში, საგადასახადო ინსპექციაში, ტურისტულ ფირმაში ან სადაზღვევო კომპანიაში. ნუ იჩქარებთ კომპიუტერული თამაშის და პროგრამის ახალი ვერსიის შეძენას. მათი დაყენება გამოიწვევს მუშაობის გართულებას და არა გამარტივებას. ყურადღება გამოიჩინეთ წვრილმანების მიმართ, არ დაკარგოთ გასაღები და მნიშვნელოვანი პაროლი, მოერიდეთ საეჭვო დოკუმენტების ნაჩქარევ ხელმოწერას.

მშვილდოსანი - მოერიდეთ შემთხვევით ნაცნობობას და ნუ იჩქარებთ თანამოსაუბრეებისთვის სიმპატიის გამოხატვას. წინასწარ დარწმუნდით, რომ თვალთახედვის არეში გამოჩენილ ადამიანს თქვენ მიმართ პატიოსანი განზრახვა ამოძრავებს. თქვენი ყურადღება და დრო ძვირი ღირს, ამიტომ არ დახურდავდეთ არა არსებით წვრილმანებზე და თავს სულელურ მდგომარეობაში ნუ ჩაიყენებთ. შემთხვევით აღმოაჩენთ, რომ მეუღლე რაღაცას გიმალავთ.

თხის რქა - დღეს გელოდებათ აქტიური გონებრივი სამუშაო, მჭიდრო ურთიერთობა ან ბევრი მიმოსვლა. შესაძლოა დამატებითი დატვირთვა თვალებზე და ხელებზე. მოგიწევთ კავშირების მოგვარება, დოკუმენტების რედაქტირება, რაიმე კომპიუტერული პროგრამის გამოცდა. თავი შეიკავეთ ახალი სამუშაო დამხმარეების ძიებისგან, რადგან ისინი არაკეთილსინდისიერი ადამიანები აღმოჩნდებიან.

მერწყული - დღეს უპირატესობა მიანიჭეთ თავისუფალ შემოქმედებით საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია მიმოსვლას ან ინტენსიურ გონებრივ მუშაობასთან. თუმცა ყველა თქვენ ფიქრს და გადაადგილებას გარკვეული გამაერთიანებელი მიზანი უნდა გააჩნდეს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას ყველაფერს ბოლომდე არ იტყვით.

თევზები - მოერიდეთ ინტრიგებს და წინააღმდეგობრივი სიტუაციის შექმნას. ის რაც სხვა ადამიანებს თავშესაქცევი ეჩვენებათ, თქვენ რეპუტაციად დაგიჯდებათ. მოერიდეთ გადასვლას ან დოკუმენტების გაფორმებას. შინაურებს გაუჩნდებათ საიდუმლო თქვენგან, მათი ასეთი საქციელის საფუძველი კი შესაძლოა თავად იყოთ, მიიღებთ მცდარ ინფორმაციას. არასასურველი ალკოჰოლური სასმელის და სედატიური პრეპარატების გამოყენებას.


ხვალის (29 თებერვლის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews